x
image
თამილა გურაშვილი
ოლიმპიადის გახსნის ყველა ცერემონიალზე ასეთი რაღაცები ყოველთვის იყო შეპარული ...

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

"ბოლო პერიოდია არაფერი დამიწერია, რადგან თავი მომაბეზრა იმ უაზრო სიტუაციებმა, რაც ქვეყანაში ხდება.
მაგრამ ოლიმპიადის ამბავზე მინდა ორი სიტყვის თქმა. ჯერ ერთი, ნუ გიკვირთ, მითუმეტეს ოლიმპიადის გახსნის ყველა ცერემონიალზე ასეთი რაღაცები შეპარული იყო ყოველთვის.
2012 წელს ოლიმპიადა ლონდონში გაიხსნა. სიტუაცია ბავშვთა ჰოსპიტალში ვითარდებოდა და ყველაზე გახმაურებული ფილმის, "ეგზორცისტის" (1973 წელს გადაღებული) საუნდტრეკით იწყებოდა. YouTube-ში დევს და შეგიძლიათ თავად ნახოთ დეტალურად.
ასევე აღსანიშნავია 1992 წლის ოლიმპიადა, რომელიც ბარსელონაში ტარდებოდა. სიტუაცია ვითარდებოდა ზღვაში, სადაც გემზე მყოფი ხალხი ვირუსებს ებრძოდა და იქვე ნემსებიც დაცურავდნენ. ესეც დევს YouTube-ში
მაგრამ ყველაზე მეტად მაინც გოტჰარდის გვირაბის გახსნის ცერემონიას გამოვყოფდი, რომელიც შვეიცარიაში გაიხსნა 2016 წელს. რომის პაპი, ანგელა მერკელი და მთელი ევროპა-ამერიკის ელიტა ესწრებოდა. იქ პირდაპირ ანტიქრისტე იყო მთავარ როლში - თხის თავიანი ბაფომეტი
(ესეც დევს YouTube-ში).
ფაქტია, მსოფლიოს ავადმყოფები მართავენ. ეს ავადმყოფები უფრო დაბლა მდგომ ავადმყოფებს აფინანსებენ, ისინი - თავისზე დაბლა მდგომ ავადმყოფებს - და ამ გზით ხელოვნებაში, მედიაში, მეცნიერებაში მენტალურად და სულიერად დეგრადირებული საზოგადოების მომძლავრება ხდება. მერე ეს დეგრადირებული ავადმყოფები ამ ყველაფერს კონსპირაციებს უწოდებენ და ხალხს აჯერებენ, რომ ჰაერიდან მოტანილი სისულელეებია.
აჯერებენ იმას, რომ ჩვენ შეიძლება რაიმე საერთო გვქონდეს და ამიტომ მიმღებლური დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მათი ამორალურობის მიმართ. ქრისტე ხომ ცოდვილებთან ერთად დადიოდა, ფარისევლებთან ერთად იჯდა ტრაპეზზე, მაგრამ მთავარი ავიწყდებათ (როგორც ყოველთვის) - ქრისტე მათ ამხელდა კიდეც და არც მორალისტობის საშუალებას აძლევდა.
ხოდა, ამ ყველაფერთან ერთად ისიც ფაქტია, რომ ვისაც მათი სჯერა, ინტელექტის ნაკლებობას განიცდის, ან ლაჩარია და არ უნდა რეალობას თვალებში ჩახედოს. მომიტევეთ, მაგრამ ასეა. ფსალმუნის სიტყვებით დავასრულებ:
"ნუ გშურნ უკეთურთა, ნუცა გშურნ მათი, რომელნი იქმან უსჯულოებასა.
რამეთუ ვითარცა თივაი მსთუად განხმენ და ვითარცა მხალი მწუანვილისა ადრე დამოცვივენ.
ესევდ უფალსა და ყავ სიტკბოებაი, დაემკვიდრო ქუეყანასა და დაემწყსო სიმდიდრესა ზედა მისსა." (ფსალმუნი 36:1-3)." - წერს ბლოგერი მარიამ შავშიშვილი
0
19
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0