x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მიშა შენ რა გითხარი, აი ეს სირიკოზა უფროსად რომ დანიშნე" - ვისზე საურობს შალვა ნათელაშვილი

image


"
ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრის, ლევან ნიკოლეიშვილის მიერ ჯარის დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ფეისბუქსტატუსს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მიხეილ სააკშვილს იმ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც, მან ერთ დროს აღნიშნული პიროვნება გენერალური შტაბის უფროსად დანიშნა:


"მიშა შენ რა გითხარი, რომ აი ეს სირიკოზა მარკოზაშვილი გენერალური შტაბის უფროსად დანიშნე. ამიტომ დაგვემხო თავზე ტერიტორიული მთლიანობა. აი ამას რომ ჯარს მიაბარებ."- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.


როგორც ამერიკის კონგრესში, საქართველოს უსაფუძვლო, უარგუმენტო კრიტიკა გამჭვირვალობის კანონის მოგონილი თემით ნიშნავს მარტივ რამეს – საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის დაუოკებელ სურვილს, ზუსტად ასევე, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე – ქართული ჯარისთვის დაფინანსების შეწყვეტა არის უმარტივესი მესიჯი ჩვენი ქვეყნისთვის – “არ იომეთ? არ გახსენით მეორე ფრონტი? ჰოდა ფულსაც ვეღარ მიიღებთ”, – ამის შესახებ მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, მარტივი ჭეშმარიტებაა ის, რომ ჯარის დაფინანსება და ორმხრივი წვრთნებიც იმიტომ შეაჩერეს, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა. როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ქართულ ჯარს “ლამაზი თვალების” და სიყვარულის გამო არავინ აფინანსებდა.




0
1397
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1397