Quiz გამოიცანით, რისთვის არის საჭირო ეს ვინტაჟური სამზარეულოს ხელსაწყოები 2 აგვისტო, 7:33 დაფიქრებულხართ, რამდენად შეიცვალა ხელსაწყოები, რომელთაც დღეს ვიყენებთ სამზარეულოში? კომბაინი, მიქსერი, სახეხი ისე არ გამოიყურება, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინ.
დარწმუნებული ვართ, ვერ იცნობთ ბევრ ვინტაჟურ სამზარეულოს ნივთს, თუ მათ ფოტოზე ნახავთ. გსურთ შეამოწმოთ? 1. როგორ ფიქრობთ, რისთვის არის საჭირო ეს ფაიფურის ნივთები? საკმაოდ მსუბუქია და ბრტყელი ძირი აქვს. ა. სანელებლების სანაყი ბ. ჩხირების სადგამი გ. დანის სადგამი 2. როგორ იყენებდნენ ამ მინის ცილინდრს თუჯის ძირით? ა. ქილა კანფეტებისთვის ბ. სახილე გ. უჩვეულო ფორმის ლანგარი3. რა დანიშნულება აქვს ამ სამზარეულოს ხელსაწყოს, რომელიც უფრო ჰგავს წყლის გამაცხელებელს? ა. კვერცხის გამყოფი ბ. სათქვეფი გ. საცერი ფქვილისთვის4. რა ნივთია? რაიმე ვარაუდი? ა. ნივრის საჭყლეტი ბ. მექანიკური წვენსაწური გ. კარტოფილის საჭყლეტი5. სამზარეულოს ამ ნივთს ჰქვია შინუა. როგორ ფიქრობთ, რისთვის შეიძლება მისი გამოყენება? ა. ჩაის მოსადუღებლად ბ. კრემის და პიურეს გასაწურად გ. სითხის გასაწურად6. რა დანიშნულება აქვს ამ ნივთს? ა. თუჯის ქვესადგამი ბ. პელმენის ფორმა გ. ორცხობილას ფორმა7. სერიოზულად გამოიყურება. რისთვის გამოიყენება? ა. ხორცის დანა ბ. სანელებლების დანა გ. დანის სალესი8. აქ დაფიქრება მოგიწევთ. რა აზრი გაქვთ? ა. ზეთის მოსამზადებელი ფორმა ბ. ორცხობილას მოსამზადებელი ფორმა გ. სანელებლების დამჭერი9. წამების იარაღს ჰგავს, მაგრამ აშკარად უვნებელია. რა არის? ა. ხელის მიქსერი ბ. ტორტის საჭრელი გ. ყავის სარევი10. უკვე მიხვდით, როგორ გამოიყენებოდა ეს ნივთი? ა. ქოქოსის საფხეკი ბ. დასაქუცმაცებელი გ. ბოსტნეულის სათლელი11. რა? სახრახნისი სამზარეულოში? იქნებ, სხვა რამეა? ა. ყინულის სატეხი ბ. ხორცის ნემსი გ. დანა12. როგორ ფიქრობთ, რისთვის გამოიყენება? ა. ქაფქირი ბ. კოვზი გ. სპატული13. მარტივად ვერ გამოიცნობთ. ინტუიციის ჩართვა მოგიწევთ. რა არის ეს უცნაური მოწყობილობა ოთხ ფეხზე? ა. სახეხი ბ. ჭურჭლის ქვესადგამი გ. წვენსაწური14. უცნაური თითბრის ნივთი, რომელიც ორივე მხრიდან იხურება. რისთვის შეიძლება მისი გამოყენება? ა. ცომეულის სათბურა ბ. ფქვილის საცერი გ. ჩაის დასაყენებელიპასუხები:
1 - ბ ეს არის სპეციალური სადგამი ჰასისთვის, იაპონური საჭმლის ჩხირებისთვის. ახლა ხშირად გამოიყენება მათი ხის ვარიაციები. 2 - ა 3 - ა 4 - გ ეს მოწყობილობა აქტიურად გამოიყენებოდა აშშ-ში მაქსიმალურად რბილი და ჰაეროვანი კარტოფილის პიურეს მისაღებად. ჩვეულებრივი საჭყლეტი ასეთ ეფექტს არ იძლევა. 5 - ბ კონუსური თხელი ბადისებრი საცერი წარმოშობით ჩინეთიდან არის. მას აქტიურად იყენებდნენ ფრანგულ სამზარეულოში. 6 - ა ასეთი ქვესადგამი არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ ლამაზი ნივთი იყო. როდესაც არ იყენებდნენ, უბრალოდ ეკიდა კედელზე, როგორც დეკორატიული ელემენტი. 7 - ბ 8 - ა ასეთი ფორმები კარაქს არა მხოლოდ გლუვს, არამედ ლამაზსაც ხდიდა. 9 - ა 10 - ა 11 - ა ადრე ასეთი ნივთი არა მხოლოდ სახლის სამზარეულოში, არამედ ბარებშიც ხშირად გვხვდებოდა. 12 - ა 13 – ა 14 - ა 43 შეფასება არ არის |