x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ძნელი წასაკითხი იქნება ეს ქართული ოპოზიციისთვის” - რას წერს გიორგი ფოფხაძე

image


საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში "Edison Research-ის მიერ გამოქვეყნებულ პარტიულ რეიტინგებს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება და ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლებს საჯაროდ მიმართავს:


"ძალიან ძნელი მოსასმენი და წასაკითხი იქნება ქართული ოპოზიციისთვის რასაც ახლა დავწერ მაგრამ, ასეა ეს და მირჩევნია ყოველთვის გავუსწორო სიმართლეს თვალი ვიდრე რაღაც ილუზიებში ვიცხოვრო და ვაჯერო თავი აბსურდის რეალობად აღთქმაში..


დავიწყებ იმით რომ, გულისყურით გავეცანი გამოკითხვების შედეგებს.. ნუ პირველი რაც აღსანიშნავია და საფრანგეთის არჩევნებმა ორჯერ დამარწმუნა ამაში, არც ერთი გამოკითხვა სინამდვილეში რეალობას არ ასახავს თორემ, ახლა წესით მარინ ლეპენის პარტია 41%-თ უნდა იჯდეს “ასამბლე ნაციონალში” მარაა.. ჰაა დედა მოუაა.. სულ რაღაც ორი დღის წინ არჩევნების მეორე ტურამდე სწორედ 41%-ს უწინასწარმეტყველებდნენ თვით ლიბერალური მედიის გამოკითხვებიც კი.. ასე რომ, არ მჯერავს მე ამ გამოკითხვების. ეს ერთი ახლა მეორე… დაიდეთ გულზე ხელი ძვირფასო ოპოზიციონერებო და გვითხარით, რომელი ხართ ერთად აღებული და ცალ-ცალკე ქოცების დამმარცხებელი ზუსტად ამ მოცემულობით და მოცემულობაში?..


მე მგონი არც ერთი. ხომ ასეა? .. ასეა სამწუხაროდ და იცით რატომაა ასე?.. აქაც ორი მომენტია პირველი. ვერ ისწავლეთ ამომრჩევლის გულის მოგება და ამომრჩეველთან მათივე ენაზე საუბარი და მეორე- თქვენი უმრავლესობა უკვე ნანახი ყავს ქართველ ამომრჩეველს ხელისუფლებაში.


ხო რაც მთავარია.. ქოცები ხელისუფლებიდან ასე ადვილად არ წავლენ. მათ ძააალიან ბევრი აქვთ დასაკარგი და როგორ ფიქრობთ, ვინმეს რამეს დაუთმობენ?.. არა და არა..


ხო და თუ გაითვალისწინებთ ჩემ ნათქვამს კარგი იქნება თუ არა და იჭიხვინეთ მერე შედეგების გამოცხადებისას “აუჰ, გაგვიყალბეს არჩევნებიო”.. არა და ბიჯო, ყველაზე პრო ოპოზიციური გამოკუთხვებითაც მაქსიმუმ 19% აქვს რეიტინგი ოპოზიციური პარტიების ერთი-ორ წარმომადგენელს. დანარჩენებს ფშიიკ.. ჩემი სიდედრის და ჩემი მეზობელი პასკალას ცნობადობა და პოპულარობა უჯოჯრავს..


და ბოლოს. ქართველები, გვინდა არ გვინდა აზიური მენტალიტეტის ხალხი ვართ და “მუდამ ხელისუფლებისთვის გულის და @@@ მიცემა გვიყვარს” ასე იყო ეს, კომუნისტების დროს, ასე იყო შევარდნაძის დროს და ასე იყო მიშას დროს.. აბა დაფიქრდით თუ ტყუილს ვამბობ..? სამწუხაროდ არ ვამბობ და თქვენც მშვენივრად იცით..


ეჰ, მე ვთქვი და აწი თქვენ იცით რასაც იზამთ.. (აბა ქოცნახირი არ შემომივარდეთ ახლა აქ სასიხარულო ჭყლოპინით)."- წერს გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით, კვლევითმა კომპანია "Edison Research"-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კვლევაში კითხვაზე დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა - 32.4% "ქართული ოცნება /ხალხის ძალა", 17.3%- "ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი", 12.8% - "ლელოს, ანა დოლიძის პარტიისა და მოძრაობა თავისუფლების მოედნის ერთობა".


დანარჩენი პარტიების რეიტინგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით ასე გამოიყურება:


"საქართველოსთვის" (გიორგი გახარია) – 11.2%


"კოალიცია ცვლილებისთვის" (ახალი/გირჩი-მეტი თავისუფლება /დროა) – 9.9%


"გირჩი" (იაგო ხვიჩია) – 5.2%


"ლეიბორისტული" პარტია – 3.3%


პატრიოტთა ალიანსი და ალტ-ინფო – 2.6%


"მოქალაქეები" – 2.2%


"ევროპული საქართველო" – 1.9%


"სამართლიანობისთვის" (ეკა ბესელია) – 0.9%


სხვა – 0.3%


"ფორმულას" ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკითხვა 2024 წლის 11-დან 24 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა.

კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.5%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.





0
319
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
319