შოუბიზნესი როგორია კიმის მეხუთე წერტილი სინამდვილეში? 26 ივლისი, 13:43 ყველა იცნობთ სომხური წარმომავლობის ამერიკელ მსახიობსა და მოდელს, კიმ კარდაშიანს, რომელიც 1980 წლის 21 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში დაიბადა. კიმი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისი და მისი საყვარლის, რეი ჯეის სექს-ფირები გავრცელდა და ასევე, ის საზოგადოებამ ერთ-ერთ არხზე რეალითი შოუთი გაიცნო, სადაც მისი ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ.
ოჯახმა კარგად იცის, თუ როგორ იშოვოს ფული მარტივად. სოციალური ქსელით რეკლამების გაკეთება, მათი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა გასამდიდრებლად. ცოტახნის წინ, კიმ კარდაშიანმა მთელი მსოფილო ისევ აიძულა გაოცებულიყო ტავის ინსტაგრამის გვერდზე პროვოკაციული ფოტოების სერიის გამოქვეყნებით. სურათები იმდენად გულწრფელი იყო, რომ სატელევიზიო ვარსკვლავის თაყვანისმცემელთა უმეტესობამ მას სთხოვა გაჩერება... თუმცა, კიმი არ აპირებს ამ საქმეს - თავყვანისმცემლების გაოცებას შეეშვას. ყველაზე აღფრთოვანაბეული და ამავდროულად გაწბილებული კიმის თაყვანისმცემლები დარჩნენ მაშინ, როდესაც პაპარაცებმა ჩუმად გადაღებული მისი ფოტოები გვანახეს. კერძოდ, მისი გადიდებული საჯდომის, ე.წ "მეხუთე წერტილის" რეალური ფოტო ყოველგვარი ფილტრისა და დამუშავების გარეშე, სადაც ის ისე გამოიყურება, როგორიც სინამდვილეშია. კიმს გადაღებები ჰქონდა, პაპარაცების მიერ მოპოვებული ფოტოც, სწორედ ამ ფოტოსესიიდანაა, როგორც ცანს გოგონა ისევ რაღაც ცხელს უმზადებდა ხალხს, თუმცა ახლა უკვე ვიცით რეალურად როგორია მისი ბორცვები. მომხმარებლების ყურადღება გამახვილდა არა გოგონას ფორმებზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად დიდია განსხვავება სატელევიზიო ვარსკვლავის რეტუშირებულ ფოტოებსა და პაპარაცების მიერ გადაღებულ სურათებს შორის. თუმცა, რა გასაკვირია, სრულიად ოჯახი ხომ ცნობილია პლაგიატობით, შეფუთული ტყუილებით და ეპატაჟურობით. შეგახსენებთ, რომ კიმს დიზაინები აქვს მოპარული- სუნამოს "ფლაკონი" Jean Paul Gaultier -ი, Comme Des Garçons-ი, Pat McGrath-ის პალიტრა, ხოლო ფოტოსესიებზე კი გამოიყენა ბიონსესა და კაროლინა ბომონტის სტილი ერთი-ერთში. 624 2-ს მოსწონს
|