x
image
Yoona
Mediator image
იცით, რატომ არის ბუტანში ყველგან ფალოსის ნახატები?
ბუტანი პატარა ბუდისტური სამეფოა, რომელიც მდებარეობს ჰიმალაის აღმოსავლეთ ნაწილში. ქვეყანა ცნობილია ბუდისტური მონასტრებით, უძველესი ძონგის ციხე-სიმაგრეებით და მთის მწვერვალებით, რომელთა სიმაღლე ხშირად 7 კილომეტრს აღემატება. ბუტანი დასახლებულია სტუმართმოყვარე და კეთილგანწყობილი ხალხით, რომელთაც უყვართ კედლების მოხატვა, ხეზე კვეთა და თიხისგან ძერწვა. რისი? ფალოსების!



image



ძნელი სათქმელია, მსოფლიოს რომელ ქვეყანაშია მამაკაცის სასქესო ორგანოების მეტი გამოსახულება. სავარაუდოდ, ასეთი სტატისტიკა უბრალოდ არ არსებობს, მაგრამ თუ ვსაუბრობთ არა „ქუჩის ხელოვნებაზე“, არამედ მხატვრულ ნამუშევრებზე, მაშინ პატარა, მაგრამ ძალიან შემოქმედებითი ბუტანი პირველ ადგილზე იქნება.



image




დაზუსტებით უცნობია, როდის დაიწყეს ბუტანელებმა კედლებზე და ღობეებზე პენისების დახატვა. ნაკლებად სავარაუდოა, ვინმემ გითხრათ, რა იყო ამ სურათების თავდაპირველი მნიშვნელობა, მაგრამ ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა და გაქრობას არც აპირებს. პენისების სურათების უმეტესობა გამოსახულია სოფლებში და ბუდისტურ მონასტრებში.



image



ყველაზე მეტად პენისები, წვრილი, სქელი, გრძელი, მოკლე, სწორი, მოხრილი, მფრინავი, მორბენალი და ეაკულირებული, გვხვდება შიმი ლახანგის მონასტერში. იგი ეძღვნება დრუკპა კუნლეის, მე-15 საუკუნის ლამას და ტანტრის გურუს. ისტორიული წყაროების მიხედვით, ეს წმინდანი განთქმული იყო თავისი ექსცენტრიული ქცევით.



image



ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ დრუკპა კუნლეის მონასტერი იყო პირველი ადგილი პენისის მოხატულობით სამეფოში. მოგვიანებით ტანტრული გურუს მიმდევრებმა ჩვეულება მთელ ქვეყანაში გაავრცელეს. ახლა პენისის ნახატი ან ქანდაკება შეგიძლიათ იპოვოთ ბუტანში ნებისმიერ ადგილას - საცხოვრებელ კორპუსში, მაღაზიაში, ოფისში, კაფეში და სკოლაშიც.



რა მნიშვნელობა აქვს პენისებს?

image



ბუტანელებს სჯერათ, რომ მამაკაცის სასქესო ორგანო ეხმარებათ ბოროტი ადამიანების, სულების და ჭორების თავიდან აცილებაში. ამიტომაც, ნებისმიერი შენობის მშენებლობის დასრულებისთანავე მის კედლებზე ფალოსის გამოსახულება ჩნდება. ამ ორგანოს ხატავენ დიდი ოსტატობით და ბევრ ავტორს საკუთარი ცნობადი ხელწერა აქვს.



image



ვერ ვიტყვით, რომ ქვეყნის ყველა მცხოვრები კმაყოფილია უძველესი ჩვეულებით. გამოკითხვები ამბობს, რომ ქალაქის მკვიდრნი და განათლებული ადამიანები ამ ტრადიციის წინააღმდეგი არიან. მიაჩნიათ, რომ ეს არცხვენს სამეფოს ტურისტების წინაშე და მეზობლების დაცინვის მიზეზს აძლევს. და მაინც, მოქალაქეთა უმრავლესობას ასეთი შემოქმედების მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს.



image



პენისები ამშვენებს არა მხოლოდ სახლებს და ტაძრებს, არამედ რიტუალებშიც გამოიყენება. ზოგიერთ ტაძარში ლითონის ან ხისგან დამზადებული სასქესო ორგანოს ფიგურები კურთხევისთვის გამოიყენება. მას ქალს თავზე ადებენ, რომ ქალი ნაყოფიერი გახდეს. ასევე ასრულებენ რიტუალებს, რომ მოაშორონ ავადმყოფობა ბავშვებს, მათ შორის ჯერ კიდევ მუცლად მყოფებს.



image


image


image


image


image


image



ასევე დაგაინტერესებთ:

17 ფაქტი ბუტანის შესახებ - ქვეყანა, სადაც უსახლკარო არ არსებობს, ხოლო მედიცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია

წარმოუდგენელი დუბაი: არაბეთის გაერთიანებული საემიროების ფოტოები ნავთობის აღმოჩენამდე

ევროპაში უძველესი რესტორანი პოლონეთში მდებარეობს და უკვე 700 წლისაა

ნახევარმთვარის ტბა - ჩინეთის წარმოუდგენელი ოაზისი უდაბნოში

ჰავა მაჰალი: უნიკალური „ქარების სასახლე“, სადაც ერთი კიბეც არაა


0
326
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
326