x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
7 უტყუარი ნიშანი - როგორ ამოვიცნოთ შეუფერებელი პარტნიორი ურთიერთობის დასაწყისში
image

უმეტეს შემთხვევაში, ურთიერთობების რღვევას იწვევს პარტნიორის ტოქსიკურობა, ტყუილი, დამოკიდებულება, ღალატი და წყვილში ნორმალური კომუნიკაციის არარსებობა. მაგრამ ზოგჯერ მომავალი განშორების მიზეზები ერთი შეხედვით შეუმჩნეველია და ჩვენც ძალიან დაკავებულები ვართ მათი შემჩნევისთვის. შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს ცუდი ჩვევები, იყოს ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი და გარეგნულად სასიამოვნო, მაგრამ ურთიერთობა პირველივე სერიოზული უთანხმოების შემდეგ გაიბზაროს. და თქვენ მთელ დარჩენილ დროს დახარჯავთ ამ კავშირის გაერთიანების მცდელობაში, ამოწურავთ საკუთარ თავს და თქვენს პარტნიორს.


ჩვენ შევარჩიეთ 7 უტყუარი ნიშანი, რომელიც თავიდანვე დაგეხმარებათ მიხვდეთ, რომ ამ ადამიანთან ბედნიერი ვერ იქნებით.



1. განსხვავებული ემოციური ინტელექტი გაქვთ


image

ემოციური ინტელექტი (EQ) არის უნარი, ადამიანმა გამოხატოს, აღიქვას, მართოს ემოციები და აღიქვას სხვა ადამიანების გრძნობები. დაბალი EQ-ის მქონე ადამიანს უჭირს ახლო ურთიერთობების შენარჩუნება და თანაგრძნობა. გარდა ამისა, ასეთი ადამიანი ვერ უმკლავდება სიტუაციებს, რომლებიც ძლიერ ემოციებს იწვევს და არ იცის როგორ მართოს საკუთარი გრძნობები.


დაბალი EQ-ის მქონე პარტნიორი ვერ შეძლებს თქვენს ადგილზე საკუთარი თავის დაყენებას, თავისი შეცდომების აღიარებას ან იმის გაგებას, რომ დახმარება გჭირდებათ. ასეთ ადამიანთან ურთიერთობა ორივესთვის არასასიამოვნო იქნება: თქვენ თანაგრძნობას და გაგებას მოელით მისგან, პარტნიორი კი მის აზრთან სრულ თანხმობას მოითხოვს თქვენგან.


თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ ადამიანის EQ-ის დაბალი დონე უკვე პირველი შეხვედრების დროს, თუ ყურადღებით დააკვირდებით მის რეაქციას მის გარშემო არსებულ სამყაროზე. ასეთი ადამიანები ადვილად ღიზიანდებიან, როცა მოთმინების გამოვლენას სთხოვენ, მოსწონთ სხვების განსჯა და არასასურველი რჩევების მიცემა, მოსმენა არ იციან.


2.პატივს არ სცემს თქვენს პირად სივრცეს

imageახალი ნაცნობი ცდილობს მთელი თქვენი ცხოვრება დაიკავოს და ბრაზდება, თუ დაკავებული ხარ საკუთარი საქმით. თუ თქვენმა პარტნიორმა არ იცის რა გააკეთოს მარტომ და არ აქვს საკუთარი ჰობი, ის შეზღუდავს თქვენს თავისუფლებას. რჩეული შეეცდება აითვისოს თქვენი ინტერესები და გემოვნება, თუნდაც ეს არ გინდოდეს, რათა კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდეს, რომ მარტო არ დაგტოვოთ.


ურთიერთობის პირველ კვირებში ამან შეიძლება სულაც არ შეგაწუხოთ და პირიქით, აღფრთოვანდეთ, მაგრამ ყოველდღე უფრო და უფრო მეტად “დაიხრჩობით" ასეთი სიყვარულით. ასეთი კავშირი გადაიქცევა ფსიქოლოგიურ ძალადობად, რომლის შესახებაც თავად მოძალადემ შესაძლოა არ იცოდეს.


მიაქციეთ ყურადღება, რას გეუბნებათ ადამიანი საკუთარ თავზე შეხვედრის პირველ დღეებში: სრული, დამოუკიდებელი პიროვნება ყოველთვის რაღაცით არის გატაცებული. აქვს საკუთარი ინტერესები, ჰობი და საყვარელი საქმე.



3.ცდილობს თქვენს შეცვლას

imageთითოეულ ჩვენგანს აქვს წარმოდგენა ცხოვრებისეულ პარტნიორზე: რა თვისებები აქვს მას, როგორ გამოიყურება, რას აკეთებს და რამდენს შოულობს. ზოგჯერ ჩვენი ოცნებები ემთხვევა ჩვენს რეალურ არჩევანს, ზოგჯერ კი არა. მაგრამ ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია რეალობის მიღება და ცდილობს წარმოსახვითი პარტნიორის თვისებები რეალურს გადასცეს.


"იქნებ გეცადა თმის ქერად შეღებვა?" "რატომ აკეთებთ ტატუირებას, ინჟინრები ბევრად მეტს შოულობენ!" "ძვირფასი ქვები უნდა ატარო და არა ეს სისულელე, შენ ქალბატონი ხარ."- რჩეული შეეცდება მოგარგოთ თავის შაბლონს და ყოველმხრივ პროვოცირებას მოახდენს გარეგნობისა თუ ცხოვრების წესის ცვლილებებზე. საბოლოო ჯამში, თქვენი პარტნიორი მიხვდება, რომ თქვენ არ ხართ მისი იდეალო, მაგრამ ასეთი ურთიერთობა გაგრძელდება მანამ, სანამ დაეთანხმებით მის “შემოთავაზებებს".


ასეთი ადამიანი სწრაფად გაგაცნობთ თავის პრეფერენციებს და დაიწყებს მინიშნებას, თუ მისი აზრით, რა უფრო მოგიხდებათ და შეგეფერებათ.



4.თქვენს პრობლემებს თავისად ვერ აღიქვამს

imageახალ მეგობარს ეუბნები გატეხილი ონკანის შესახებ, ის კი თანაგრძნობით იჩეჩავს მხრებს, შუბლზე გკოცნის და მეგობრებთან ერთად ლუდის დასალევად გადის. მაგრამ თუ თქვენს პარტნიორს დახმარება სჭირდება, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ აუცილებლად ჩაგრთავთ თავისი პრობლემების მოგვარებაში და სასტიკად განაწყენებული დარჩება, თუ დახმარებაზე უარს ეტყვით.ის თქვენგან მოითხოვს, რომ ავადმყოფობისას მის გვერდით იტრიალოთ, მის პირველივე ზარზე გააუქმოთ შეხვედრები და შეცვალოთ გეგმები. იმიტომ რომ ახლა მისი პრობლემები შენი პრობლემებია და შენი პრობლემები კი მხოლოდ შენია. და ეს არ ჰგავს ბედნიერ წყვილს და არც ჯანსაღი ურთიერთობაა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ დაეყრდნონ ერთმანეთს.


ურთიერთობით დაინტერესებული ადამიანი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პარტნიორი ასიამოვნოს. მეგობრებთან შეხვედრები, სილამაზის სალონები, უამინდობა ან მთვარის იუპიტერთან მიახლოება არ იქნება მისთვის დაბრკოლება.



5.თქვენი აზრი მნიშვნელოვანი არაა

image

ყველაფერი წვრილმანებით იწყება: პაემანზე რესტორნის არჩევა, სადილისთვის კერძები ან კინოში სანახავი ფილმი. ისინი უბრალოდ არ გკითხავენ, არამედ დაჯავშნიან რესტორანს დამოუკიდებლად და ასევე შეიძენენ ბილეთებს, იმიტომ, რომ შენმა პარტნიორმა უკეთ იცის.


ეს შეიძლება მოგეწონოთ კიდეც:თითქოს ისინი ცდილობენ გაგიმარტივონ ცხოვრება. სინამდვილეში, თქვენ უბრალოდ არ გაქვთ სათქმელი და მათ უნდა გადაწყვიტონ ყველაფერი.


სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება: პარტნიორს შეუძლია დამოუკიდებლად აირჩიოს ახალი ბინა, ქალაქი საცხოვრებლად, ან სახელი საერთო შვილისთვის. ძალიან რთულია აიძულო ასეთ პარტნიორს შენი აზრი გაითვალისწინოს.



6.სამსახური მისთვის პირველ ადგილზეა

image

ადამიანები, რომლებიც სიგიჟემდე შეყვარებულნი არიან თავიანთ საქმეზე, პატივისცემას და აღფრთოვანებას იწვევენ. ისინი მზად არიან იმუშაონ დღე და ღამე, დაუთმონ მთელი შაბათ-კვირა სამუშაოს - და ამიტომ ხშირად აღწევენ წარმოუდგენელ წარმატებებს კარიერაში. მხოლოდ მარტო დარჩენილი ნახევარი არის ყოველთვის დამარცხებული ასეთ ურთიერთობაში.


თუ თქვენი რჩეული თავიდანვე საუბრობს მხოლოდ სამუშაოზე, აგვიანებს პაემნებზე ან გააუქმებს მათ სამსახურის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლებთ სიტუაციის შეცვლას. მზად ხართ მთელი საღამო ცარიელ სახლში გაატაროთ ან მშობლებს მოუყვეთ საქმროს შესახებ, რომელსაც დრო არ აქვს მათთან შესახვედრად?



7.განსხვავებული ცხოვრების წესი გაქვთ

imageთუ საუზმისთვის მოგწონთ მრავალსართულიანი სენდვიჩები და არ გიყვართ დილით სირბილი ან ზოგადად სირბილი, ხოლო თქვენი ახალი მეგობარი გიჟდება სუპერპროდუქტებზე და კვირაში 7-ჯერ დადის სპორტდარბაზში, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთმანეთს შეეგუოთ.


იგივე ეხება სახლში ყოფნის მოყვარულებს და ავტოსტოპოთ მოგზაურობის მოყვარულებს, მოკრძალებულ ადამიანებს და წვეულების მოყვარულ, ხმაურიან ადამიანებს, პათოლოგიურად მოწესრიგებულებს და მათ, ვინც საწოლში ფუნთუშებს მიირთმევს.


დასვენებისა და ყოველდღიური ცხოვრებისადმი ზედმეტად განსხვავებული დამოკიდებულება სწრაფად გადაზრდის თქვენს სიყვარულს იმედგაცრუებაში, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ცუდი ხართ ან თქვენი პარტნიორი ცუდია. უბრალოდ, თავიდანვე სწორ გზაზე არ იყავით, მაგრამ მაშინვე ვერ გააცნობიერეთ.


არ არის აუცილებელი ეძებო შესატყვისი, თქვენნაირი გემოვნებისა და ჩვევების მქონე აადამიანი. საკმარისია შევთანხმდეთ ცხოვრების სტილის ზოგად საკითხებზე და პატივი ვცეთ ერთმანეთის შეხედულებებს.



0
141
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0