x
მეტი
  • 31.08.2024
  • სტატია:136799
  • ვიდეო:351960
  • სურათი:511010
"თქვენი არ ვიცი და... მე ეგეთი სინაზე და კდემამოსილება არსად მინახავს"-გელა ზედელაშვილი

image

"თქვენი არ ვიცი და... მე ეგეთი სინაზე და კდემამოსილება არსად მინახავს!


დედაააააა!

როგორი ორყბა ღიმილი, რამფერი ტუჩ-კბილ-ბაგეთა ზეიმი, რანაირი გამჭოლი მზერა, დამატყვევებელი გამომეტყველება, მიზანდასახულობა, ტანწერწეტობა, პლასტიკურობა, მიხვრა, მოხვრა, მიტრიალ-მოტრიალება, რევოლუციური აღმაფრენა.


ლეონარდო და ვინჩი ცოცხალი რომ იყოს, თავის “მონა ლიზას'' წაშლიდა და კაპიტან გიგაურს დახატავდა. აბა, სად ამისი იდუმალი ღიმილი და სად მისი ყბებმონგრეული “ჯოკონდა''.

ოღონდ კაპიტანი გიგაური ერთი პირობით დათანხმდებოდა - ლეონარდოს საერთოდ არ უნდა ეხსენებინა სიტყვა “მონა'', მის შედევრს ერქმეოდა უბრალოდ “ეკონდა''.



მაგის მერე გურული ქალი რო დგას წითელი ჟორშის კაბაში, რავა, არ არი “გამზადილი'' სატიციანოდ?

ეგეთ ზორბა ქალებს ტატრაყუნა მდგომარეობაში ტიციანი ხატავდა ყველაზე მაგრად. წამააწვენამდა “კუშეტკაზე'', ინტიმურ ადგილზე ყაბალახს მიაფარებდა და ქმნიდა შედევრებს.


შემდეგ დგას ბუკა ვიკია თავისი შემეცნებითი ღიმილით. მიიყვანეთ აგი რაფაელ სანტის საფლავთან, ეგრევე წამოხტება, ნაკუწებად აქცევს “სიქსტეს მადონას'' და შექმნის “სიქსტეს ვიკიას'', თან მარჯვენა დაბალ კუთხეში მიაწერს: “ბურატინიჩენკო''.

არა, რაააა, მაინც რა არი ხელოვნება, არც საზღვრები აქ, არც ღობეები!


ლომჯარიას აღმატყინებელი ღიმილი, რომელიც პირდაპირ სულში უძვრება ადამიანებს!


ვინ დახატავდა ლომჯარიას აღმატყინებელ ღიმილს? ბოტიჩელი? ეგებ კარავაჯო? არა, კარავაჯო ცოტა უხეშ მხატვრად მეჩვენება საამისოდ. ეგებ მიქელანჯელო გაგვეღვიძებინა და საჭრეთელი მიგვეცა ხელში? ლომჯარიას ნატიფ სხეულს მხოლოდ ის თუ გამოაქანდაკებდა იტალიურ მარმარილოში. კი, ბატონო, მე პირადად მიქელანჯელოს ვენდობოდი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მოვუწოდებდი, ამ ზოგადსაკაცობრიო საქმისთვის გრანტიც გამოეყოთ, მარტო სიტყვიერი აღტყინება არ კმარა.


აეგრე... იიიიიიიიიშშშ!

მეც კაი ფანტაზიორი ვარ, არა?!-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.

image

0
244
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0