x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დილემა – "ბედის" 3 სტუმრიდან, მხოლოდ ერთის მიღების უფლება გაქვთ... (იგავი)

ყოველ ჩვენგანს, არჩევანის უფლება აქვს. ვაკეთებთ რა არჩევანს, ამით ჩვენს მომავალს ვქმნით. აქ მოცემულია იგავი იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ჩვენს მიერ გაკეთებული არჩევანი, ჩვენსავე მომავალზე და ვიდრე იგავს წაიკითხავთ, ჯერ კითხვაზე გაეცით პასუხი: არჩევანის წინაშე რომ დადგეთ, რომელს აირჩევთ – სიმდიდრეს, იღბალს, თუ სიყვარულს? იგავის წაკითხვის შემდეგ კი, გაიგებთ, სწორი არჩევანი გააკეთეთ, თუ არა.


image


ქალი სახლიდან გამოვიდა და ქუჩაში, მისი ეზოს კართან, სამი მოხუცი დაინახა. სამივეს გრძელი თეთრი წვერი ჰქონდა. მან ისინი ვერ იცნო, მაგრამ მაინც უთხრა:
— მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მშივრები იქნებით. გთხოვთ, მობრძანდით, სადილს მოგართმევთ.

— მეუღლე სახლშია? — იკითხეს მოხუცებმა.
— არა, არ არის, — უპასუხა ქალმა.
— მაშინ არ შემოვალთ, — კატეგორიული უარი განაცხადეს მათ.
საღამოს, როდესაც ქმარი დაბრუნდა, ცოლმა ყველაფერი უთხრა.
— წადი და უთხარი შემოვიდნენ, ვახშამზე დაგვეწვიონ! — უთხრა ქმარმა.
ქალი გავიდა და მოხუცები შემოიპატიჟა.
— ყველა ერთად ვერ შემოვალთ, — უპასუხეს მათ.
— რატომ? — გაუკვირდა ქალს.
ერთმა მოხუცმა მას აუხსნა:
— მას სიმდიდრე ჰქვია, — თქვა და თავის ერთ-ერთ მეგობარზე მიუთითა, შემდეგ მეორისკენ გაიშვირა ხელი და გააგრძელა — ეს იღბალია, მე კი სიყვარული ვარ. — და დაამატა — ახლა წადი და შენს მეუღლეს მოელაპარაკე, ვის ნახვას ისურვებდით ოჯახში..
ქალი წავიდა და ქმარს მოხუცების ნათქვამი გადასცა. ქმარს ძალიან გაუხარდა.
— რა კარგია! — თქვა მან, — თუ არჩევანი უნდა გავაკეთოთ, მოდი სიმდიდრე დავპატიჟოთ. მოვიდეს და სიმდიდრით აავსოს ჩვენი სახლი!
მაგრამ ცოლი შეეწინააღმდეგა:
— უკეთესი არ იქნება, თუ იღბალს მოვიპატიჟებთ?
მათი ქალიშვილი, რომელიც იქვე კუთხეში იჯდა და მშობლების კამათს უსმენდა, მათთან მივიდა და უთხრა:
— იქნებ სიყვარული მოვიპატიჟოთ? მაშინ ჩვენი სახლი სიყვარულით აივსება!
— მოდი ჩვენს შვილს დავუჯეროთ, — უთხრა ქმარმა ცოლს. — წადი და სიყვარულს უთხარი, რომ ჩვენი სტუმარი იყოს.
ქალი გარეთ გავიდა და სტუმრებს გადასცა:
— სიყვარულს ვთხოვთ, ჩვენი სტუმარი ის იყოს.
მოხუცი, სახელად სიყვარული, კარისკენ წავიდა და დანარჩენი ორი მოხუციც, მას ფეხდაფეხ მიჰყვა. გაკვირვებულმა ქალმა ჰკითხა სიმდიდრეს და იღბალს:
— ცუდად ნუ გამიგებთ, მაგრამ მაინტერესებს, თქვენ ხომ მითხარით, რომ მხოლოდ ერთს შეეძლო სტუმრობა?
მოხუცებმა გაიღიმეს და უთხრეს:
— თქვენ რომ სიმდიდრე, ან იღბალი მიგეწვიათ, დანარჩენი ორი გარეთ დარჩებოდა... მაგრამ, რადგან სიყვარული აირჩიეთ, სადაც ის მიდის, ჩვენც იქ მივდივართ. იქ, სადაც სიყვარულია, სიმდიდრე და იღბალი, ყოველთვის არის!


image

არხის სხვა სიახლეები:


* რა დაემართათ ადოლფ ჰიტლერის შვილებს?

* ამის შესახებ, ოფიციალური მეცნიერება, დელიკატურად დუმს!!! – ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი საიდუმლო

* 2 იაპონური დიეტა (5 დღეში მინუს 4-7 კგ)

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
66
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0