მოვლენები
ეს ქალი მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ მოდელად ითვლებოდა, თუმცა მისი რეპუტაცია 1 წამში გაცამტვერდა
1 აგვისტო, 12:10
ცნობილი ამერიკელი მოდელი - სტეფანი სეიმური წარმატებისა და პოპულარობის პიკში 90-იან წლებში იყო. ის არაერთ ცნობილ გამოცემასთან და გავლენიან ბრენდთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა. წარმატებული კარიერის დასაწყისში მოდელი "ვიქტორია სეკრეტის" ერთ-ერთი პირველი "ანგელოზიც" კი გახლდათ.
მომხიბვლელი სტეფანის მიმართ გულგრილი ვერავინ რჩებოდა, ამ საბედისწერო, ზღაპრული სილამაზის მწვანეთვალება ქალბატონმა არაერთი ცნობილი მამაკაცის გული დაიპყრო, მათ შორის ჯგუფ "Guns N’ Roses" - ის სოლისტის ექსლ როუზის, თუმცა მის ცხოვრებაში ყველაფერი ია-ვარდით მოფენილი ნამდვილად არ ყოფილა. ახალგაზრდობაში მოდელი ნარკოტიკებზე დამოკიდებულებით იტანჯებოდა, რომელსაც მშვიდი არც პირადი ცხოვრება ჰქონდა.
რამდენიმე წლის წინ, მოდელი დიდ სკანდალში გაეხვა. ინტერნეტსივრცეში სტეფანის ოჯახურ გარემოში დასვენების ამსახველი ფოტოები გავრცელდა, სადაც ის საკუთარ ვაჟთან, პიტერთან ერთად იყო აღბეჭდილი.
ფოტოზე, რომელზეც 17 წლის მოზარდი დედას ნაზად ეხვევა და არაბავშვურ ამბორს ჩუქნის ინტერნეტქსელში ვირუსივით გავრცელდა და განხილვის მთავარ თემადაც კი იქცა. სტეფანი სეიმური საკუთარ შვილთან სასიყვარულო კავშირში ამხილეს.
ამ ფაქტს საზოგადოებაში იმდენი მითქმა - მოთქმა მოჰყვა, რომ მოდელს ოპრა უინფრის შოუში შვილის გამო თავის მართლებაც კი მოუწია.
გადაცემაში მოდელმა განმარტა, რომ ის საკუთარ ვაჟთან სულიერად იმდენად ახლოს არის, რომ მსგავს ურთიერთობებში ის საეჭვოს ვერაფერს ხედავს.
ხოლო პიტერმა ისიც კი განაცხადა, რომ მას კაცები მოსწონს და ალბათ, ამიტომაც მოეჩვენა მთელს მსოფლიოს დედასთან მისი კოცნა ასე უხამსად.