x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ვარსკვლავები, რომლებსაც სიყვარულში არ გაუმართლათ
სიყვარული არის პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში კი სიყვარული სათნოებაა, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.



image




როგორც წესი, მამაკაცები ცოტა რთულად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს ქალებისგან განსხვავებით, რომელთაც უფრო აშკარა, ღია ემოციური დამოკიდებულება აქვთ ამ გრძნობის მიმართ. საინტერესოა შეყვარებული მამაკაცის ქცევები, რომელიც ქვეცნობიერად მაინც გამოხატავს თავის გრძნობებს საყვარელი ქალის მიმართ.




წყვილის უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, რომ ძილის წინ ერთად გატარებული დრო დადებითად ისახება მათი ურთიერთობის ხარისხზე. ფსიქოლოგების აზრით აუცილებელია პარტნიორებს შორის ჯანსაღი და ემოციური სიახლოვე, განსაკუთრებით კი ძილის წინ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პარტნიორი ვერ თანხმდება ტემპერატურაზე, ასევე "პლედისა" თუ საბნის გაყოფაზე, საერთო საწოლსა და საბანში გატარებული დრო ხელს უწყობს უსაფრთხოების გრძნობის ჩამოყალიბებაზე, რაც თავისთავად ამცირებს სტრესის ჰორმონის- კორტიზოლას დონეს ორგანიზმში.






ეს ვარსკვლავები ქარიზმატულები და წარმატებულები არიან, მაგრამ პირადი ცხოვრება, რიგზე ვერ აქვთ. რა არის მიზეზი?




ვარსკვლავები, რომლებსაც სიყვარულში არ გაუმართლათ




1. რენე ზელვეგერი. image

მსახიობს, ისევე როგორც მის გმირს, ბრიჯიტ ჯონსს, აქვს თავბრუდამხვევი პირადი ცხოვრება! მან რამდენიმე წელი გაატარა საშინლად მოსაწყენ და ცინიკუოს ჯიმ კერისთან. შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად ჯორჯ კლუნთან, რომელთან ურთიეღტობაც, უბრალოდ გართობა იყო, რადგან ის არ სთხოვდა დაქორწინებას. როდესაც ის და ჯორჯი მეგობრულად დაშორდნენ, რენე ცოლად გაჰყვა ქანთრი მომღერალ კენი ჩესნის. ოთხი თვის შემდეგ კი სასწრაფოდ გაექცა ქმარს. ბოლო რამდენიმე წელი ის როკ მუსიკოს დოილ ბრამჰალ II-სთან იყო. დროდადრო აცხადებს შვილების გაჩენის სურვილს, მაგრამ არავის უშვებს პირად ცხოვრებაში. წყვილი ისევ ერთადაა, მაგრამ დაქორწინდებიან თუ არა, საკითხავია!







2. კრის ევანსი. image

ეს 43 წლის სიმპათიური მამაკაცი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული! მაგრამ მის ირგვლივ ყოველთვის ტრიალებდნენ ლამაზმანები... მაგალითად, კრისი რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდა ჯესიკა ბილს, მაგრამ ჭორების თანახმად, გოგონამ იგი მიატოვა ჯასტინ ტიმბერლეიკის გამო. ევანსი რამდენჯერმე შეხვდა და დაშორდა მოდელ მინკა კელის.

მას მიაწერდნენ ურთიერთობას სკარლეტ იოჰანსონთან - მაგრამ ისინი უბრალოდ მეგობრები არიან. სანდრა ბალოკი წინააღმდეგი არ იყო მასთან რომანის, თუმცა მათი ურთიერთობა არ შედგა. როგორც ჩანს, კრისს სერიოზული ურთიერთობის ეშინია, ამიტომ ტოვებენ მას გოგონები.







3. ბრიტნი სპირსი. image

თითქოს მომღერალი შეგნებულად ირჩევს მამაკაცებს, რომლებსაც მისთვის ტკივილი და იმედგაცრუება მოაქვთ. მას ძალიან უყვარდა ქმარი კევინ ფედერლაინი, მაგრამ ის მოღალატე აღმოჩნდა. თუმცა, არც სხვა ბიჭები მოიქცნენ უკეთესად... მისმა ბოიფრენდმა დევიდ ლუკადომ ის მოატყუა და მისი შემდეგი "მეგობარი" ჩარლი ებერსოლი ცდილობდა გამოეყენებინა მისი ფული და კავშირები. ახლა ის მარტოა, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ სპირსი შეხვდება მის ნამდვილ სიყვარულს.







4. კოლინ ფარელი.image

ახალგაზრდობაში კოლინი აკეთებდა იმას, რაც სურდა და ჰქონდა საქმეები ვალდებულებების გარეშე. მაგრამ ახლა მან მთლიანად მიუძღვნა თავი შვილებს: 19 წლის ჯეიმსს და 13 წლის ჰენრის. მოქეიფე და მთვრალი ადამიანიდან სერიოზულ მარტოხელა მამად გადაიქცა. ვიმედოვნოთ, რომ სიყვარულს იპოვის.






5. კიანუ რივზი.image

2000 წელს ის ემზადებოდა გამხდარიყო მამა და ქმარი, მაგრამ მისი ბავშვი დაბადებამდე გარდაიცვალა, ხოლო მისი საყვარელი ჯენიფერი ავარიაში დაიღუპა. მას იზიდავდა შარლიზ ტერონი: ისინი ცდილობდნენ შეხვედრას, მაგრამ დარჩნენ მხოლოდ მეგობრები. ახლა კიანუ 60 წლის არის და ის აღიარებს, რომ ოჯახი და შვილი არის ყველაფერი, რაზეც ოცნებობს.




0
50
1-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0