სხვა საფრანგეთში დააკავეს ბელორუსი აქტივისტი,რომელიც ვან გოგის საფლავიდან ამოთხრას ცდილობდა(ვიდეო) 1 აგვისტო, 16:11
საფრანგეთის Auvers-sur-Oise-ის კომუნის სასაფლაოზე დააკავეს ბელორუსი აქტივისტი მხატვარი ალექსეი კუზმიჩი, რომელმაც დადგა კლოუნადა ვინსენტ ვან გოგის საფლავზე, მას სურდა პოსტიმრესიონისტი მხატვრის ამოთხრა და გაცოცხლება.
კუზმიჩი სასაფლაოზე გამოცხადდა ნიჩბით, ვან გოგის საფლავზე მაღვიძარა დააყენა, შემდეგ კი იქ დამსწრე ხალხს მიუბრუნდა და მხატვრის საფლავის გათხრა შესთავაზა. რა თქმა უნდა, სასაფლაოს ვიზიტორებს შორის შერეკილები არ აღმოჩდნენ. შემდეგ ბელორუსმა მამაკაცმა მარტომ დაიწყო საფლავის გათხრა და მაღვიძარას ხმაზე ვან გოგს უყვიროდა, რომ ადგომის დროა. „დილა მშვიდობისა მეგობრებო! თქვენ აქ სევდიანები მოხვედით. Მე მესმის თქვენი. მეც ვერ ვიტან იმ სამყაროში ცხოვრებას, სადაც მხატვრები აღარ არიან. მაგრამ ამიერიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მხატვარო, ადგომის დროა. მხატვარო, ადექი! – თქვა კუზმიჩმა შეკრებილი ტურისტების წინაშე. თვითმხილველებმა საბოლოოდ გამოიძახეს დაცვა და აქტივისტი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ორშაბათს, 29 ივლისს მოხდა. აღნიშნულია, რომ კუზმიჩი არ შეხებია თავად საფლავს და საფლავის ქვას, მაგრამ იქვე ორმო გათხარა, რათა სისხლის სამართლის საქმე ან დიდი ჯარიმა არ დააკისრონ. დაკავებულის მიმართ ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას და ჟანდარმერიას მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.უცნობია, რა სასჯელი ელოდება ბელორუს შეფრეკილ აქტივისტს. 76 4-ს მოსწონს
|