შოუბიზნესი
ვარსკვლავები, რომლებსაც თავიანთი პროვოკაციული ფოტოების საერთოდ არ რცხვენიათ, და სულ ტყუილად
24 ივლისი, 12:48
მოკლედ რას აღარ გააკეთებ ადამიანი პიარისთვის! ჰოლივუდის ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე "შიშველი" კაბებით ყოველგვარი უხერხულობის გარეშე დასეირნობენ, პრესის წინაშე მეგა სკანდალებს აწყობენ და პიარისთვის საკუთარ გვერდებსაც სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურადაც იყენებენ. ყველაზე ხშირად ცნობილი სახეების მიკრობლოგები მოგვითხრობენ მათ ყოველდღიურ აქტივობებზე, ისეთებზე როგორიცაა, მაღაზიაში წასვლის, რესტორანში ვახშმობისა თუ მოდურ ღონისძიებებზე დასწრების შესახებ, მაგრამ ზოგჯერ სოციალურ ქსელებში ხვდება მათი ისეთი ფოტოებიც, რომლებსაც ცნობილების მშობლები ნამდვილად არ მოიწონებდნენ.
ნიკი მინაჟი
წარმატებულ ამერიკელ რეპერს ნიკი მინაჟს პოპულარობა ნამდვილად არ აკლია, თუმცა თუ მისი "ინსტაგრამის" გვერდის მიხედვით ვიმსჯელებთ იგივეს ნამდვილად ვერ იტყვით. მისი ფოტოების შემხედვარე ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ მომღერალს შემოქმედების ფარგლებში... სივრცე აშკარად არ ჰყოფნის. განსაკუთრებით კი მის "მეხუთე წერტილს".
მადონა
საერთოდ არ ასოცირდება ეს პოპ-დივა ამ ფოტოსთან. მიუხედავად იმისა, რომ მის ოფიციალურ "ინსტაგრამის" გვერდზე გაზიარებული კადრების შემხედვარე გიჩნდება უნებური სურვილი ხმამაღლა იყვირო: არ მჯერა! ეს რა არის? ასაკობრივი კრიზისი თუ ეპატაჟის გამოვლინება? თუმცა ამის შესახებ შეიძლება მხოლოდ თავად იცოდეს.
ლედი გაგა
ეპატაჟური მომღერალი ლედი გაგა არასოდეს გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმორცხვით. ვარსკვლავმა დიდი ხანია მიიღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის და თამამად აზიარებს თავის ყველაზე შეუხედავ და თამამ ფოტოებს სოციალურ ქსელებში.
ემილია კლარკი
ფილმების "ტერმინატორი: წარმოშობა" და სერიალ "სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავმა მორიგი ფოტოს გადასაღებად საკმაოდ პროვოკაციული ლოკაცია აირჩია, თუმცა თუკი გამომწერების "ლაიქების" რაოდენობის მიხედვით ვიმსჯელებთ, სელებრითის ეს საკმაოდ უნაური არჩევანი მათ ძალიანაც მოეწონათ.