x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მაჩუ-პიქჩუ-რა დანიშნულება ჰქონდა ინკების ქალაქს? ვერსიები

image

1911 წლის 24 ივლისს ამერიკელმა არქეოლოგმა და პოლიტიკოსმა ჰარამ ბინგენმა მსოფლიოს ამცნო ინკების დაკარგული ქალაქის, მაჩუ-პიქჩუს აღმოჩენის შესახებ, ინკების დაპყრობის დროს ესპანელმა კონკისტადორებმა პრქატიკულად არაფერი იცოდნენ ქალაქის შესახებ, ამიტომ ის ფაქტობრივად ხელუხელებელი გადარჩა, 1976 წლისთვის ძეგლის 30 % უკვე აღდგენილი იყო.აღდგენითი სამუშაოები დღემდე გრძელდება.კონ­სტრუქ­ცი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 60% ინ­კე­ბის მიერ იყო და­ფა­რუ­ლი.




2007 წელს, საერთაშორისო ინტერნეტ-გამოკითხვის დროს მაჩუ-პიქჩუ მსოფლიოს ახალ 'შვიდ საოცრების' სიაში შეიყვანეს.




მაჩუ-პიქჩუ დაახლოებით 1450-იან წლებში აშენდა, ინკების იმპერიის ძლიერების პიკზე. მშენებლობის პერიოდი ინკების ორი უძლიერესი იმპერატორის — პაჩაკუტისა (1438-1471) და ტუპაკ ინკა იუპანკის (1472-1493) მმართველობის პერიოდს ემთხვევა. ზუსტად 100 წლის შემდეგ, 1572 წელს, ინკებმა იგი მიატოვეს, რაც ესპანური დაპყრობის ერთ-ერთი გვიანი შედეგი იყო.სავარაუდოა, რომ მისი მოსახლეობა ყვავილის ეპიდემიამ გაანადგურა, რომელიც ამ არეალში ესპანელი კონკისტადორების გამოჩენამდე სხვა მოგზაურებმა შეიტანეს.ერთ-ერთი წერილი ახსენებს სასახლე პიქჩოს, თუმცა არ არსებობს არანაირი ჩანაწერი, რომელიც ამ შორეულ ქალაქში ესპანელთა ყოფნას დაადასტურებდა. სხვა ადგილებში კონკისტადორთა მიერ დაზიანებული წმინდა ნაგებობები მაჩუ-პიქჩუში ხელუხლებელია.


image

დღემდე მეცნიერებს ზუსტად ვერ დაუდგენიათ, თუ რა ფუნქცია ჰქონდა ზღვის დონიდან 2430 მეტრზე მთებშუა გაშენებულ ინკების ქალაქს, დღეს განვიხილავთ ყველა სავარაუდო ვერსიას:



1.მაჩუ-პიქჩუ­ში ცხოვ­რობ­და ქა­ლე­ბის ჯგუ­ფი, რო­მელ­საც "მზის ქალ­წუ­ლებს“ ეძახ­დნენ...


ბინ­გჰემს არა მხო­ლოდ სჯე­რო­და, რომ მან აღ­მო­ა­ჩი­ნა ვილ­კა­ბამ­ბა(ინკების ქალაქი, რომელიც ესპანელებმა გაანადგურეს), არა­მედ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მაჩუ-პიქჩუ იყო მი­თი­უ­რი ტამ­პუ ტოკო - ინ­კე­ბის წი­ნაპ­რე­ბის სამ­შობ­ლო. მისი თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, მაჩუ-პიქჩუ იყო წმინ­და მო­ნას­ტე­რი, სავ­სე რჩე­უ­ლი ქა­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც ცნო­ბი­ლი იყ­ვნენ რო­გორც "მზის ქალ­წუ­ლე­ბი"... ისი­ნი იყ­ვნენ მღვდლე­ბის კონ­ტრო­ლის ქვეშ, რომ­ლე­ბიც თაყ­ვანს სცემ­დნენ მზის ღმერ­თს.თუმცა ეს თე­ო­რია მცდარი აღმოჩნდა.


2.რელიგიური ძეგლი


იოჰან რაინჰარდს სჯერა, რომ მაჩუ-პიქჩუ ინკების წმინდა რელიგიური ძეგლი იყო. ეს თეორია ძირითადად მის მდებარეობას ეყრდნობა. რაინჰარდი მას „წმინდა გეოგრაფიას“ უწოდებს, რადგან ძეგლი მთებითაა გარშემორტყმული, რომლებსაც ინკებისა და ამ მიწაზე მათზე ადრე მობინადრე კულტურათა ცხოვრებაში დიდი რელიგიური დატვირთვა ჰქონდა. მთის უმაღლეს მწვერვალზე, რომლის სახელსაც მაჩუ-პიქჩუ ატარებს, არის „ხელოვნური პლატფორმები, რომელთაც რელიგიური ფუნქციები აქვს, რაც თვალნათლივ ჩანს ინკების რიტუალებში“ (რაინჰარდი 2007). ეს რაინჰარდის ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულებაა, რადგან ამ ტიპის ქვების წყობა მხოლოდ რელიგიურ ადგილებშია აღმოჩენილი, რაც ნათლად მიუთითებს ამ ძეგლის რელიგიურ დატვირთვაზე.

image


3.საკურორტო ქალაქი


არ­ქე­ო­ლოგ­თა ჯგუ­ფის აზ­რით, მაჩუ-პიქჩუ სა­მე­ფო ოჯა­ხის თავ­შე­საფ­რად აშენ­და. ჯონ როუს, რი­ჩარდ ბურ­გე­რის და ლუსი სა­ლა­ზა­რის კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ინ­კე­ბის მმარ­თველ­მა პა­ჩა­კუ­ტეკ იუ­პან­კიმ შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იდ­გი­ნა ქა­ლა­ქი, რო­გორც მშვი­დო­ბი­ა­ნი ად­გი­ლი კუს­კოს აურ­ზა­უ­რის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად.


4 სასოფლო სამეურნეო კულტურების სადგური



ერთ-ერთი თეორიის თანახმად მაჩუ-პიქჩუ სასოფლო-სამეურნეო სატესტო სადგური იყო. აქ შესაძლებელი იყო ბევრი განსხვავებული კულტურის ტესტირება მრავალ განსხვავებულ მიკროკლიმატში, რის შესაძლებლობასაც მდებარეობა და ტერასები იძლეოდა. დიდი ოდენობით მოსავლის მიღება რა თქმა უნდა არ იყო შესაძლებელი, მაგრამ ამით ინკებს შეეძლოთ განესაზღვრათ თუ სად რა კულტურა უნდა მოეყვანათ.


ასევე არსებობს თეორია, თითქოს ქალაქი ღმერთების ადგილსამყოფელად ან მეფეთა კორონაციისთვის აშენდა.

image


5.ციხე კრიმინალებისთვის


სხვა თეორია კი ამტკიცებს, რომ იგი შესაძლოა ციხე ყოფილიყო კრიმინალებისთვის, რომლებმაც ინკების წინაშე საზარელი დანაშაული ჩაიდინეს.


image




6.მრავალეროვანი ხელოსანთა ქალაქი, სადაც გაჩაღებული იყო ვაჭრობა


ან­დე­ბის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ექ­სპერ­ტმა ბრა­ი­ან ბა­უ­ერმა National Geographic-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ არ­სე­ბობს უამ­რა­ვი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ მაჩუ-პიქჩუ­ში მხო­ლოდ ინ­კე­ბი არ ცხოვ­რობ­დნენ. მა­შინ ამ და­სახ­ლე­ბას არ ჰქონ­და ბაზ­რე­ბი, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა მთე­ლი რე­გი­ო­ნის ოს­ტა­ტე­ბის კე­რა­მი­კა იპო­ვეს, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ აქ სხვა­დას­ხვა წარ­მო­მავ­ლო­ბის ხალ­ხი ცხოვ­რობ­და, ან სუ­ლაც აქ გზად ჩერ­დე­ბოდ­ნენ.


image

0
53
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0