x
image
intermedia.ge
Mediator image
სახსრის ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ინტერვიუ რევმატოლოგთან
image

სახ­სრის ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, იგი­ვე ართრი­ტი 100-ზე მეტ პა­თო­ლო­გი­ას აერ­თი­ა­ნებს. მათ სხვა­დას­ხვა გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი აქვს, თუმ­ცა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სახ­სრე­ბის ან­თე­ბა. ართრი­ტის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მე­ბია რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი, ოს­ტე­ო­ართრი­ტი, ფსო­რი­ა­ზუ­ლი ართრი­ტი, მა­ან­კი­ლო­ზე­ბუ­ლი სპონ­დი­ლი­ტი, ლუ­პუს ართრი­ტი და სხვა.


რა იწ­ვევს ართრიტს? რო­გო­რია მისი სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო და სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი? – ამ და სხვა კი­თხვე­ბით თო­დუ­ას კლი­ნი­კის ვე­რის ფი­ლი­ა­ლის რევ­მა­ტო­ლოგს თამ­თა კო­ბა­ხი­ძეს მივ­მარ­თეთ.


რა იწ­ვევს სახ­სრის ან­თე­ბით და­ა­ვა­დე­ბებს?



მო­ნო­ართრი­ტი ანუ მხო­ლოდ ერთი სახ­სრის ან­თე­ბა შე­საძ­ლოა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იყოს ლო­კა­ლუ­რად გარ­კვე­უ­ლი სა­ხის მე­ქა­ნი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბით, მა­გა­ლი­თად, ტრავ­მით, ზე­და­პი­რუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბით და ა.შ. ამ შემ­თხვე­ვა­ში შეგ­ვიძ­ლია გა­ვარ­კვი­ოთ, თუ რა არის პა­თო­ლო­გი­ის მი­ზე­ზი. თუმ­ცა გვაქვს ართრი­ტის სის­ტე­მუ­რი, აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი ფორ­მე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა, მა­გა­ლი­თად, რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი და ფსო­რი­ა­ზუ­ლი ართრი­ტი, რო­მელ­თა ეტი­ო­ლო­გი­აც ჩვენ­თვის უც­ნო­ბია. ამ შემ­თხვე­ვა­ში ვვა­რა­უ­დობთ, რომ ის გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი და მათ მი­ზე­ზებს ოჯა­ხურ ანამ­ნეზ­ში ვე­ძებთ.


რა კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბით ვლინ­დე­ბა ართრი­ტი და რო­დის უნდა მი­მარ­თოს პა­ცი­ენ­ტმა რევ­მა­ტო­ლოგს?


სახ­სრე­ბის ან­თე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ტკი­ვი­ლი, შე­წით­ლე­ბა, შე­შუ­პე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვად ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა და ა.შ. რაც შე­ე­ხე­ბა მო­მარ­თვი­ა­ნო­ბას, ცხა­დია, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ექიმს პირ­ვე­ლი­ვე ნიშ­ნე­ბის დროს მი­მარ­თოთ. დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მკურ­ნა­ლო­ბა გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვია და სა­სურ­ველ შე­დე­გებ­საც უფრო სწრა­ფად ვი­ღებთ. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ასე იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა და სა­ნამ პო­ლი­ართრი­ტი ანუ რამ­დე­ნი­მე სახ­სრის ან­თე­ბა არ გან­ვი­თარ­დე­ბა, პა­ცი­ენ­ტე­ბი ექიმ­თა მის­ვლის­გან თავს იკა­ვე­ბენ.


რა სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო სა­შუ­ა­ლე­ბებს მი­მარ­თავთ სახ­სრე­ბის ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს?


უპირ­ვე­ლე­სად, ვაგ­რო­ვებთ პა­ცი­ენ­ტის კლი­ნი­კუ­რი მო­ნა­ცე­მებს, ვსინ­ჯავთ მას და ვა­ფა­სებთ თი­თო­ე­ულ სახ­სარს. ასე­ვე, უნდა შეგ­როვ­დეს დე­ტა­ლურ ანამ­ნე­ზი. ხში­რად ამ პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვის დას­მა გვი­წევს პა­ცი­ენ­ტის­თვის, რათა ვი­პო­ვოთ პრო­ცე­სის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი. მას შემ­დეგ, რაც ზო­გად სუ­რათს შევ­ქმნით, ვნიშ­ნავთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ-ინ­სტრუ­მენ­ტულ კვლე­ვებს.


ართრი­ტის დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში უდი­დეს როლს თა­მა­შობს რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა. თუკი სა­ჭი­რო გახ­და, ასე­ვე მივ­მარ­თავთ კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ას, მაგ­ნი­ტო-რე­ზო­ნან­სულ ტო­მოგ­რა­ფი­ას და ა.შ. ყვე­ლა ამ მო­ნა­ცე­მის დახ­მა­რე­ბით კი ვახ­დენთ ართრი­ტის ფორ­მე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბას და ვსვამთ ზუსტ დი­აგ­ნოზს.


რო­გორ მკურ­ნა­ლობთ ართრიტს?


მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ართრი­ტის ფორ­მა­ზე, მის სიმწვა­ვე­ზე, კონ­კრე­ტუ­ლი პა­ცი­ენ­ტის კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე. მკურ­ნა­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ მე­დი­კა­მენ­ტუ­რი თე­რა­პია, სხვა­დას­ხვა სამ­კურ­ნა­ლო-სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ცე­დუ­რე­ბი, მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­ო­თე­რა­პია. შორსწა­სუ­ლი ფორ­მე­ბის დროს, რო­დე­საც საქ­მე გვაქვს სახ­სრის შე­ვიწ­რო­ე­ბას­თან, მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვას­თან, ნაპ­რა­ლის დე­ფორ­მი­რე­ბას­თან და ა.შ., შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო გახ­დეს ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ანუ ენ­დოპ­რო­თე­ზი­რე­ბა. ენ­დოპ­რო­თე­ზი­რე­ბა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სახ­სრის იმპლან­ტით ჩა­ნაც­ვლე­ბას გუ­ლის­ხმობს.


უნდა აღ­ვნიშ­ნოთ ისიც, რომ ყვე­ლა რევ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა ქრო­ნი­კუ­ლია, ანუ ის ბო­ლომ­დე არ იკურ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ვუმ­კურ­ნა­ლოთ ართრი­ტის მწვა­ვე ფორ­მას, და­ვა­რე­გუ­ლი­როთ ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი, გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი თუ ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი და მი­ვაღ­წი­ოთ ხან­გრძლივ რე­მი­სი­ას.


რო­გორ უნდა მარ­თოს პა­ცი­ენ­ტმა ართრი­ტი? რამ­დენ ხან­ში ერთხელ არის სა­ჭი­რო მო­ნი­ტო­რინ­გი?


იმი­სათ­ვის, რომ და­ა­ვა­დე­ბა არ გამ­წვავ­დეს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვა, რომ­ლებ­საც რევ­მა­ტო­ლო­გი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, კონ­კრე­ტუ­ლი დი­აგ­ნო­ზის სა­ფუძ­ველ­ზე გას­ცემს. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ნი­ტო­რინგს, გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ-ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი პა­ცი­ენტს წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ უნდა ჩა­უ­ტარ­დეს.


ართრი­ტის რა სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო და სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია ხელ­მი­საწ­ვდო­მი თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში?


თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში ხელი მიგ­ვიწ­ვდე­ბა ყვე­ლა იმ ინ­სტრუ­მენ­ტულ თუ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ კვლე­ვა­ზე, რაც სახ­სრის ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის არის სა­ჭი­რო. იგი­ვე შე­მიძ­ლია ვთქვა მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებ­ზეც – ჩვენს ცენ­ტრში შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, ასე­ვე, ხელ­მი­საწ­ვდო­მია სახ­სარ­ში­და ინი­ექ­ცი­ე­ბი, სხვა­დას­ხვა ტი­პის ფი­ზი­ო­თე­რა­პი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი, მათ შო­რის, ტარ­დე­ბა ფო­ტო­ფო­რე­ზი, ლა­ზე­რო­თე­რა­პია და ა.შ.


მოკ­ლედ რომ ვთქვათ, თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში ართრი­ტის ჩი­ვი­ლე­ბით მო­სულ პა­ცი­ენტს შე­უძ­ლია მი­ი­ღოს ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზი და ჩა­ი­ტა­როს მის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცე­დუ­რა, თა­ნაც უახ­ლე­სი მიდ­გო­მე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.


R



0
204
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0