საზოგადოებრივი მაჩუ-პიქჩუ-რა დანიშნულება ჰქონდა ინკების ქალაქს? - ვერსიები 24 ივლისი, 15:33 1911 წლის 24 ივლისს ამერიკელმა არქეოლოგმა და პოლიტიკოსმა ჰარამ ბინგენმა მსოფლიოს ამცნო ინკების დაკარგული ქალაქის, მაჩუ-პიქჩუს აღმოჩენის შესახებ, ინკების დაპყრობის დროს ესპანელმა კონკისტადორებმა პრქატიკულად არაფერი იცოდნენ ქალაქის შესახებ, ამიტომ ის ფაქტობრივად ხელუხელებელი გადარჩა, 1976 წლისთვის ძეგლის 30 % უკვე აღდგენილი იყო.აღდგენითი სამუშაოები დღემდე გრძელდება.კონსტრუქციის დაახლოებით 60% ინკების მიერ იყო დაფარული. 2007 წელს, საერთაშორისო ინტერნეტ-გამოკითხვის დროს მაჩუ-პიქჩუ მსოფლიოს ახალ 'შვიდ საოცრების' სიაში შეიყვანეს. მაჩუ-პიქჩუ დაახლოებით 1450-იან წლებში აშენდა, ინკების იმპერიის ძლიერების პიკზე. მშენებლობის პერიოდი ინკების ორი უძლიერესი იმპერატორის — პაჩაკუტისა (1438-1471) და ტუპაკ ინკა იუპანკის (1472-1493) მმართველობის პერიოდს ემთხვევა. ზუსტად 100 წლის შემდეგ, 1572 წელს, ინკებმა იგი მიატოვეს, რაც ესპანური დაპყრობის ერთ-ერთი გვიანი შედეგი იყო.სავარაუდოა, რომ მისი მოსახლეობა ყვავილის ეპიდემიამ გაანადგურა, რომელიც ამ არეალში ესპანელი კონკისტადორების გამოჩენამდე სხვა მოგზაურებმა შეიტანეს.ერთ-ერთი წერილი ახსენებს სასახლე პიქჩოს, თუმცა არ არსებობს არანაირი ჩანაწერი, რომელიც ამ შორეულ ქალაქში ესპანელთა ყოფნას დაადასტურებდა. სხვა ადგილებში კონკისტადორთა მიერ დაზიანებული წმინდა ნაგებობები მაჩუ-პიქჩუში ხელუხლებელია. დღემდე მეცნიერებს ზუსტად ვერ დაუდგენიათ, თუ რა ფუნქცია ჰქონდა ზღვის დონიდან 2430 მეტრზე მთებშუა გაშენებულ ინკების ქალაქს, დღეს განვიხილავთ ყველა სავარაუდო ვერსიას: 1.მაჩუ-პიქჩუში ცხოვრობდა ქალების ჯგუფი, რომელსაც "მზის ქალწულებს“ ეძახდნენ... ბინგჰემს არა მხოლოდ სჯეროდა, რომ მან აღმოაჩინა ვილკაბამბა(ინკების ქალაქი, რომელიც ესპანელებმა გაანადგურეს), არამედ დარწმუნებული იყო, რომ მაჩუ-პიქჩუ იყო მითიური ტამპუ ტოკო - ინკების წინაპრების სამშობლო. მისი თეორიის თანახმად, მაჩუ-პიქჩუ იყო წმინდა მონასტერი, სავსე რჩეული ქალებით, რომლებიც ცნობილი იყვნენ როგორც "მზის ქალწულები"... ისინი იყვნენ მღვდლების კონტროლის ქვეშ, რომლებიც თაყვანს სცემდნენ მზის ღმერთს.თუმცა ეს თეორია მცდარი აღმოჩნდა. 2.რელიგიური ძეგლი იოჰან რაინჰარდს სჯერა, რომ მაჩუ-პიქჩუ ინკების წმინდა რელიგიური ძეგლი იყო. ეს თეორია ძირითადად მის მდებარეობას ეყრდნობა. რაინჰარდი მას „წმინდა გეოგრაფიას“ უწოდებს, რადგან ძეგლი მთებითაა გარშემორტყმული, რომლებსაც ინკებისა და ამ მიწაზე მათზე ადრე მობინადრე კულტურათა ცხოვრებაში დიდი რელიგიური დატვირთვა ჰქონდა. მთის უმაღლეს მწვერვალზე, რომლის სახელსაც მაჩუ-პიქჩუ ატარებს, არის „ხელოვნური პლატფორმები, რომელთაც რელიგიური ფუნქციები აქვს, რაც თვალნათლივ ჩანს ინკების რიტუალებში“ (რაინჰარდი 2007). ეს რაინჰარდის ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულებაა, რადგან ამ ტიპის ქვების წყობა მხოლოდ რელიგიურ ადგილებშია აღმოჩენილი, რაც ნათლად მიუთითებს ამ ძეგლის რელიგიურ დატვირთვაზე. 3.საკურორტო ქალაქი არქეოლოგთა ჯგუფის აზრით, მაჩუ-პიქჩუ სამეფო ოჯახის თავშესაფრად აშენდა. ჯონ როუს, რიჩარდ ბურგერის და ლუსი სალაზარის კვლევამ აჩვენა, რომ ინკების მმართველმა პაჩაკუტეკ იუპანკიმ შეიძლება წარმოიდგინა ქალაქი, როგორც მშვიდობიანი ადგილი კუსკოს აურზაურისგან თავის დასაღწევად. 4 სასოფლო სამეურნეო კულტურების სადგური ერთ-ერთი თეორიის თანახმად მაჩუ-პიქჩუ სასოფლო-სამეურნეო სატესტო სადგური იყო. აქ შესაძლებელი იყო ბევრი განსხვავებული კულტურის ტესტირება მრავალ განსხვავებულ მიკროკლიმატში, რის შესაძლებლობასაც მდებარეობა და ტერასები იძლეოდა. დიდი ოდენობით მოსავლის მიღება რა თქმა უნდა არ იყო შესაძლებელი, მაგრამ ამით ინკებს შეეძლოთ განესაზღვრათ თუ სად რა კულტურა უნდა მოეყვანათ. ასევე არსებობს თეორია, თითქოს ქალაქი ღმერთების ადგილსამყოფელად ან მეფეთა კორონაციისთვის აშენდა. 5.ციხე კრიმინალებისთვის სხვა თეორია კი ამტკიცებს, რომ იგი შესაძლოა ციხე ყოფილიყო კრიმინალებისთვის, რომლებმაც ინკების წინაშე საზარელი დანაშაული ჩაიდინეს. 6.მრავალეროვანი ხელოსანთა ქალაქი, სადაც გაჩაღებული იყო ვაჭრობა ანდების ცივილიზაციის ექსპერტმა ბრაიან ბაუერმა National Geographic-ს განუცხადა, რომ არსებობს უამრავი არქეოლოგიური მტკიცებულება იმისა, რომ მაჩუ-პიქჩუში მხოლოდ ინკები არ ცხოვრობდნენ. მაშინ ამ დასახლებას არ ჰქონდა ბაზრები, არქეოლოგებმა მთელი რეგიონის ოსტატების კერამიკა იპოვეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აქ სხვადასხვა წარმომავლობის ხალხი ცხოვრობდა, ან სულაც აქ გზად ჩერდებოდნენ. 89 2-ს მოსწონს
|