კინო გარდაიცვალა ყველასთვის ნაცნობი ემანუელა-მსახიობი სილვია კრისტელი(+ ფოტოგალერეა) 2012, 19 ოქტომბერი, 1:41 ნიდერლანდებში გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი, მთავარი როლის შემსრულებელი ეროტიკული ფილმისა-სილვია კრისტელი. 60 წლის მსახიობი დაიღუპა 18 ოქტომბრის ღამეს. უკვე დიდი ხანია ის კიბოთი იყო ავად. 2012 წლის ივნისში კი ბოლო ქიმიოთერაპიის კურსის გავლის შემდეგ გადაიტანა ინსულტი. ს. კრისტელმა ითამაშა 50-ზე მეტ ფილმში, მაგრამ ყველაზე მეტი პოპულარობა მოუტანა ემანუელამ - ამავე სახელწოდების ფილმში, რომელიც გამოვიდა 1974 წელს. კარიერა მოდელობით დაიწყო. 1973 წელს გაიმარჯვა კონკურსში "ევროპის ტელესახე". შემდეგ ითამაშა ფილმში - "გაშიშვლებული ღობის იქით". მალე ჰოლანდიელი მსახიობი შენიშნა ფრანგმა რეჟისორმა ჟიუსტ ჟაკენმა, რომელმაც შესთავაზა ემანუელას როლი. სურათმა ფურორი მოახდინა მთელს მსოფლიოში, ხოლო პარიზის მთავარ კინოთეატრში მას აჩვენებდნენ ყოველდღე 30 წლის მანძილზე. თემაზე "ემანუელა" შეიქმნა ექვსი ოფიციალური ფილმი თვით სილვიას შესრულებით და ბევრი იმავე სახელწოდების გაგრძელება. 1979 წელს მსახიობმა შეასრლა როლი ჰოლივუდში, ფილმში - "აეროპორტი - 79" და "შიშველი ბომბი", მაგრამ ოკეანისიქეთა სურათებმა არ გაამართლა. შემდეგ მან კიდევ ითამაშა ფილმებში "ლედი ჩატერლეის საყვარელი" და "მატა ჰარი", მაგრამ არც ისინი გახდა პოპულარულები. ის დიდხანს ცხოვრობდა ბელგიელ მწერალთან ჰიუგო კლაუსთან. მერე კი გაყვა ცოლად რეჟისორს-ფილიპ ბლოს. , 373 5-ს მოსწონს
|