x
image
intermedia.ge
Mediator image
გვიცავს თუ არა წყალბადის ზეჟანგი გრიპისგან და შეიძლება თუ არა მისი დალევა - გვპასუხობს ექიმი არჩილ მარშანია

image


გრიპის ვირუსის მასობრივ გავრცელებასთან და საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟთან ერთად მასობრივად ვრცელდება სხვადასხვა "ბუნებრივი საშუალება", რომლითაც თითქოსდა ე.წ. ღორის გრიპის დამარცხებაა შესაძლებელი. ერთ-ერთ ასეთ საშუალებად წყალბადის ზეჟანგი (ე.წ. პერეკისი) გამოცხადდა და სოციალურ ქსელში ბევრი აზიარებს პოსტებს, თუ როგორ გადაგარჩენთ "პერეკისის დალევა" ვირუსებისგან.
კომენტარისთვის ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ არჩილ მარშანიას მივმართეთ:


- გვიცავს თუ არა წყალბადის ზეჟანგი გრიპისგან და შეიძლება თუ არა მისი დალევა? ამაზე მოკლე და კონკრეტული პასუხია - არა! გარეგანი აპლიკაციისთვის განკუთვნილი პრეპარატის დალევა არ შეიძლება, სახიფათოა და ის ვერანაირი ვირუსისგან ვერ დაგვიცავს! და თუ რატომ არა, შეგვიძლია განვიხილოთ ვრცლად:

ბოლო დროს, სამწუხაროდ, ვრცელდება არასწორი და პოტენციურად საშიში ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს წყალბადის ზეჟანგის მიღებით ან ცხვირში ჩაწვეთებით ჩვენ თავს დავიცავთ გრიპის ვირუსებისგან და მისი დალევა არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.

დავიწყოთ იმით, რომ ამ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს არ აქვთ არანაირი კომპეტენცია და სამედიცინო განათლება და არც რაიმე კონკრეტული სანდო წყარო, რაზე დაყრდნობითაც შეიძლება ავრცელებდნენ მსგავს ინფორმაციას. ერთადერთ "სარწმუნო წყაროდ" გვევლინება ვინმე "რუსი პროფესორი", რომელმაც თითქოს სადღაც რაღაც თქვა ამასთან დაკავშირებით. არანაირი კვლევა, არანაირი სამედიცინო რეკომენდაცია თუ იმის განმარტება, რა არის საერთოდ წყალბადის ზეჟანგი.

წყალბადის ზეჟანგი უფერო... სრულად წაკითხვა > > >

7
4575
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
4575
  
2019, 7 იანვარი, 16:30
საქმეც მაგაშია! არაა იმ კაცის ნათქვამი, უბრალოდ აიღეს და სენსაციისათვის მიაწერეს იმ კაცს!
2019, 7 იანვარი, 15:55
ანუ მაგ წყალბადის ზეჟანგის სამ პროცენტიან ხსნარის 15 წვეთი გავხსნათ წყალში და ცხვირის ნესტოებთან მოვისვათ?
2019, 7 იანვარი, 15:54
დალევაზე კი არაა საუბარი არამედ 3 პროცენტიან წყალბადის ზეჟანგის 15 წვეთი უნდა გაიხსნას მეოთხედ ჩაის ჭიქაში და თითო წვეთი ცაიწვეთოთო, ასე წერს ის რუსი პროფესორი და თუ არ შეიძლება მაშინ ის კაცი პროფესორი კი არა ხელოსანიც არა ყოფილა მოკლედ ვეღარ გავიგეთ რა
2019, 5 იანვარი, 23:17
ეს რუსი პროფესორი, ი. ნეუმივაკინი, კოსმონავტებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის განყოფილების უფროსი იყო, უამრავი წიგნისა და სამეცნიერო შრომის ავტორი, მის სტატიებს კარგად ვიცნობ და ზოგიერთი მისი რჩევა საკუთარ თავზეც გამომიცდია. წლებია ვიწვეთებ ცხვირში წყალში გაზავებულ წყალბადის ზეჟანგს და ფაქტი სახეზეა, რომ ვირუსი არ მხვდება, მხოლოდ დოზები უნდა დავიცვათ, რაც ორგანიზმისთვის ზიანის მომტანი ნამდვილად არ იქნება.
2019, 5 იანვარი, 18:28
გეთანხმებით, ერთსა და იმავე რჩევას სხვადასხვა საიტზე დაკოპირებული სახით გვაწვდიან. თუ გარკვეული არაა ადამიანი ასეთ მაქინაციებში, მოსალოდნელია გაუაზრებლად თვითდაზიანება მიიყენოს ამგვარი " რჩევების" გამო.
სტატია გულდასმით წავიკითხე და მოვიწონდე მაშინვე.
ჩემი აზრით მთავარ გვერზე უნდა იდოს ამ სახის სტატიები საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.
2019, 5 იანვარი, 17:49
დროული და აუცილებელი იყო ეს სტატია ამ დღეებში იმდენი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.
2019, 5 იანვარი, 16:32
ბატონი მარშანია მართალია როცა ბრძანებს დალევა არ შეიძლებაო, მაშინაც მართალია, როცა ცხვირში ჩაწვეთებაზეა საუბარი.
შეგიძლიათ აიღოთ სტერილური ბინტის ნაჭერი რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგით დაასველოთ და ცხვირის ნესტოები დაისველოთ, ვიმეორებ-დაისველოთ მხოლოდ.
წყალბადის ზეჟანგი მიკრობებს არ აძლევს საშუალებას მყუდროდ "მოიკალათონ" ცხვირის ნესტოში.
და საერთოდ ნებისმიერმა სამხედრომ თუ საერთოდ ძალოვანმა, რომელსაც ამერიკული სკოლა ან კურსები აქვს გავლილი დამეთანხმება, რომ წყალბადის ზეჟანგი აუცილებელი ატრიბუტია სამედიცინო ყუთში.
0 1 7