x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139069
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
წნორიდან დაკარგულ დედოფლისწყაროელ მამაკაცს ეძებენ
image

.

ოჯახი და ახლობლები დედოფლისწყაროში მცხოვრებ მამაკაცს ეძებენ. ნათესავების ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი ბოლო ხანს სიღნაღის ქალაქ წნორში დის ოჯახში იმყოფებოდა. გია ლეკაშვილი წნორიდან 23 ივლისს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

.


„საღამოს 8 საათზე გავიდა სახლიდან. სავარაუდოდ დედოფლისწყაროში ფეხით წავიდა და შესაძლოა ვინმემ მანქანით გააყოლა სადმე. დედოფლისწყაროში, შირაქის ქუჩაზე ცხოვრობს, საკუთარი ოჯახი არ აქვს. ბოლო ხანს ჩემთან წავიყვანე, რადგან ხშირად სვამდა და არ მინდოდა დაელია. თუმცა, გამეპარა და მისი კვალიც დაიკარგა.

.

მომხდარის შესახებ უკვე განვაცხადეთ წნორისა და დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოებშიც, “ - ამბობს მისი და.

.

საკონტაქტო ტელ: 592 14 21 43 დაკარგულის და მარიკა ლეკაშვილი

555606897.

0
111
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0