საზოგადოებრივი ქალს დეკოლტეთი სამსახურის შოვნის უფრო დიდი შანსი აქვს 26 ივლისი, 15:54
თუ ქალი თავის რეზიუმეს დეკოლტეში გადაღებულ ფოტოს დაურთავს იმის შანსი, რომ სამუშაოზე აიყვანონ 19-ჯერ მაღალია.ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფრანგი მეცნიერები..
სევაგ კარტეჩიანმა (Sevag Kertechian) პარიზის სორბონის უნივერსიტეტიდან ჩაატარა ექპერიმენტი. მეცნიერმა ორ ქალს სთხოვა, რომლებსაც მსგავსი სამუშაო გამოცდილება და განათლება ჰქონდათ და ამასთანავე გარეგნობითაც ჰგავდნენ ერთმანეთს რეზიუმესთვის დაერთოთ ორი ფოტო: ერთ ვარიანტში ჩვეულებრივი მაღალყელიანი სამოსით გადაღებული, ხოლო მეორეში დეკოლტეთი. სამი წლის განმავლობაში გაიგზავნა 200 რეზიუმე: 100 სავაჭრო სფეროში, ხოლო 100 ბუღალტრის ვაკანსიაზე. როგორც აღმოჩნდა დამსაქმებელი რეზიუმე "დეკოლტეთი"უფრო დაინტერესდა (62% პირველ ვაკანსიაზე, ხოლო 68% მეორეზე.) "მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების სფერო მოითხოვს მხოლოდ კომუნიკაციას, ხოლო ბუღალტერია ოფისში ჯდომას და ანგარიშს, მაინც მოშიშვლებულმა სამოსმა უფრო დაიმსახურა ყურადღება.ეს შედეგები შოკისმომგვრელი და უსიამოვნოა, თუმცა მოულოდნელს ვერ დავარქმევ მას."-აღნიშნა კერტეციანმა. ცოტა ხნის ვწერდით, რომ ქალები მტრულად არიან განწყობილნი დიდმკერდიანი ქალების მიმართ. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან დაამტკიცეს, რომ მკერდის ზომა და სხვა ფიზიკური მახასიათებლებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ქალთა კონკურენტულ ქცევაზე. ქალები უფრო ხშირად იყენებენ დამამცირებელ ტაქტიკას დიდი მკერდის მქონე კონკურენტების მიმართ. კვლევა სამეცნიერო ჟურნალში Sexes გამოქვეყნდა 226 2-ს მოსწონს
|