სხვა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ენოხ ბრაუნის სკოლაში 2024, 26 ივლისი, 11:51 ![]() ოთხი დელავერი-ინდიელი შეიჭრა სკოლაში. სკოლის დირექტორი ენოხ ბრაუნი ცდილობდა დაეყოლიებინა ისინი, რომ ბავშვებს არ შეხებოდნენ მაგრამ იგი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს და სკალპი ააძრეს. ამის შემდეგ ინდოელი მეომრებბი ბავშებს დაერივნენ. ცხრა ბავშვი ტომაჰავკებით აჩეხეს და სკალპი ააძრეს. კიდევ ორი ბავშვი დაჭრეს და ასევე სკალპირება ჩაუტარეს, თუმცა გადარჩნენ, ოთხი ბავშვი ტყვედ აიყვანეს. ერთი დღით ადრე ინდიელები გზაზე ორსულ ქალს, სახელად სუზან კინგ კანინგემს( (Susan King Cunningham) გადაეყარდნენ. სასიკვდილოდ სცემეს, სკალპი ააძრეს და ბავშვი მუცლიდან ამოკვეთეს. ![]() ახალმოსახლეებმა ენოხ ბრაუნი და სკოლის მოსწავლეები საერთო საფლავში დაკრძალეს. 1843 წელს საფლავები გათხარეს იმის დასადასტურებლად, რომ ცხედრები ისევ იქ იყო. 1885 წელს მიმდებარე ტერიტორიას ენოხ ბრაუნის პარკი ეწოდა და საფლავზე მემორიალი აღმართეს. ![]() ამ და მსგავსმა ინციდენტებმა პენსილვანიის გენერალური ასამბლეა და გუბერნატორი ჯონ პენი აიძულა დაბრუნებოდნენ სკალპის სისტემას, რომელიც არსებობდა ფრანგების და ინდიელების 9 წლიანი ომის დროს.მტრულად განწყობილი ინდიელის სკალპის სანაცვლოდ ახალმოსახლეს შეეძლო მიეღო 134 დოლარი კაცისთვის ხოლო 50 დოლარი ქალისთვის. 224 2-ს მოსწონს
|