კულტურა როგორ იძია შური აიშვარია რაიმ დედამთილზე, რომელმაც ის გაცნობის პირველივე დღიდან აითვალისწუნა 27 ივლისი, 20:58 2007 წელს ინდოეთის უმშვენიერესი მსახიობი და 1994 წლის "მის სამყაროს" ტიტულის მფლობელი აიშვარია რაი ცოლად გაჰყვა ლეგენდარული ინდოელი მსახიობის, ამიტაბჰ ბაჩანის ვაჟს. 2011 წელს აიშვარიამ ვარსკვლავური მემკვიდრე აბხიშეკი ქალიშვილის - აარადჰიას დაბადებით გაახარა.თუმცა, ბოლივუდის მედია რამდენიმე წლის წინ გადაჭრელებული იყო სათაურებით იმასთან დაკავშირებით, რომ ბაჩანის ცოლს, სავარაუდოდ, რძალი გაცნობის პირველივე წუთებიდან არ მოეწონა. ეს ვარაუდი კიდევ ერთხელ აძლიერებს ჯაიას ცივ და გულგრილ დამოკიდებულებას მისი ვარსკვლავური რძლის მიმართ.ასე, მაგალითად, ცოტა წნის წინ, ჯაია მიწვეული გახლდათ ღონისძიებაზე, სადაც მისი ვარსკვლავური რძალი და ქალიშვილი უნდა გამოსულიყვნენ. ღონისძიების დასასრულს კი ჯაიამ ქალიშვილს საგანგებო პოსტი მიუძღვნა, სადაც ამბობდა რომ შვეტამ იმ საღამოს ყველა დაჩრდილა.ჯაიამ თავის პოსტში საერთოდ არ ახსენა აიშვარიას სახელი, რამაც მსახიობის თაყვანისმცემლების გაოცება გამოიწვია. ქალმა, ვარსკვლავური მეუღლისგან განსხვავებით რძალს 50 წლის იუბილე საერთოდ არ მიულოცა, რაც ინდურ კულტურაში შეურაცხყოფის ტოლფასია.შური დედამთილზე თავის მხრივ აიშვარიამაც იძია, მსახიობმა მას 70 წლის იუბილე არ მიულოცა, რამაც ინტერნეტქსელში დიდი სკანდალი გამოიწვია.ისღა დაგვრჩენია მხოლოდ ვივარაუდოთ რას ვერ იყოფენ ერთმანეთში ეს ცნობილი ქალბატონებიიქნებ ჯაია აიშვარიას მის სილამაზეს ვერ პატიობს?ან იქნებ ის საკუთარ ვაჟზე ეჭვიანოს? ვინ იცის, ვის ოჯახში რა ხდება...370 შეფასება არ არის |