x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„კაცი რომელიც ციხეში უნდა იჯდეს ქოცებმა რექტორად დანიშნეს” – გიორგი ფოფხაძე
image

.

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში ნაძმოძრაობის დროს თსუ–ს ყოფილი რექტორის გია ხუბუას რექტორად დაბრუნებას ეხმაურება და წერს. სამი დღის წინ ხუბუა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კაბინეტში მიიღო.

.

"ესენი მე მგონი "ნაცების დამთავრებას" რას ეძახიან იციით?.. ყველა გარეწარ ნაცს რო მაღალ თანამდებობაზე დააბრუნებენ.. "მარჩენალმა" არჩევნების შემდეგ ყველას დავამთავრებო ხო დაგვაიმედა, ხოო და ყველაზე ნაძირალა ტიპაჟი გია ხუბუა, საკუთარი უნივერსიტეტის რექტორად დაუნიშნავს უკვე.

არა და ამ ხუბუას შეეწირა უნივერსიტეტის პროფესორები. ტიპმა უხუცეს პროფესორ-მასწავლებლებს უჩივლა და გაასამართლებინა.უნივერსიტეტის რეფორმების ეგიდით ფაქტიურად გაანადგურა ქვეყნის მთავარი სასწავლებელი და სხვათაშორის ამ ხუბუას საქმეზე ევროპის ომბუცმენის სამდივნომ თავის დროზე განცხადებაც კი გააკეთა პროფესორების უკანკნოდ გაყრის საკუთხთან დაკავშირებით.

ხოო და ახლა გაიხარე ერო.. მე ნაცს მეძახის ქოცნახირი და კაცი რომელიც ციხეში უნდა იჯდეს ქოცებმა რექტორად დანიშნეს.

დაცინვაც აღარ ქვია ამ ყველაფერს.

PS. მე მაინც არ ვიცოდე ამ ხუბუას ქეისი რაა, მე დამქონდა კარ და კარ უნივერსიტეტიდან უკანონოდ გაყრილი იმ საწყალი ღვაწლმოსილი პროფესორების საქმე საერთაშორისო ორგანიზაციებში.

PSS ეჰ, რავა ყველაფერი მახსოვს ამი დედა ვატირე?"


წერს საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე.

.

შეგახსენებთ, 23 ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. გიორგი ხუბუა ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს განათლების მინისტრმა წარუდგინა. გიორგი ამილახვარმა და გიორგი ხუბუამ უნივერსიტეტის განვითარებასა და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

.

მანამდე კი ახლად დანიშნულ რექტორს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო გეგმებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით.

მათივე განმარტებით, პრემიერმა უნივერსიტეტის ახალ რექტორს წარმატებები უსურვა და მთავრობის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.

"იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი ხუბუას აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი და მეცნიერ-თანამშრომელი, არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი.

.

საქველმოქმედო მეგაპროექტის - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის. საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნივერსიტეტის განვითარებაში ფილანტროპიის სახით ერთ მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

KIU-ში, რომელმაც სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო, დღეისათვის 1200-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. KIU თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან) და მისი საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

0
650
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
650
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0