ფსიქოლოგია 7 უტყუარი ნიშანი - როგორ ამოვიცნოთ შეუფერებელი პარტნიორი ურთიერთობის დასაწყისში 2024, 24 ივლისი, 15:42 ![]() ჩვენ შევარჩიეთ 7 უტყუარი ნიშანი, რომელიც თავიდანვე დაგეხმარებათ მიხვდეთ, რომ ამ ადამიანთან ბედნიერი ვერ იქნებით. 1. განსხვავებული ემოციური ინტელექტი გაქვთ ![]() დაბალი EQ-ის მქონე პარტნიორი ვერ შეძლებს თქვენს ადგილზე საკუთარი თავის დაყენებას, თავისი შეცდომების აღიარებას ან იმის გაგებას, რომ დახმარება გჭირდებათ. ასეთ ადამიანთან ურთიერთობა ორივესთვის არასასიამოვნო იქნება: თქვენ თანაგრძნობას და გაგებას მოელით მისგან, პარტნიორი კი მის აზრთან სრულ თანხმობას მოითხოვს თქვენგან. თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ ადამიანის EQ-ის დაბალი დონე უკვე პირველი შეხვედრების დროს, თუ ყურადღებით დააკვირდებით მის რეაქციას მის გარშემო არსებულ სამყაროზე. ასეთი ადამიანები ადვილად ღიზიანდებიან, როცა მოთმინების გამოვლენას სთხოვენ, მოსწონთ სხვების განსჯა და არასასურველი რჩევების მიცემა, მოსმენა არ იციან. 2.პატივს არ სცემს თქვენს პირად სივრცეს ![]() ურთიერთობის პირველ კვირებში ამან შეიძლება სულაც არ შეგაწუხოთ და პირიქით, აღფრთოვანდეთ, მაგრამ ყოველდღე უფრო და უფრო მეტად “დაიხრჩობით" ასეთი სიყვარულით. ასეთი კავშირი გადაიქცევა ფსიქოლოგიურ ძალადობად, რომლის შესახებაც თავად მოძალადემ შესაძლოა არ იცოდეს. მიაქციეთ ყურადღება, რას გეუბნებათ ადამიანი საკუთარ თავზე შეხვედრის პირველ დღეებში: სრული, დამოუკიდებელი პიროვნება ყოველთვის რაღაცით არის გატაცებული. აქვს საკუთარი ინტერესები, ჰობი და საყვარელი საქმე. 3.ცდილობს თქვენს შეცვლას ![]() "იქნებ გეცადა თმის ქერად შეღებვა?" "რატომ აკეთებთ ტატუირებას, ინჟინრები ბევრად მეტს შოულობენ!" "ძვირფასი ქვები უნდა ატარო და არა ეს სისულელე, შენ ქალბატონი ხარ."- რჩეული შეეცდება მოგარგოთ თავის შაბლონს და ყოველმხრივ პროვოცირებას მოახდენს გარეგნობისა თუ ცხოვრების წესის ცვლილებებზე. საბოლოო ჯამში, თქვენი პარტნიორი მიხვდება, რომ თქვენ არ ხართ მისი იდეალო, მაგრამ ასეთი ურთიერთობა გაგრძელდება მანამ, სანამ დაეთანხმებით მის “შემოთავაზებებს". ასეთი ადამიანი სწრაფად გაგაცნობთ თავის პრეფერენციებს და დაიწყებს მინიშნებას, თუ მისი აზრით, რა უფრო მოგიხდებათ და შეგეფერებათ. 4.თქვენს პრობლემებს თავისად ვერ აღიქვამს ![]() ურთიერთობით დაინტერესებული ადამიანი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პარტნიორი ასიამოვნოს. მეგობრებთან შეხვედრები, სილამაზის სალონები, უამინდობა ან მთვარის იუპიტერთან მიახლოება არ იქნება მისთვის დაბრკოლება. 5.თქვენი აზრი მნიშვნელოვანი არაა ![]() ეს შეიძლება მოგეწონოთ კიდეც:თითქოს ისინი ცდილობენ გაგიმარტივონ ცხოვრება. სინამდვილეში, თქვენ უბრალოდ არ გაქვთ სათქმელი და მათ უნდა გადაწყვიტონ ყველაფერი. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება: პარტნიორს შეუძლია დამოუკიდებლად აირჩიოს ახალი ბინა, ქალაქი საცხოვრებლად, ან სახელი საერთო შვილისთვის. ძალიან რთულია აიძულო ასეთ პარტნიორს შენი აზრი გაითვალისწინოს. 6.სამსახური მისთვის პირველ ადგილზეა ![]() თუ თქვენი რჩეული თავიდანვე საუბრობს მხოლოდ სამუშაოზე, აგვიანებს პაემნებზე ან გააუქმებს მათ სამსახურის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლებთ სიტუაციის შეცვლას. მზად ხართ მთელი საღამო ცარიელ სახლში გაატაროთ ან მშობლებს მოუყვეთ საქმროს შესახებ, რომელსაც დრო არ აქვს მათთან შესახვედრად? 7.განსხვავებული ცხოვრების წესი გაქვთ ![]() იგივე ეხება სახლში ყოფნის მოყვარულებს და ავტოსტოპოთ მოგზაურობის მოყვარულებს, მოკრძალებულ ადამიანებს და წვეულების მოყვარულ, ხმაურიან ადამიანებს, პათოლოგიურად მოწესრიგებულებს და მათ, ვინც საწოლში ფუნთუშებს მიირთმევს. დასვენებისა და ყოველდღიური ცხოვრებისადმი ზედმეტად განსხვავებული დამოკიდებულება სწრაფად გადაზრდის თქვენს სიყვარულს იმედგაცრუებაში, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ცუდი ხართ ან თქვენი პარტნიორი ცუდია. უბრალოდ, თავიდანვე სწორ გზაზე არ იყავით, მაგრამ მაშინვე ვერ გააცნობიერეთ. არ არის აუცილებელი ეძებო შესატყვისი, თქვენნაირი გემოვნებისა და ჩვევების მქონე აადამიანი. საკმარისია შევთანხმდეთ ცხოვრების სტილის ზოგად საკითხებზე და პატივი ვცეთ ერთმანეთის შეხედულებებს. 143 შეფასება არ არის
|