x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
როგორ ცდილობდა ცარისტული ვერაგი პოლიტიკა სამეგრელოს სკოლებიდან ქართულის განდევნას

image1880-ანი წლების დასაწყისიდან ცარისტულმა ხელისუფლებამ გააძლიერა აგრესიული პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ. სხვა ღონისძიებათა შორის, ქართველი ხალხის გადასაგვარებლად, მისი კულტურის დასასუსტებლად და აღმოსაფხვრელად მთავრობამ განიზრახა მეგრელი ხალხის ჩამოშორება მთლიანი ქართული ეროვნული ორგანიზმისაგან. ამ მიზნის მისაღწევად სამეგრელოს სკოლებში გააუქმა ქართული ენა და შეეცადა ეკლესიებიდანაც გაედევნა ის.

ამ საქმეს სასწავლო ოლქის მზრუნველი იანოვსკი და ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორი ლევიტსკი ხელმძღვანელობდნენ. იანოვსკიმ აკადემიიდან გამოიწერა „ენათმეცნიერი“ გრენი, რომელმაც მეგრული ანბანი შეადგინა ექვსი თვის განმავლობაში. იანოვსკიმ თვით სამეგრელოში გაიჩინა ამ მიზნისათვის აგენტები, – ეს იყო მასწავლებელი თადა აშორდია, რომელმაც სხვა ვარიანტის მეგრული ანბანი შეადგინა და იანოვსკი-ლევიტსკის პოლიტიკის უშედეგო მქადაგებელი გახდა სამეგრელოში.

მთავრობის ამ ვერაგულმა პოლიტიკამ სამეგრელოს მოსახლეობის ყველა ფენაში ღრმა აღშფოთება გამოიწვია. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ გადაწყვიტა ქუთაისის სააზნაურო სკოლასთან არსებული განყოფილების პარალელური კლასები ძველს სენაკში გაეხსნა და ამით წინააღმდეგობა გაეწია მთავრობის პოლიტიკისათვის, რამდენადაც დამტკიცებული დებულებით სააზნაურო სკოლის მოსამზადებელ განყოფილებებში ქართული ენა ისწავლებოდა და პირველ ორ წელიწადს ქართულ ენაზე მიმდინარეობდა საგნების სწავლებაც. ეს სასწავლებელი 1884 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა და მის ხელმძღვანელად „წ.კ საზოგადოების" გამგეობამ სამსონ ყიფიანი დანიშნა.

ფოტოზე: ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლათა მზრუნველი კირილ იანოვსკი.


0
217
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0