x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138947
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
პირველი ლედი უფროსების ჟურნალების გარეკანზე და სხვა საიდუმლო
დღეს მელანია ტრამპი ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ქალია მსოფლიოში, მაგრამ ოდესღაც ისიც იყო უცნობი ახალგაზრდა სლავური წარმოშობით, რომელიც წავიდა მსოფლიო მოდის დედაქალაქში - მილანის დასაპყრობად.



image


ყველამ ვიცით, რომ მელანია ტრამპი, ამერიკის პირველი ლედი იყო. ის აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეუღლეა. დონალდ ტრამპმა და მელანია კნაუსმა 2005 წელს ოფიციალურად იქორწინეს. წარმოშობით სლოვენიელი მელანია კნაუსი იუგოსლავიაში დაიბადა და 16 წლიდან აქტიურად ჩაერთო სამოდელო საქმიანობაში. ის არაერთხელ გამოჩნდა ისეთი ჟურნალების გარეკანზე, როგორებიცაა Vogue, Harper’s Bazaar და Vanity Fair, ყველაზე დიდი პოპულარობა კი ბრიტანულმა ჟურნალმა GQ -მ მოუტანა, რომელისთვისაც მელანიამ შიშველ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.



ალბათ გახსოვთ ის სკანდალური ფოტოები, რომლებიც ერთ-ერთმა პრესტიჟულმა ჟურნალმა «New York Post» - მა გაასაჯაროვა, რომლებზეც მელანია შიშველი იყო და სწრაფი ტირაჟით მოედო მსოფლიოს. ის და სხვა მსგავსი ფოტოები, 1995 წელს ფრანგული გამომცემლობა «Max»-თვის იქნა გადაღებული. ყველაზე პროვოკაციული ფოტოსესია მელანიამ ბრიტანული ჟურნალისთვის GQ მოაწყო.



image




ამ ფოტოსესიების პერიოდში, მელანია დონალდ ტრამპს საერთოდ არ იცნობდა, მათი გაცნობა მხოლოდ 1999 წელს შედგა. მელანიაც და მისი ბევრი ფოტო საზოგადოებისთვის მანამ არ იყო ცნობილი, სანამ ისინი ჟურნალმა «New York Post»-მა სპეციალური სათაურით არ გაასაჯაროვა: "ასეთი პოტენციალის პირველი ლედი, აქამდე არ გინახავთ". მაშინ, როდესაც ტრამპმა მელანიას თამამი ფოტოების შესახებ შეიტყო, ამერიკის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი იყო, თუმცა მიაჩნდა, რომ ფოტოებში სამარცხვინო არაფერია, რადგან მელანიას სრული უფლება ჰქონდა, თავისი ლამაზი სხეულის დემონსტრირება მოეხდინა. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მელანია დიდების მწვერვალზე მათ გაცნობამდე იდგა.



image


ბუნებრივია, სლოვენიის გარეუბანიდან უბრალო გოგონას დიდებისა და წარმატების გზა ეკლიანი იყო. რთულ პერიოდებში მას უწევდა რთული არჩევანის გაკეთება და ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვა.


მელანია ჩაირიცხა ლუბლიანას უნივერსიტეტში, მაგრამ პირველი კურსის შემდეგ მიატოვა სასწავლებელი და სამოდელო კარიერა აირჩია. მალე 16 წლის გოგონა მთელი მონდომებით პოზირებდა მილანისა და პარიზის პოდიუმებზე.



imageimage



დონალდ ტრამპამდე ლამაზმანის სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ აბსოლუტურად არაფერი იყო ცნობილი, მაგრამ მელანიას ყოფილმა შეყვარებულმა ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ ამცნო... იური ზორჩიშმა, რომელიც ახლა სლოვენიაში ცხოვრობს, თქვა, რომ ის იყო მელანიას ცხოვრებაში პირველი მამაკაცი და ასევე დაადასტურა, რომ მის ყოფილ საყვარელს პლასტიკური ოპერაციებიც გაუკეთა.


image




მელანიამ არაერთხელ განაცხადა, რომ პლასტიკური ოპერაცია არასდროს გაუკეთებია და ღირსეულად დაბერებას გეგმავს. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ყოფილ მოდელს მკერდის გადიდება, სახის ლიფტინგი და რინოპლასტიკა მაინც გაუკეთდა.



imageimage

0
419
2-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
419
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0