საქართველო
"იმედია არ ვნახავთ მას ქოცების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულს,"- ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი
1 აგვისტო, 10:23
ქვეყნის ნომერ პირველი "ლეიბორისტი" შალვა ნათელაშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ქართველის ძიუდოისტის ლაშა ბექაურის გამარჯვებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და იმედს გამოთქვამს რომ სპორტსმენს ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულს აღარ იხილავს:
"მეც, თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა ბექაურის მეორედ გაოლიმპიელება, რასაც სულით და გულით ვულოცავ. იმედია არ ვნახავთ მას ქოცების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულს, პირველი ჩემპიონობისას რომ დარბოდა ღარიბაშვილთან ერთად დედოფლისწყაროში, ისე."- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ის პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 24 წლის სპორტსმენმა ფინალში იაპონელი მურაო სანშირო დაამარცხა. ბექაურმა პარიზი 2024-ზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.