x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ლონი უილსონის გზა ჟურნალების ყდებიდან და ვარსკვლავური ქორწინებიდან ნაგავსაყრელამდე და სიგიჟემდე

image


ჰოლივუდის ვარსკვლავები საკმაოდ ხშირად იყენებენ ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასა თუ ძალადობის თემას საზოგადოების ყურადღების მიქცევის მიზნით, თუმცა ლონი უილისონის და მისი მეუღლის ჯერემი ჯექსონის ისტორიას ამ გლამურულ ზღაპრებთან საერთო არაფერი აქვს. ჯერემი ჯექსონი ჯერ კიდევ 6 წლის იყო როდესაც სამოდელო სფეროში მუშაობდა.


image


თუმცა ცნობილი 1991 წელს გახდა, როცა უკვე ის 11 წლის შესრულდა. მსახიობმა ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა სერიალში "მაშველები" და პროექტში 8 წლის განმავლობაშიც დარჩა, 1999 წელს კი ის სერიალიდან ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო გაუშვეს, თუმცა მან კინოინდუსტრიაში საკუთარი პოზიცია მაინც შეინარჩუნა, ის მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში იღებდა და არც მაყურებელს ავიწყებდა თავს.


image


ლამაზმანი ლონი უილსონი კი, თავის მხრივ, ფიტნეს მოდელად მუშაობდა, გოგონა ხშირად ჩნდებოდა ისეთი ცნობილი გამოცემების გარეკანებზე როგორიც იყო, "Glam Fit"-ი, "Flavor Magazine"-ი და "Iron Man Magazine"-ი. 2010 წელს კი ორი ახალგაზრდა, ლამაზი და წარმატებული ადამიანის გზები გადაიკვეთა, 2012 წელს შეყვარებულები დაქორწინდნენ.


image


გლამურული ღონისძიების ფოტოებზე ბედნიერი წყვილი გარშემომყოფებისგან მხოლოდ აღფრთოვანებას თუ იწვევდა, თუმცა უკვე 2014 წელს, წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მეუღლე ლონის გამუდმებით სცემდა, პოლიცია მათთან ერთხელ სახლშიც კი მივიდა, თუმცა უილისონს მეუღლის წინააღმდეგ ოფიციალური საჩივარი მიუხედავად ორი ნეკნის მოტეხილობისა მაინც არ შეუტანია, შემდგომში გაირკვა, რომ ჯერემი ჯექსონის დაპირებები იმასთან დაკავშირებით რომ მან წამალზე დამოკიდებულება დაძლია - სიცრუე აღმოჩნდა. მეტიც, მის გარდა ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისგან ასევე მისი მეუღლე ლონიც იტანჯებოდა.


image


განქორწინების შემდეგ, ყველაფერი გაუარესდა. ჯერემი ჯექსონი მამაკაცზე დანით თავდასხმის გამო ციხეში აღმოჩნდა, ხოლო ლონი უილსონის მდგომარეობა მის ფსიქიკურ დაავადებაზე მიუთითებდა. ქალი ამბობს, რომ სანამ ის საკუთარ სახლში ცხოვრობდა ის ელექტრომაგნიტური სხივების ზემოქმედებას განიცდიდა. მას აწამებდნენ, და მისი გადარჩენის ერთადერთი გზა "კრისტალური მეთის" გამოყენებაში იყო.


image


2016 წელს მან საკუთარი სახლი მიატოვა და საცხოვრებლად ქუჩა აირჩია, ასე იქცა ერთ დროს წარმატებული ფიტნეს მოდელი ლონი უილსონი მაწანწალად. ის თავის არჩევანს იმით ხსნის, რომ ნებისმიერი ელექტრო ტექნიკა მასზე დიდ გავლენას ახდენს ამიტომ ყოველგვარ შენობაში ცხოვრებას ის სამომავლოდაც გამორიცხავს, ხოლო ნარკოტიკების მიღებით ის ეხმარება არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელს ქალაქს, რადგან მის მიერ დაგროვილ ელექტროენერგიას ნამდვილი ქაოსის გამოწვევა შეუძლია.


image



პაპარაცები გამუდმებით იღებენ ლონი უილსონს ნაგავსაყრელებში ქექვისას და მისი ტრანსფორმაციით გაოგნებულები არიან - ის არა მხოლოდ მაწანწალად იქცა, არამედ საშინლადაც გამოიყურება. ჭუჭყიანი, სუნიანი, შეჭრილი თმით. ყოფილი მოდელი კი ამბობს, რომ ის ასე შეგნებულად გამოიყურება - რათა არავინ მიუახლოვდეს.



image


როცა მას ეკითხებიან, მიმართა თუ არა მან მეგობრებსა და ოჯახის წევრებს დახმარებისთვის ლონი უილისონი აცხადებს, რომ მან ესაუბრა მათ თავის პრობლემებზე, თუმცა მის სიტყვებზე ყველა უარყოფითად რეაგირებდა, ამიტომ მან უბრალოდ მათთან აზრების გაზიარება შეწყვიტა.


image


მისმა არცერთმა თანამოსაუბრემ საჭიროდ არ ჩათვალა მისთვის პროფესიონალური დახმარების აღმოჩენა. ლონი უილსონი ახლა 40 წლისაა და ის ნარკოტიკული დამოკიდებულებისა და ჰოლივუდის დიდებისკენ სწრაფვის ანტირეკლამად იქცა.


image


ამასობაში კი მისი ყოფილი მეუღლე ჯერემი ჯექსონი მშვენივრად გამოიყურება, ის ფიტნესითა და ბოდიბილდინგით არის დაკავებული, წვერი მოუშვა და იდეალური სხეულიც დაიყენა, ის თავისი სრულყოფილი და ტრანსფორმირებული გარეგნობის ამახველ ფოტოებს სოციალურ ქსელებში საკუთარ გამომწერებეს სისტემატურად უზიარებს.









0
317
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
317