კინო 7 საინტრესო ფაქტი ლუი დე ფიუნესზე 31 ივლისი, 11:42 110 წლის წინ(1914წ. 31 ივლისი) დაიბადა, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი კომიკოსი ლუი დე ფიუნესი, გთავაზობთ 7 საინტერესი ფაქტს მსახიობის შესახებ. მსახიობის ადრეული როლები შეუმჩნეველი დარჩა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ლუი დე ფიუნესის 75-მდე კინოროლი საზოგადოებას არც შეუმჩნევია. მსახიობი პირველად დიდ ეკრანზე გამოჩნდა ფილმში "ბარბიზონის ცდუნება" (1946), სადაც მან კაბარეში მტვირთავის როლი შეასრულა, მაგრამ მისი სახელი ტიტრებშიც კი არ იყო ნახსენები. მსახიობმა მოგვიანებით გაიხსენა, რომ იმ დღეებში, როგორც წესი, მას ან ზურგიდან ან სიბნელეში იღებდნენ; დაახლოებით 10 წელი გავიდა, სანამ ის შენიშნეს. 1956 წელს მან ითამაშა უკვე ცნობილ ჟან გაბენთან და ბურვილთან ერთად კლოდ ოტან-ლარდის დრამაში" პარიზის გავლით" . მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი კადრში მხოლოდ რამდენიმე წუთია, ბაყალი ჟამბიერიეს იმიჯში უკვე შესამჩნევია ისეთი თვისებები, რომლებსაც მომავალში კომიკურად განასახიერებს დე ფიუნესი - ფეთქებადი ხასიათი, სიძუნწე, ძლიერებისადმი კეთილგანწყობა და სუსტებისადმი უპატივცემულობა. პროდიუსერმა ჟიულ ბორკონმა, რომელმაც ლუი დე ფიუნესი ნახა ამ ფილმში, შესთავაზა მას ერთდროულად სამი მთავარი როლი, მათ შორის ახლა უკვე ცნობილი ბლერო ივ რობერტის კომედიაში "არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე" (1958). მალე გაზეთმა France Dimanche-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ლუი დე ფიუნესი, ყველაზე სასაცილო მსახიობი საფრანგეთში“. ამის შემდეგ იწყება დე ფიუნესის აღმავალი კარიერა. ლუი დე ფიუნესი ფრანგული კინოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო კარიერის მწვერვალზე ლუი დე ფიუნესი მართლაც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფრანგი მსახიობი იყო, ალენ დელონიც კი უკან მოიტოვა. ფილმში მონაწილეობისთვის დე ფიუნესს 2, 5 მილიონი ფრანკს უხდიდნენ. ტრილოგია "ფანტომასის"გამოსვლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ფილმებს უყურებდნენ ძირითადად კომისარ ჟიუვის გამო, რომელსაც ლუი დე ფიუნესი თამაშობდა, თუმცა თავდაპირველად ჟან მარე ითვლებოდა ფილმის მთავარ ვარსკვლავად. თეატრი მირჩევნია ლუი დე ფიუნესი თეატრის სიყვარულზე ბევრ ინტერვიუში საუბრობდა. ის, რასაც ყველაზე მეტად აფასებდა სცენაზე, იყო ცოცხალი ურთიერთობა მაყურებელთან, რაც არ იყო ფილმებში. მისი თეატრალური კარიერა კინემატოგრაფიის პარალელურად ვითარდებოდა და არანაკლებ ინტენსიური იყო. მსახიობი თამაშობდა საშა გიტრის, ჟან ანუილის, ტენესი უილიამსის, გარსია ლორკას და მრავალ სხვა სპექტაკლებში. ლუი დე ფიუნესის ეკრანული ცოლი მისმა ნამდვილმა მეუღლემ შეარჩია ჟანა დე ფიუნესი, ლუის ცოლი და მისი მთავარი მრჩეველი, უკმაყოფილო იყო ზოგიერთი ფილმის კასტინგით. კერძოდ, იგი ფიქრობდა, რომ მისი გმირების ცოლები ზოგჯერ ძალიან გროტესკულები იყვნენ და ეს აძლევდა მაყურებელს სიცილის მიზეზს არა პერსონაჟზე, არამედ თავად მსახიობზე! კლოდ ჟონსაკი უკვე მუშაობდა ლუი დე ფიუნესთან თეატრში და ჟანამ მისი კანდიდატურა შესთავაზა. მსახიობები თამაშობენ მეუღლეებს 7 ფილმში, . სულ ერთად 11 ფილმში ითამაშეს. ლუი დე ფიუნესმა ასევ მიიწვია კლოდ ჟონსაკი მოლიერის "ძუნწის" ეკრანიზაციაში. მსახიობი გარემოსდამცველი იყო ლუი დე ფიუნესმა ერთხელ თქვა, რომ არა მისი სამსახიობო კარიერა, მებაღე გახდებოდა. 1960-იან წლებში ის მეფუტკრეობის სკოლაშიც კი სწავლობდა, შემდეგ კი მებოსტნეობის კურსების გავლასაც ფიქრობდა. მას შემდეგ, რაც ექიმებმა ჯანმრთელობის მიზეზების გამო სცენაზე თამაში აუკრძალეს, ის დროის უმეტეს ნაწილს თავის ბაღში- ვარდების და ხეხილი გარმოცვასიატარებდა. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მცენარეების მოყვანისას არ იყენებდა პესტიციდებს და ცხოველების მოკვლიდ წინააღმდეგი იყო. მან ბევრ ინტერვიუში ისაუბრა ადამიანების მიერ ბუნების მიმართ დანაშაულებრივ მოპყრობაზე. ლუი დე ფიუნესი და ბურვილი ცხოვრებაში მეგობრობდნენ ცნობილი სამსახიობო დუეტი ჩამოყალიბდა ჟერარ ურის ფილმებში "Le Corniaud" (1965) და "დიდი გასეირნება" (1966). ურიმ მსახიობობა დაიწყო და თეატრში ლუი დე ფიუნესთან ერთად მუშაობდა და მაშინაც აღფრთოვანებული იყო მისი პარტნიორის ნიჭით. შემდგომში ჟერარ ური ცნობილი კინორეჟისორი გახდა. კარგად იცოდა კომიკოსის შესაძლებლობები, მან წარმოუდგენლად მომგებიანი დუეტი მოიფიქრა. ლუი დე ფიუნესი და ბურვილი ერთმანეთს ადრე შეხვედრიან გადასაღებ მოედანზე, მაგრამ სწორედ ურიმ გამოავლინა ამ დუეტის ერთობლიობა, აძლიერებდა და ხაზს უსვამდა ერთმანეთს. ფლეგმატიკი და ქოლერიკი, კეთილგანწყობილი უბრალო ტიპი და ამპარტავანი ცინიკოსი - ერთად ეს ტიპები კიდევ უფრო სასაცილოები იყვნენ. თავად მსახიობები გადასაღებ მოედანზე დამეგობრდნენ მსახიობის ვაჟი ოლივიე დე ფიუნესის იხსენებდა რომ ორივე უბრალო ადამიანი იყო და არ უყვარდათ ბომონდური შეკრებები. დარწმუნებულია, რომ მამამისი და ბურვილი ერთმანეთს მხოლოდ ზედმეტი სიმორცხვის გამო არ პატიჟებდნენ. დე ფიუნესის გარდაცვალებიდან 40 წელზე მეტი გავიდა, მისი პოპულარობა კი უფრო იზრდება 2020 წლის გაზაფხულზე პარიზის სინომათეკამ ლუი დე ფიუნესადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნა. მის ფარგლებში ფრანგულმა ტელევიზიებმა აჩვენეს ფილმები კომიკოსუის მონაწილეობით. რამდენიმე კვირაში სინოთეკის კურატორის თქმით, მათ დაახლოებით 60 მილიონმა მაყურებელმა უყურა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დღეს ის კიდევ უფრო მეტად უყვართ. 138 3-ს მოსწონს
|