x
მეტი
  • 06.09.2024
  • სტატია:136906
  • ვიდეო:351960
  • სურათი:511101
ხაზარაძე-ჯაფარიძემ არა მარტო წააგო ლონდონის სასამართლო, არამედ აქეთ დააკისრეს 650 ათასის გადახდა
image

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ მისი და ბადრი ჯაფარიძის სარჩელზე, რომელიც ანაკლიის პორტს ეხებოდა, გადაწყვეტილება გამოაცხადა.


როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, სასამართლოს გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, რადგან, მისივე თქმით, "ქართველებისთვის ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა."

„საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება სარჩელზე, რომელიც მე და ბადრი ჯაფარიძემ, ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად, 2020 წელს შევიტანეთ.


სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია იმდენად, რამდენადაც ქართველებისთვის ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა. თანამედროვე, დასავლეთის მიერ დაფინანსებული ანაკლიის პორტი, რომელიც დღეს დიდი ხნის აშენებული და ამუშავებული იქნებოდა, საქართველოს მოსახლეობას უზარმაზარ შესაძლებლობებს შეუქმნიდა. პორტი თუ სწორად განვითარდებოდა, ათიათასობით ღირსეული სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“, რუსეთის დაკვეთით, წლების განმავლობაში ჯერ შეაფერხა ჩვენი მუშაობა ამ პროექტზე, შემდეგ კი სრულად დაბლოკა მისი განხორციელება."–წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

აღსაიშნავია, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ლონდონის სასამართლოში სახელმწიფოს (ხალხს) 1, 6 მლრდ დოლარს ედავებოდა და იქეთ დაეკისრათ 650 ათასის გადახდა.


საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დავის წაგების საკითხზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.


"არბიტრაჟმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადებისა, ინვესტორმა მთლიანად, საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება. ასევე, პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები. პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო ასევე მხოლოდ ინვესტორი. მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად ინვესტორისთვის ხელი არ შეუშლია პროექტის განხორციელებაში.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა კანონიერად და მოსარჩელის მოთხოვნა, მილიარდნახევარი დოლარის ანაზღაურებაზე სრულად უარყოფილ იქნა და პირიქით, მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება.

მამუკა ხაზარაძე ქართული სახელმწიფოსგან 2020 წელს ითხოვდა მილიარდ ნახევარი დოლარის გადახდას, რაც იმ დროისთვის იყო საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის 25 % ანუ მეოთხედი და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ საქართველოს ეკონომიკის 9%-ზე მეტი.

რა კატასტროფული ეკონომიკური და ფინანსური შედეგები მოჰყვებოდა ქვეყნისთვის მის გამარჯვებას. ასევე, გაუგებარი და წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, ადამიანმა, რომელსაც პოლიტიკაში და ქვეყნის სამსახურში დეკლარირებულად ყოფნა გსურს, სრულიად უსამართლოდ საკუთარ სახელმწიფოს მოსთხოვო მისი ბიუჯეტის მეოთხედი და ასეთი საფრთხის წინაშე დააყენო შენი მოსახლეობა.

წარსულს ჩაბარდა ისეთი სახელმწიფო, რომელიც დაუშვებს ხალხის გაღატაკების, ეკონომიკის გაცამტვერების და ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე, ვინმეს უსამართლოდ გამდიდრებას, ან უკანონო და ქართველი ხალხის სურვილთან შეუსაბამო ინტერესების მზაკვრულად განხორციელებას. "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა, იცავს და მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს საქართველოს სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვას. გილოცავთ საქართველოს მორიგ, დიდ გამარჯვებას." - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

3
317
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
317
  
ბრიტანელებს ყავდათ ასეთი პრემიერმინისტრი,კონსერვატორი ბენჟამინ დიზრაელი. XIX საუკუნის 60-70 წლებში იყო პრემიერი და მის დროს მომძლავდა საპროტესტო მუხტი და ღარიბებმა ამოიდგეს ხმა. ათას რამეს ითხოვდნენ და დიზრაელმა ნაწილი დაუკმაყოფილა,ასე ჩაახშო პროტესტი. ეს იმიტო კი არ ქნა რო ღარიბებზე დარდობა და მათ რამე ისეთი ხელშესახები გაუკეთა,დათმო მცირე და არ დაკარგა დიდი. ეს მუხტი ისეთი ძლიერი იყო ღარიბებში რო ამის გარეშე დაანგრევდნენ ყველაფერს. ეს იმიტო ქნა რო ღარიბებისგან პრობლემა არ შექმნოდა მართველ ელიტებს. მის მერე 150 წელი გავიდა,დაიხვეწა ტექონოლოგია და სისტემა,თუ როგორ გამოაYლეოვონ ხალხი და ძლიერთა ამა ქვეყნისას პრობლემა არ შეუქმნან. სტალინმა სცადა,უფრო სწორად კომუნისტებმა,ეს ელიტები ზოგი ციმბირში და ზოგიც მიწაში გაუშვეს,თუმცა სტალინის პერიოდში იმდენად არა,მარა მერე მაინც გარკვეული ელიტები ჩამოყალიბდა,რომლებიც მართავდნენ სისტემას და პრივილეგიები ქონდათ. ანუ მოძრაობა,რომელიც მშრომელების ფენიდან დაიწყო და თითქოს სისტემა უნდა დაენგრია,ეს სისტემა თავის თავზე მოირგო და გახდა ახალი ბატონი. აქედან დასკვნა ასეთია,არ არსებობს სისტემა,სადაც ადამიანების ყველა ფენის ინტერესები თანაბრად იქნება გათვალისწინებული და დაცული. ამიტომაც,უპრიანია ვთქვათ,რომ ადამიანები უნდა მიაწვნენ ბუნებრივი გადარჩევის პრინციპს და გაიტანონ თავისი. ეს ღარიბებს ეხებათ,რადგან მდიდრები მაინც ეგრე იქცევიან და არც არასოდეს შეუწყვეტიათ ამის გაკეთება. გადაჯგუფდით,გამდოჯგუფთით,მარტო ვერ შვები? ადექი და ნახე ვინმე მეგობარი,ერთად იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ,ხოლო როცა გაიმარჯვებით,მერე ერთმანეთს დაუშვით. ასეა ეს სამყარო მოწყობილი და სიბრიყვეა იმის თქმა,რომ რომელიმე პოლიტიკოსს ოდესმე უფიქრია თავისთვის უცნობ ადამიანზე და მათთვის კარგი სდომებია. შეიძლება უნებლიეთ ისარგებლო მისი გაკეთებულით ან დაზარალდება გაფუჭებულით,თუმცა ის თავის ინტერესს ატარებს და სულ ერთ ადგილას ჰკიდიხართ თქვენ
გირჩებს ჯობია დაუჭირო მხარი არჩევნებს(თუ გჯერა არჩევნების და დემოკრატიის),რადგან ის მაინც იცი რო ქეშები და გიჟები არიან,ჯგუფური ქეშები და გიჟები არიან. ანდაც,ქოცები ავიღოთ,უნიათოები არიან და არაფრის გამკეთებლები,12 წელია ისე იქცევიან რო გეგონება ოპოზიციაში თვითონ არიან და პრესცენტრის ფუქნციას ითავსებენ. ქემაინც ის იცი რო ჯგუფური უნიათოები არიან და არაფრის გამკეთებლები,გეცოდინება რო მარჯვენა ხელი მარცხენას არ ებრძვის. ჩემს თავად,არჩევნების არ მჯერა,არც დემოკრატიის არსებობის,ეს არის კულტურულად გამოყვანილი სისტემა,სადაც იმიტაციას გიქმნიან რო რამეს ცვლი და მონაწლიეობ,სინამდვილეში კი,ძლიერი ამა ქვეყნისანი განაგებენ სიტუაციას. ნებისმიერი პოლიტიკოსი გეტყვის რო არჩევნებს ფული იგებს,არა ადამიანების მომხრობა,არამედ ფული. თუ ეს ასეა,მაშინ ის კი არ იგებს ვისაც ხალხი მხარს უჭერს ან უნდა,არამედ ის ვისაც ბევრი ფული აქვს. ასე იყო ადრეც,მდიდრები წყვეტდნენ ყველაფერს,ღარიბებს ხმის ამოღების უფლებაც არ ქონდათ და იყვნენ მონები.
ხაზარაძე მაგარი იდიოტია,როგორ იშოვა ფული ამ იდიოტმა კაცმა? საინტერესო ამბავია,მსგავსი რამდენი იდიოტია,ვინც ფული იშოვა და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს მისი გონებრივი შესაძლებლობა. ჩემი აზრით და ალბათ,ასეც არის ეს ამბავი,არაკანონიერი გარიგებებით,ჩინოვნიკებისთვის ფულის გამაზვით და არეულობის თავის სასარგებლოდ გამოყენებით იქნა ნაშოვნი ეს ფული. ეს ყველაფერი გამოიხატება,90იან წლებში ადამიანების ინფორმაციის ნაკლებობით სარგებლობა,ქვეყნის რესურსების გატანა და უამრავი ქარხნის ჯართად ჩაბარები. როგორ ცნობილია,კომუნისტების დრო 1000+ ქარხანა ფუნქციონირებდა,სად არის ეს ქარხნები ეხლა? ქუთაისი ავტო ქარხანა ხაზარაძის პარტიელის,ანა ნაცვლიშვილის მამამ ჯართად გაყიდა და საინტერესოა,როგორ მოხვდა ხაზარაძის პარტიაში ეს მჩხავანა კატა? წინა არჩევნებზე ეს მჩხავანა ქალი მევახშეობის წინააღმდეგ იბრძოდა,თუმცა ხაზარაძის პარტიაში იყო. მგელი და ცხვარი რო ერთად შეიკრან ეგეთი ამბავია. ან ოპო გაერთიანებები რას გავს,რა კომბინაციები დაალაგეს,სატირალი არის. ერთმანეთისგან განსხვავებული მოთხოვნების და იდეის ხალხი ერთად შეიკრა,ხოდა ეს რანაირი ამბავია? ჰიტლერთან ერთად ებრაელთა უფლებების დასაცავად ვერ იბრძოლებ,ეგრეა ამათი საქმე. კაი,დავუშვათ ბიძინის გასაშვებად მოხდა ასე და გაუშვეს ბიძინი,შეიქნა კოალიციური მთავრობა და მერე? თუ მევახშეობას ებრძვის ელისაშვილი,ხომ უნდა ებრძოლოს ხაზარაძეს და როგორ გგონიათ,ეს არ გადავა სხვადასხვა სტრუქტურის დაპირისპირებაში? რანირად იფუნქციონირებს ადამიანი,თუ ხელი იმის საპირისპიროს გააკეთებს რასაც ფეხი აკეთებს ან თავი წავა კუჭის წინააღმდეგს და პირიქით? ამიტომაც ამ ჩემისებს ხმას არავინ მისცემს,მერე იტყვიან გააყალბესო,თუმცა რა გააყალბეს,დებილის მეტი ამათ ხმას ვინ მისცემს?
0 1 3