x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რა მოხდება 100 წლის შემდეგ?"-1900 წელს გამოქვეყნებული "გასართობი" სტატია,რომელცი საოცარი სიზუსტით ახდა

image

1900 წელს ამერიკელმა ინჟინერ-მშენებელმა ჯონ ელფრიტ უოტკინსმა(John Elfreth Watkins), ქალთა ჟურნალში "Ladies' Home Journal"-ში გამოაქვეყნა გასართობი ხასიათის სტატია-"რა მოხდება 100 წლის შემდეგ",


როგორც აღმოჩნდა ინჟინერმა ბევრი რამ სწორად იწინასწარმეტყველა, მან

თითქმის ზუსტად გამოიცნო 21 საუკუნის ტექნოლოგიები.სტატია შემთხვევით აღმოაჩინა ჟურნალ "Saturday Evening Post"-ის ისტორიული განყოფილების რედაქტორმა ჯეფ ნილსონმა და წინასწარმეტყველებით აღფრთოვანებულმა გადაწყვიტა სტატია ხელმეორედ გამოექვეყნებინა.




ციფრული ფერადი ფოტოგრაფია- უოტკინსმა ზუსტად გამოიცნო, მართალია სიტყვა "ციფრული" ნახსენები არა აქვს, მაგრამ ზედმიწევნით ზუსტად აღწერს დღევანდელ სიტუაციას." თუ ჩინეთში მოხდება ბრძოლა, ტელეგრაფის

მეშვეობით ფერადი სურათები უკვე ერთ საათში გაზეთების ფურცლებზე მოხვდება."იმ პერიოდში ჩინეთში გადაღებული სურათი ა.შ.შ-ს გაზეთის ფურცლებზე მხოლოდ 1 კვირის შემდეგ თუ მოხვდებოდა, ხოლო საერთოდ ფერადი ფოტო მაშინ წარმოუდგენელი ეგზოტიკა იყო.





მობილური კავშირი -"უსადენო ტელეფონები და ტელეგრაფები მოედება მსოფლიოს, ქმარს შეეძლება ატლანტიკის ოკეანედან დაურეკოს საძინებელში მყოფ თავის ცოლს ჩიკაგოში."..კომენტარი ზედმეტია, უოტკინსმა ზუსტად გამოიცნო რა იქნებოდა დღევანდელ დღეს.



ტანკები და თვითმფრინავები -მან თითქმის ზუსტად აღწერა ტანკი და თვითმფრინავი."მფრინავ მანქანებს შეეძლებათ ასობით მილის სიშორეზე ფრენა და აღჭურვილები იქნებიან ტელესკოპებით და ფოტოაპარატებით რომ გადაიღონ მტრის პოზიციები".შეგახსენებთ, პირველი თვითმფრინავი ძმებმა რაიტებმა 1903 წელს გამოსცადეს, ხოლო ტანკი პირველად 1916 წელს გამოჩნდა.




ნახევარფაბრიკატები -"გამზადებული და გამოყენებისათვის მზა პროდუქტები მიეწოდებათ თანამედროვე ბაკალიებში".ესეც ზუსტად გამოიცნო უოტკინსმა.




ტელევიზია და ვებ-კამერები- "ადამიანს შეეძლება მთელ მსოფლიოს ადევნოს თვალი .ადამიანების გამოსახულების ნახვა ეკრანის საშუალებით იქნება შესაძლებელი 1000 მილის დაშორებით, რომელიც ელექტრონული მავთულებზე იქნება შეერთებული." აქაც ვფიქრობ კომენტარი ზედმეტია.


image

ამის გარდა ზედმიწევნით ზუსტად აღწერა უოტკინსმა მომავალში სათბურების, სინთეზატორის, ჩქაროსნული მატარებლის და კონდიციონერის არსებობა. თუმცა ამდენ ზუსტ პროგნოზში ზოგი რამ ვერ გამოიცნო უოტკინსმა, მაგალითად, რომ 2000 წელს აღარ იქნებოდა ველური ცხოველები, ხოლო ბუზს და კოღოს გაწყვიტავდნენ.აგრეთვე ვარაუდობდა, რომ ქალაქებში აღარ ივლიდნენ მანქანები, იქ მხოლოდ მიწისქვეშა ტრანსპორტი იმოძრავებდა.

0
430
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
430
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0