არქიტექტურა ხიდები,რომელიც სამყაროს უფრო ჯადონსურს ხდის 31 ივლისი, 14:07 საზოგადოება ხშირად იყენებს ხიდებს, როგორც სიმბოლოს, რადგან ისინი ასოცირდება გადალახვაზე, კავშირზე, საზღვარზე, გაურკვევლობაზე.
მსოფლიოში არის ხიდები მომხიბლავი კონტურებით და ისტორიებით. ზოგი მათგანი პატარაა, ზოგი კი გიგანტური. ზოგიერთი არის მოწინავე საინჟინრო ტექნოლოგიის მწვერვალი. ზოგი ძველთაძველია, მაგრამ ღირსეულად გაუძლეს დრო და ჟამს. არის ერთი შეხედვით მარტივი და წარმოუდგენლად რთული ხიდებიც, რომლებიც ნამდვილად ამართლებს იმ პოსტულატს, რისთვისაც დაიწერა ეს სტატია- ჩვენს სამყაროს ოდნავ უფრო ჯადოსნურს ხდის!
ლანგკავის ზეციური ხიდი, მალაიზია მსოფლიოში ყველაზე მაღალი ერთსაყრდენიანი ბაგირიანი ხიდი. მდებარეობს ხეობიდან 605 მეტრ სიმაღლეზე. მას აქვს მოხრილი ფორმა, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ მიმდებარე პეიზაჟებით სხვადასხვა კუთხიდან. ხიდის მთლიანი წონას იკავებს 8 ბაგირი, რომლებიც დამაგრებულია ერთ საყრდენზე - 82 მეტრის სიმაღლის ერთ პილონზე. ეშმაკის ხიდი-ბულგარეთი არქიტექტურული ძეგლი სამხრეთ ბულგარეთში, კარჯალის რეგიონის არდინოს თემში. ხიდი არდაზე აშენდა მე-16 საუკუნეში ძველი რომაული ხიდის ადგილზე გზაზე, რომელიც აკავშირებდა თრაკიის დაბლობს ეგეოსის სანაპიროსთან. ხიდის სიგრძე 56 მეტრია, სიგანე მხოლოდ 3, 5 მეტრი. დრაკონის ხიდი, დანანგი, ვიეტნამი დრაკონის ფორმის ხიდი აშენდა 2009 წელს მდინარე ჰანზე. ყოველ საღამოს საღამოს 9 საათზე დრაკონი ანათებს და აფრქვევს 10 მეტრამდე სიგრძის ალს, შაჰარას ხიდი, იემენი 1600-იან წლებში აშენებული ეს ხიდი მთის სოფლებს აკავშირებს, რომელსაც ადგილობრივები დღესაც იყენებენ, მაგრამ ტურისტებს გიდის დახმარებას ურჩევენ. ხიდი იემენის ერთ-ერთ ეროვნულ სიმბოლოდ იქცა და მისი გამოსახულება ამშვენებს 10-რიალიან მონეტას. ეშმაკის ხიდი-Rakotzbrücke, Kromlau, გერმანია ეშმაკის ხიდი კრომლაუ აზალეასა და როდოდენდრონის პარკში რაკოცეს ტბაზე იძლევა განსაცვიფრებელ წრიულ ანარეკლს. მიუხედავად იმისა, რომ გამოიყურება როგორც უძველესი, ის რეალურად აშენდა 1860-იან წლებში. თავად სახელი გამომდინარეობს ვიწრო, საშინელი გარეგნობის კონტრუქციიდან. მთვარის ხიდი, ფერარა, იტალია ერთადერთი ხიდი ფლორენციაში, რომელიც გადაურჩა ნგრევას მეორე მსოფლიო ომის დროს. განათებულია ქვემოდან, ქმნის მანათობელ ნახევარმთვარის ანარეკლს. პუენტე ნუევო, რონდა, ესპანეთი ეს უზარმაზარი 98 მეტრის სიმაღლის ხიდი, მდინარე გვალევინზე აკავშირებს ქალაქ რონდას ორ ნაწილს. მის მშენებლობას 42 წელი დასჭირდა, რომელიც 1751 წელს დაიწყო. Infinity Bridge, (უსასრულო ხიდი)Stockton-on-Tees, დიდი ბრიტანეთი ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტთა ხიდს აქვს ასიმეტრიული თაღები. მან მიიღო მრავალი ჯილდო დიზაინის, ინჟინერიისა და მდგრადობისთვის. ძველი ხიდი, მოსტარი, ბოსნია და ჰერცეგოვინა თაღოვანი ხიდი მდინარე ნერეტვაზე ქალაქ მოსტარში, ბოსნია და ჰერცეგოვინა. უძველესი ხიდის თანამედროვე ასლი მოსტარის არქიტექტურულ სიმბოლოა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილი. უბრალოდ ხის ხიდი ასეთი პაწაწინა ხიდები შეგიძლიათ იპოვოთ ყველგან, რომელიც თავის ხიბლით უმალ გადაგაგდებთ ზღაპრულ სამყაროში თავის გმირებიანად. 60 2-ს მოსწონს
|