x
მეტი
  • 27.09.2024
  • სტატია:137283
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511286
არტეფაქტი, რომელიც ადამიანების და უცხოპლანეტელების კონტაქტის ფაქტს ადასტურებს

XIX საუკუნის და XX საუკუნის პირველი მეოთხედის მკვლევართა ჩანაწერები, ძველი ეგვიპტის არტეფაქტების უამრავ აღწერილობას შეიცავს, რომელიც ე. წ. «ღმერთებს» უკავშირდება. ხოლო, 30-იანი წლებიდან, ექსპედიციის შედეგები, თითქოს, ცენზურაში გაატარეს – საუბარია მხოლოდ ქვის ქანდაკებების, ამფორების, პაპირუსების მცირე აღმოჩენებზე, ხოლო «ღმერთების» თემა, –თითქოს, ამოღებულია.


imageეგვიპტის ფარაონი და ქვეყნის ნამდვილი მმართველი


ერთადერთი, ვინც ამ თემაზე, აქტიურად აგრძელებს წერას, ერიხ ფონ დანიკენია. გაჩუმებით, რომ ვერ გააჩუმეს, მას ფანტაზიორის იარლიყი «მიაწებეს» და თავი დაანებეს. მაგრამ, თავის წიგნებში, მკვლევარი ყოველთვის ფაქტებს ეყრდნობა და ნივთმტკიცებად – სკულპტურები, მოზაიკა, იეროგლიფები და უძველესი ნაგებობები მოჰყავს. მისი ნამუშევრები ინფორმაციას შეიცავს ერთადერთი ძლევამოსილი «ღმერთის» შესახებ, რომელიც დედამიწაზე რეალურად ცხოვრობდა. ამაზე მრავალი არტეფაქტი მიუთითებს, რომელიც იეროგლიფური დამწერლობის უძველეს ფორმას შეიცავს.

უძველესი ტექსტების გარდა, რომელშიც «ღმერთის» ცხოვრების სცენებია გადმოცემული, შემორჩენილია დიორიტის ქანდაკებაც, რომლის გაყალბება, იმის გამო რომ ძალიან მტკიცე ქანია, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ქანდაკებაში ასახული ფარაონის და ზე არსების მისალმება (იხ. ფოტო ქვემოთ), იმაზე მეტყველებს, რომ მათ შორის, ურთიერთპატივისცემა და მეგობრობა არსებობდა.

აკადემიური ეგვიპტოლოგები არასოდეს დაეთანხმებიან იმ მოსაზრებას, რომ «ღმერთები» რეალურად არსებობდნენ. როგორც ისინი ამტკიცებენ, მათ უბრალოდ, სიმბოლური დატვირთვა ჰქონდათ და მეტი არაფერი. მაგრამ ფაქტი ერთია, – ვიდრე ეს არსებები დედამიწაზე იყვნენ, ცივილიზაციებს აღორძინების ხანა ედგათ. ეს მხოლოდ ეგვიპტურ კი არა, ინდურ და ინდიელების კულტურასაც ეხება. «ღმერთების» წასვლის შემდეგ კი (შუმერული ჩანაწერების მიხედვით, ეს ძვ. წ. აღრ. 556 წ. მოხდა), რაღაც დროის მანძილზე, სახელმწიფოები ძველებურად აგრძელებდნენ ფუნქციონირებას... მაგრამ, დაცემა გარდაუვალი იყო. ფარაონებს და სხვა კულტურების მმართველებს, არ შესწვდათ ქვეყნის დამოუკიდებლად მართვის უნარი, ამიტომ ომებში ჩაეფლნენ და განადგურდნენ.


imageეგვიპტის ფარაონი და ნამდვილი მმართველი


ისევ ფარაონის და «ღმერთის» მისალმების ქანდაკებას თუ დავუბრუნდებით, უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ადამიანს ჰგავს, ხოლო მეორე – არა. ამას თუ ტექსტის თარგმანსაც დავამატებთ, ვარსკვლავური მენტორების და ზეციდან ჩამოსულ მაცნეების შესახებ, ცხადი გახდება, რომ საუბარი ადამიანებზე კი არა, ადამიანის მსგავს უცხოპლანეტელებზეა. ისინი მართლაც სხვა პლანეტებიდან ჩამოვიდნენ, თუ დედამიწაზე ცხოვრობდნენ და უბრალოდ, კონტაქტზე გამოვიდნენ, – ცნობილი არ არის. მაგრამ, ეჭვგარეშეა, რომ ადამიანებს ცივილიზაციის შექმნაში სწორედ ისინი დაეხმარნენ და გარკვეული დროის მანძილზე, ფარაონისა და მისი გარემოცვის ქმედებებზე ზედამხედველობას ახორციელებდნენ. ეს ძველ ეგვიპტეში, ერთგვარი, ჩრდილოვანი მმართველობა იყო. მაგრამ, ამის აღიარება არავის უნდა, რადგან ამ შემთხვევაში, ისტორიის გადაწერის გახდებოდა საჭირო...


image

არხის სხვა სიახლეები:


* რა შეტყობინება მიიღო პენტაგონმა უცხოპლანეტელებისგან 1963 წელს? (აშშ-ს საჰაერო ძალების ყოფილი პოლკოვნიკის საიდუმლო)

* ბრიტანეთში უცხო ცივილიზაციების ვალუტა აღმოაჩინეს

* 10 მითი კოსმეტიკის შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
409
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0