x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
დაუჯერებელი ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ

image


ალბათ, ბავშვობაში, ბევრი ადამიანი ოცნებობდა გამხდარიყო მეცნიერი – გაეკეთებინა აღმოჩენები და ჩაეტარებინა გიჟური ექსპერიმენტები. ჩვენს სამყაროში, ჯერ კიდევ, ბევრი რამ არის უცნობია და ზოგიერთი აღმოჩენა, ნამდვილად რომ წარმოუდგენელი და საოცარია... თან იმდენად, რომ ფეიკი გვგონია. სწორედ ასეთ მეცნიერულ აღმოჩენებზეა ამ სტატიაში საუბარი:


ადამიანის ტვინი უფრო რთულია, ვიდრე ჩვენი გალაქტიკაimage


ჯანმრთელი ადამიანის ტვინი, დაახლოებით, 200 მილიარდ ნერვულ უჯრედს შეიცავს, რომლებიც ერთმანეთს, ასობით ტრილიონი სინაფსით უკავშირებენ. თითოეულ ნერვულ უჯრედს, შეიძლება, ათიათასობით სინაფსური კავშირი ჰქონდეს. ადამიანის მხოლოდ თავის ტვინის ქერქში, დაახლოებით, 125 ტრილიონი სინაფსია, რაც ვარსკვლავების რაოდენობას გალაქტიკაში, 1500–ჯერ აღემატება.


ძლიერი ტკივილგამაყუჩებელიimage


ადამიანის ნერწყვი* შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ოპიორფინი ეწოდება. ეს ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია, რომელიც ბუნებრივი ოპიატების ჯგუფს მიეკუთვნება. ოპიორფინის საანესთეზიო თვისება, ექვსჯერ აღემატება მორფინს და მის ნებისმიერ ანალოგს.


ომარი უკვდავიაimage


ცნობილი ათფეხა კიბორჩხალასებრი ომარი, რომელსაც, ლობსტერსაც უწოდებენ, – თეორიულად უკვდავია. ის არ ბერდება, არ კარგავს რეპროდუქციულ ფუნქციას და მადას. ამასთან, ყოველთვის აქტიური და ენერგიულია. მაგრამ, უკვდავება, წყლის ბინადარს არ იცავს მტაცებლებისგან, წყლის დაბინძურებისგან, ან წყლის ტემპერატურის ცვლილებისგან.



სასიკვდილო ქოქოსიimage


უფრო დიდი შანსია, რომ პლაჟზე ადამიანი თავზე ქოქოსის დაცემის შედეგად გარდაიცვალოს, ვიდრე ზვიგენის თავდასხმით.



ადამიანის ფილტვები ჩოგბურთის კორტის ხელააimage


ფილტვები ყველაზე მოცულობითი ორგანოა ადამიანის ორგანიზმში და თუ დავუშვებთ, რომ ამ ორგანოს გაშლა სიბრტყეზეა შეიძლება, მაშინ სავსებით შესაძლებელია, 2 ფილტვმა ჩოგბურთის კორტი დაფაროს.


ადამიანი და კოალა, ერთმანეთთან იმაზე ახლოს არიან, ვიდრე ჩვენ გვეგონაimage


ადამიანის და კოალას თითის და ხელის გულის ანაბეჭდები, თითქმის იდენტურია. ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კოალას თითის ანაბეჭდები, შეიძლება, ადამიანის ანაბეჭდთან აგვერიოს. ისინი იმდენად ჰგვანან, რომ ექსპერტებიც კი, ყოველთვის ვერ განასხვავებენ.


მეტისმეტად ბევრი ჭიანჭველაimage


ენტომოლოგებმა დედამიწაზე ჭიანჭველების საერთო რაოდენობა გამოთვალეს და აღმოჩნდა, რომ პლანეტაზე, დაახლოებით, 20 კვადრილიონი (1 კვადრილიონი – ერთი, 15 ნულით) ჭიანჭველა ბინადრობს და მათი მთლიანი ბიომასა, უფრო მეტია, ვიდრე ყველა გარეული ფრინველის და ძუძუმწოვრის მთლიანი მასა.


სწრაფი უჯრედებიimage


ერითროციტებს შეუძლია, სისხლძარღვთა მთელი სისტემის, მხოლოდ 20 წამში გავლა.


ყველაზე ძლიერი არსება დედამიწაზეimage


კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ყველაზე ძლიერი ცოცხალი არსების ტიტულის ახალი მფლობელი გამოავლინეს. ეს გონორეის ბაქტერიაა, რომელსაც საკუთარ წონაზე, 100 000-ჯერ მეტი ტვირთის გაძლება შეუძლია. ის ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ჩვენთვის ცნობილი არსება.


* ყველამ ვიცით, რომ ნერწყვი პირის ღრუში ავტომატურად გამომუშავდება და ის, რომ გარეგანმა ფაქტორებმა შეიძლება მის რაოდენობის გაზრდა გამოიწვიოს. მაგრამ, როგორ ხდება ეს ყველაფერი?

ეს არა მარტო რთული, ალბათ, უმრავლესობისთვის წარმოუდგენელი პროცესია: ნერწყვი, – სისხლისგან მიიღება, რომელიც სახის სხვადასხვა ნაწილში განლაგებულ ჯირკვლებში გაედინება, პლაზმა (სისხლის თხევადი ნაწილი) იფილტრება და საბოლოო ჯამში, ნერწყვად გარდაიქმნება.
ეს ნერწყვის ჯირკვლებში განლაგებული სპეციალური უჯრედების წყალობით ხდება, რომლებიც პლაზმის ზოგიერთი ელემენტის რეაბსორბაციაზე (შეწოვა, შთანთქმა) აგებენ პასუხს. ამას ემატება, პირის ღრუში განლაგებული ნერწყვის ჯირკვლები და მიიღება გამჭვირვალე სითხე – ჩვენი პირის ღრუს ბიოლოგიური გარემოს განუყოფელი ნაწილი.


გაგრძელება >>>


imageარხის სხვა სიახლეები:


* ხელნაწერი, რომელიც საუკუნეზე მეტია მოსვენებას არ აძლევს მეცნიერებს... ამაზონის ჯუნგლებში გაკეთებული აღმოჩენა

* უცხოპლანეტელების მთავარი უძველესი კოსმოდრომი ჩვენს პლანეტაზე

* ნუ განსჯით, ღმერთმა უკეთ იცის... (იგავი)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
294
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0