x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
სტალინის ენობრივ–ეთნიკური პოლიტიკა და ქართველი ერისთვის საშიში საინფორმაციო დივერსია
image


ი.სტალინი წიგნში "მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი" ვკითხულობთ: "კავკასიაში არიან მთელი რიგი ხალხები, რომელთაც პრიმიტიული კულტურა, განსაკუთრებული ენა აქვთ, მაგრამ მშობლიურ ლიტერატურას მოკლებულნი არიან... რა ვუყოთ ასეთ ხალხებს: მეგრელებს, აფხაზებს, აჭარლებს, სვანებს, ლეკებს და სხვა. რომლებიც სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ თავიანთი ლიტერატურა კი არა აქვთ?

ნაციონალური საკითხი კავკასიაში შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ იმ მიმართულებით, რომ დაგვიანებული ერები და ხალხები უმაღლესი კულტურის საერთო კალაპოტში მოვაქციოთ."


საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ (1921 წელს) ბოლშევიკები შეეცადნენ ი.სტალინის პრინციპების მიხედვით დაეგეგმათ საქართველოს ენობრივი პოლიტიკა; შესაბამისად, აჭარელთა, ლაზთა, მეგრელთა და სვანთა შორის ეძებდნენ აქტივისტებს, რომლებიც იმუშავებდნენ კუთხური იდენტობის მიხედვით ახალი "ნაციის", კუთხური მეტყველების მიხედვით კი ახალი დამოუკიდებელი "ენის" აღიარებისთვის (ამ პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგი იყო ის, რომ თბილისში ჩატარებულ ერთ-ერთ პლენუმზე სვანეთის მკვიდრმა მოხსენება სვანურად წაიკითხა).


XX საუკუნის 20-იან წლებში ი.სტალინის (და ვ.ლენინის) მოსაზრებების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის ზუგდიდში ბოლშევიკებისგან მართული სამი ჯგუფი მოქმედებდა და სამივე სამეგრელოს ავტონომიის თემას აკავშირებდა "მეგრული ენის განვითარების" საკითხთან; კერძოდ, მიშო დადიანის ჯგუფი ითხოვდა სამეგრელოს ავტონომიას რუსეთის შემადგენლობაში და მეგრული ენის აღიარებას; გრიგოლ ახალაიას ჯგუფი – სამეგრელოს ავტონომიას საქართველოს შემადგენლობაში და მეგრული ენის აღიარებას; ისაკ ჟვანიას ჯგუფი სამეგრელოს "ობლასტს" საქართველოს შემადგენლობაში და მეგრული ენის აღიარებას.

XX საუკუნის 20-იან წლების მეორე ნახევარში დაიწყო გაზეთების გამოცემა მეგრულად; დაიწყო სკოლების ე.წ. მეგრულენოვანი სკოლების გახსნაც.


სავარაუდოდ ჩანს, ლავრენტი ბერიამ დაარწმუნა იოსებ სტალინი, რომ მეგრული სკოლების ამოქმედება და მეგრული გაზეთების გამოცემა შეცდომა იყო; ამის შედეგად უნდა მივიჩნიოთ ლ.ბერიას გადაწყვეტილება, სამეგრელოში მივლინებით (1932 წელს) გაეგზავნა ცნობილი ენათმეცნიერი, პროფესორი არნოლდ ჩიქობავა. მისი დასკვნა შედგებოდა ორი ძირითადი პუნქტისგან: 1. მეგრული არ არის დამოუკიდებელი ენა; იგი არის ზანური ენის დიალექტი; 2. დაუშვებელია მეგრულენოვანი სკოლებისა და გაზეთების არსებობა.


ოფიციალურად სწორედ არნოლს ჩიქობავას დასკვნის შემდეგ გაუქმდა სამეგრელოში მეგრული სკოლები და აღდგა დედაენაზე (ქართულად) სწავლება; შეწყდა ასევე მეგრულად გაზეთების ბეჭვდა და საქმისწარმოების მცდელობა. ამ ყოველივეს გამო ლენინურ-სტალინურ ავტონომიებად თუ "ობლასტებად" საქართველოს დანაწევრების მომხრე პირები არნოლდ ჩიქობავას ლანძღავდნენ და ვაიმეცნიერად და ვაიმეგრელად მოიხსენიებდნენ მას; სამაგალითოდ დავასახელებთ ენგურის ქაღალდის კომბინატის პარტკომის მდივნის, ტარასი შენგელიას მიერ დაწერილ "კოლექტიურ განცხადებას".


პარალელურად, ლ.ბერიას დაუპირისპირდნენ ცენტრიდან (კრემლიდან თუ თბილისიდან) მართული სეპარატისტული ჯგუფების გავლენიანი ლობისტები: ფ.მახარაძე, ალ.წულუკიძე, ს.ორჯონიკიძე, ა.გეგეჭკორი...(ეს დაპირისპირება რამდენიმე წლის შემდეგ ლ.ბერიას გამარჯვებით დასრულდა).

აქვე ავღნიშნავთ, რომ არც ლ.ბერიას (თუ არნოლდ ჩიქობავას) თვალსაზრისი იყო მისაღები ქართული მოწინავე საზოგადოებისთვის, ვინაიდან ამავე პერიოდში პეტრე ჭარაია, სილოვან ხუნდაძე, კონსტანტინე გამსახურდია, თედო სახოკია და სხვები, აგრძელებდნენ რა ნიკო დადიანის, გრიგოლ დადიანის, ამბროსი ხელაიას და სხვათა გზას, ამტკიცებდნენ, რომ მეგრული ქართული ენის დიალექტია. ისინი ცდილობდნენ შენარჩუნებულიყო ტრადიციული მიდგომა და მეგრულ-ლაზურ-სვანური არ გამოცხადებულიყო ე.წ. "უმწიგნობრო ენებად" (ი.სტალინის სქემის მიხედვით, სვანები, მეგრელები, ლაზები, აჭარლები... წერილობითი კულტურის არმქონე, უკულტურო, განუვითარებელ ხალხებად ცხადდებოდა).


დასახელებულმა საზოგადო მოღვაწეებმა კარგად იცოდნენ, რომ ქართველთა ენობრივი დანაწევრება რუსული საინფორმაციო პროპაგანდის ნაწილი იყო. ისინი სამეგრელოს ქართველობის აზრსაც გამოხატავდნენ. სტალინის რეჟიმის პირობებში შეუძლებელი აღმოჩნდა ქართველთა ერთი დედაენის თეორიის დაცვა; თუმცა, როგორც ავღნიშნეთ, ლ.ბერიას აქტიურობით არც ადგილობრივ კილოებზე შექმნილ სკოლებს გაეხსნათ გზა. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ლ.ბერია დაუპირისპირდა ი.სტალინის მიერ დეკლარირებულ ენობრივ-ეთნიკურ პოლიტიკას (სწორედ ი.სტალინის მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ მის მოწინააღმდეგეებს).

ლ.ბერიას მიერ იმხანად დაკავებულმა მოქნილმა შუალედურმა პოზიციამ და მისადმი სტალინის ნდობამ საქართველო გადაარჩინა ბოლშევიკური "ავტონომიის" სახით შექმნილი კიდევ ერთი ნაღმისგან.


რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლ.ბერია ი.სტალინის ე.წ. "ნაციონალურ" პოლიტიკას 5 წლის შემდეგაც შეეწინააღმდეგა და ამ შემთხვევაშიც თავისი გაიტანა; მოკლედ საკითხის ისტორიის შესახებ:

ი.სტალინის კონცეფციის შესაბამისად, 1926 წელს მეცნიერებათა აკადემიის კომისიამ დამოუკიდებელ ნაციებად წარმოადგინა: ქართველები, მეგრელები, ჭანები, სვანები და ბაცბები.

მეცნიერებათა აკადემიის ენისა და აზროვნების ინსტიტუტმა (საყოველთაო საკავშირო აღწერის დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით) 1937 წელს უფრო დაანაწევრა ქართველი ერი; მისი კვალიფიკაცია ასე გამოიყურებოდა: ქართველები, მეგრელები, ლაზები, სვანები, ბაცბები და აჭარლები.


მეცნიერებათა აკადემიის ანთროპოლოგიის ინსტიტუტმა ამავე წელს (1937) მთავრობას შესთავაზა მესამე კვალიფიკაცია: ქართველები (მეგრელები, ლაზები, სვანები, ბაცბები) და აჭარლები. სწორედ ეს უკანასკნელი დაედო საფუძვლად მეცნიერებათა აკადემიის მიერ მომზადებულ "ეროვნებათა ლექსიკონს" (Словарь национальностей).


1937 წელს ლ.ბერია (იმხანად საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ პირველი მდივანი) კრიტიკულად მიმოიხილავს მეცნიერებათა აკადემიის მიერ ქართველი ერის დანაწევრების საბჭოურ ისტორიას და ი.სტალინს თხოვს:

"აჭარლები ისეთივე ქართველები არიან, როგორიც სხვა კუთხის ქართველები... გთხოვთ, სსრკ გოსპლანს მისცეთ მითითება, გაასწოროს საქართველოს ეროვნების არასწორი კვალიფიკაცია და აჭარლები ჩართოს ქართველი ერის შემადგენლობაში" (Партархив Грузинского филиала ИМЛ при ЦК КПСС, фонд N14, дело 3 152, Опис. N11, Коробка N18).


image


აშკარაა, რომ ლ.ბერია ღიად ეწინააღმდეგება ი.სტალინის მიერ არაერთგზის გამოქვეყნებულ კვალიფიკაციებს (რომელსაც მიჰყვებოდა მეცნიერებათა აკადემიის თითქმის ყველა ინსტიტუტი). მეტიც, მათ, ვინც ქართველ ერს ანაწევრებს, ლ.ბერია უწოდებს ველიკოდერჟავული სულით შეპყრობილთ. ძნელი სათქმელია, ლ.ბერიას ამგვარი შეფასებები თუ კვალიფიკაციები წინასწარ იყო თუ არა შეთანხმებული ი.სტალინთან.


იმედია, თანამედროვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეძლებს საქართველოს ყველა მოქალაქემდე მიიტანოს ობიექტური ენობრივ-ეთნიკური და პოლიტიკური ისტორია, რაც ხელს შეუწყობს ქართველთა ერთიანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების სტაბილურობას; ასევე, იმედია, საბჭოთა აკადემიის მემკვიდრე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების სამეცნიერო განყოფილება დროულად გათავისუფლდება საბჭოური იდეოლოგემებისგან და ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში დაიკავებს მეცნიერულ და ეროვნულ-სახელმწიფოებრივ პოზიციას.


დღეს საქართველოს დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირებების ეპიცენტრშია; შესაბამისად, არსებითია იმის გააზრება, რომ ენობრივ-ეთნიკურად ქართველთა ხელოვნური დაცალკევება არის მოკლე გზა ქართველი ეთნოსის დეზინტეგრაციისა. ისტორიის გათვალისწინებით, იოლია მიხვედრა რომ საქართველოში თუკი განვითარდება გარედან მართული ახალი ე.წ. ეთნოკულტურული რყევები, რუსეთის იმპერიული ძალები იოლად შეძლებენ საქართველოს შემდგომ ტერიტორიულ დანაწევრებას; მაგალითად რუსეთის "იმპერიის" მესვეურნი ღიად აცხადებენ, რომ მათი მიზანია საქართველოს საბოლოო დაშლა, განაპირა რეგიონების საბოლოო ანექსია და ცენტრალურ კავკასიაში გეოპოლიტიკური კონტროლის აღდგენა.


ვფიქრობთ, ეროვნული ხელისუფლების პირობებში საქართველოს თავს ვერავინ მოახვევს სტალინისებრ საინფორმაციო დივერსიებს, ვინაიდან დღეს მაინც არის შესაძლებლობა, ქართველური ენობრივი სამყაროს კვალიფიკაცია მოხდეს ისტორიული რეალობისა და თანამედროვე ტერმინოლოგიური მიდგომების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობაში იმპერიული ძალები დასაყრდენს ვეღარ მოუძებნიან ახალ თადა აშორდიას, მიშო დადიანსა თუ ისაკ ჟვანიას (არადა, ამჟამად სამეგრელოში აშკარად შეინიშნება მეზობელი იმპერიისგან მართული ძალების გააქტიურება). რუსეთის "იმპერიისგან" წამოსული საინფორმაციო იერიშების მოსაგერიებლად მიმდინარე ეტაპზე აუცილებელია სწორი ენობრივი პოლიტიკის შემუშავება; წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო თავიდან ვერ აიცილებს ცუდ პერსპექტივას.


წყარო: ავტორი თამარ ბელქანია.

32
399
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
399
  
2022, 13 ივნისი, 22:27
რის ამომწველი ხარ შე უბედურო :D
აფხაზებს მოუსმინე რეებს ამბობენ, რისი და ვისი ამომწველი ხარ.
2022, 13 ივნისი, 22:17
კარგი შენი ავადმყოფური, ნ.........ი ბუნების ჩვენებაა, ასე განაგრძე. :))))))
2022, 13 ივნისი, 22:14
არ განმეორდება, რადგან გამსახურდიას ,,ისინი გვესვრიან ტყვიებს, ჩვენ - ყვავილებს' (ამან დაღუპა ის უბედური და ქვეყანაც ამას გადააყოლა). ნაცვლად ჩანასახშივე ამოგწვავთ, შაჰის ............!
2022, 13 ივნისი, 22:11
კიდევ რომ განმეორდეს შენ რას იზავ?
იომებ კოლხის შვილო? :D
2022, 13 ივნისი, 22:10
კარგია მერე, რას ხედავ მანდ მიუღებელს და ცუდს?
კიდევ თუ გახდა საჭირო კიდევ უნდა განმეორდეს.
2022, 13 ივნისი, 21:56
კახელები რა შუაში არიან? https://www.youtube.com/watch?v=9NfQt583itA დასაწყისს მოუსმინე, შენზე და შენნაირებზე საუბრობენ, შე შაჰის ..................!
2022, 12 ივნისი, 1:53
ცხრა პროფილი წაუშალე და პროფილებს აკეთებს, ფოტოს არ დებს, სტატიას არ დებს და შემოდის იმის გამო რომ იპარაზიტოს.
იმენა ფაროსანა ხარ :D
2022, 12 ივნისი, 1:52
ხოო და ერთი შესწორება მინდა შევიტანო ამ უსაფუძვლო ბრალდებაში, - მეგრელებს მე ციგნებად არ ვიხსენიებ, სამეგრელო ისტორიული კუთხეა საქართველოში სადაც ქართველები ოდითგან ცხოვრობდნენ და მეტყველებდნენ ტკბილი ქართული ენით.
ციგნებს არც ეთნიკური ნიშნით მოვიხსეიებ, მათ ბოშები ჰქვიათ რაც შენ გგონია ციგანო, და საკმაოდ ძველი ხალხია და ამავე დროს საინტერესოც.
ციგანი ეწოდება ცხოვრების წესს, ყველა ციგანი უკულტურო და ბინძურია, მჩატე და დაგვაჯული, სიცრუე და ორპირობა მათი ცხოვრების წესია, ნეპოტიზმის წყარონი არიან, ამიტომაც ისინი ყველაგან ათვალისწუნებული, გაწიხლული და დევნილნი არიან, თუმცა სადაც ეთქმით, სულ მუდამ სჩივიან რომ დიადნი არიან და მათ ისტორიას იპარავენ, აყალბებენ... სინამდვილეში ეს მათი ნიღაბია ჩაგრულის. მათი სამუდამო მდგომარეობაა იყვნენ აჰასფერნი მარადის.
ამის მერე იმედი მაქვს გაარჩევ ვის ვუწოდებ ციგანს და ვის ქართველს.
2022, 12 ივნისი, 1:48
სად ნახე კახელი შაჰის მიმართ ლოიალური ციგანო?!
კახელები რაც ფერეიდანს წაიყვანა იმდენად უტეხნი და სულით ქართველები იყვნენ დღესაც ქართულ ტკბილ ენაზე საუბრობენ, კახეთის მიწა კი სპარსი და თურქმანი ნეშომპალებითაა განოყიერებული, როცა შენს გარშემო მიწა ცხენის და საქონლის ფუნით ნოყირდება.
რამდენი უჯიშო ციგანი ცხოვრობს საქართველოში თავის "ხაჩა-ხუჩუზე" რომ ჭყლოპინებს, ვაგზლის სხეულით მოვაჭრე ქალების "ლინგვა-ფრანკაა", საღამოს გაისეირნე რა დიალოგები მიდის "კოლხურზე" :))
ეს იცი რისი ბრალია? სათქმელი არაფერი გაქვს, კულტურა შენ არ გაგაჩნია და ისტორია, ამიტომაც გიადვილდება სხვის ფასეულობების შეურაცმყოფა.
მესმის ციგნებისაც, განა არ მესმის რაა.
2022, 12 ივნისი, 1:44
ციგანი კი არა ვარ ტ...ი ვყიდო, ცხენები ვპარო მეზობლებს, საკუთარი შვილები ვყიდო ვერცხლზე... არა, ჩემი გვარი ვაჭრუკანა არასდროს ყოფილა და ამაზე ხმამაღლა მეთქმის კიდეც ციგანო.
იმდენად უსირცხვილო ხარ და უტიფარი, პროფილებს ქმნი, საიტზე რომ შემოხვიდე და იპარაზიტო, სხვის პოსტებზე პროვოკაციული კომენტარი წერო, მერე იმათმა საგვარეულო წიგნი და ოჯახის ხატი ამოგიტრიალონ და ის პროფილებიც დააბლოკინო.
ციგანს ვინ მისცა ნამუსი და ღირსება ეს მიხვდეს. თუ არ გევასები გაეშურე, სხვაგან წერე, პოსტები დადე შემეცნებითი რომ წაიკითხოს ამ საიტის მომხმარებელმა, შენც ისარგებლებ ცოტა ფული გაგიჩნდება და აღარ მოგიწევს აღარც ცხენისპარვა და აღარც შვილების გასხვისება მეზობელ აფხაზებზე და თურქებზე.
დამიჯერე, ქართველი გეუბნება ამას და დაუჯერე, შენზე მეტი აქვს ნანახი და შენზე მეტი გენიც აქვს.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10