ქალი ქალები დიდი უკ@ანალით გაცილებით ჯანმრთელები და ჭკვიანები არიან! +13 24 ივლისი, 10:13 ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შოკისმომგვრელი ნაშრომი გაგვიზიარეს, რომ ქალები, რომელთაც (ბუნებრივად) დიდი უკანალი აქვთ, გაცილებით ჯანმრთელები და ჭკვიანები არიან. არაერთმა კვლევამ ცხადყო, რომ მსგავსი ფორმების მქონე ქალებს არც რაიმე ქრონიკული დაავადება აღენიშნათ და იყვნენ გაცილებით ჭკვიანები, ვიდრე ქალები, რომელთაც მომცრო ზომის უკანალი აქვთ.
აღმოჩნდა, რომ დიდი უკანალი, არა მხოლოდ მამრებს ახარებს, არამედ, ის ხელს უწყობს ფაქტს, რომ გულის დაავადებები და დიაბეტი არ განვითარდეს. კვლევამ, რომელშიც მონაწილეობას 16 ათასზე მეტი ქალი იღებდა, დაასკვნა ფაქტი, რომ დიდი უკანალის მქონე მანდილოსნებს ქოლესტერინის დონე ძალიან დაბალი ჰქონდათ, ხოლო მათი ჰორმონები, რომლებიც პასუხისმგებელია შაქრის გადამუშავებაზე, გაცილებით კარგად მუშაობდა, ვიდრე პატარა უკანალის მფლობელი ქალების შემთხვევაში. ასევე კვლევების თანახმად, ქალებს განიერი თეძოებით, გაცილებით ჭკვიანი შვილები უჩნდებათ. ეს კი განპირობებულია ომეგა-3 -ის ცხიმის მეშვეობით, რომელიც დიდი რაოდენობით ფორმირდება თეძოებსა და დუნდულებში და ხელს უწყობს ტვინის აქტიურ მუშაობას. ასევე, დიდი დუნდულების მქონე ქალებში დიდი რაოდენობით არის ჰორმონი ლეპტინი, რომელიც აკონტროლებს მადას და რაც უფრო მაღალია მისი დონე, მით ნაკლებად დგება შიმშილის გრძნობა. ასევე ჰორმონი დინოპექტინი, რომელიც ხელს უშლის კუჭისა და სისხლძარღვების დაავადებებისა და დიაბეტის განვითარებას. დუნდულების კანქვეშ ხდება ორგანიზმში არსებული ცხიმების დაგროვება, რაც ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას. პიცბურგის უნივერსიტეტისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის ბოლოდროინდელმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ განიერი თეძოების მქონე ქალებში აღინიშნება სიცოცხლის ხანგრძლივობა. 81 3-ს მოსწონს
|