მუსიკა როგორ დაიწყო ნანი ბრეგვაძის კარიერა და რომელმა სიმღერამ მოაპოვებინა პირველი პოპულარობა 21 ივლისი, 14:26
დღეს 21 ივლისს დაბადებიდან 88 წელი შეუსრულდა პოპულარულ ქართველ საესტრადო მომღერალს ნანი ბრეგვაძეს;მომღერლის იუბილესთან დაკავშირებით ჩვენ გავიხსენებთ, თუ როგორ დაიწყო ნანი ბრეგვაძის მუსიკალური კარიერა.
ნანი ბრეგვაძე დაიბადა 1936 წლის 21 ივლისს, თბილისში. მამა – გიორგი ეფრემის ძე ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა ალექსანდრეს ასული მიქელაძე ცნობილ დიდგვაროვანთა ოჯახიდან. ნანი ბრეგვაძის ოჯახში ყველა მღეროდა. დიდი ბებია და დეიდა პროფესიონალი მომღერლები იყვნენ, ხოლო დედა, 5 და და ძმა არაჩვეულებრივად მღეროდნენ. ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში ნანი ძველ რუსულ სიმღერებს და რომანსებს, გიტარის თანხლებით ასრულებდა. მუსიკალური სკოლისა და ტექნიკუმის დასრულების შემდეგ ის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი გახდა ფორტეპიანოს კლასით, რომელიც 1961 წელს დაამთავრა. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს მოსკოვში, “ახალგაზრდობის და სტუდენტთა VI საერთაშორისო ფესტივალზე” შედგა მისი პირველი გამოსვლა, მომღერლის რანგში, სიმღერით “ჩავაქრე სანთელი” ნანი გრეგვაძემ ლაურეატის წოდება მოიპოვა. ჯერ კიდევ კონსერვატორიაში სწავლის დროს დედის დაჟინებით ნანი თხოვდება მერაბ მამალაძეზე, დედამისი ოლღა ნანისთან დაახლოებულ ყველა ყმაწვილს დიდი ყურადღებით აკვირდებოდა, მათ შორის იყო მერაბიც, თუმცა ნანი მასში მხოლოდ მეგობარს ხედავდა. დროთა განმავლობაში, მერაბმა თავისით გამოიჩნა ინიციატივა, სასწავლებლიდან მომავალ გოგონას შინ აცილებდა, იჩენდა დიდ ყურადღებას, საჩუქრებითაც ანებივრებდა. დედამ დაარწმუნა გოგონა, ბიჭი კარგი ოჯახიდან არის, აუცილებლად უნდა გაჰყვე ცოლად და ნორმალური ოჯახი შექმნაო. ნანის გათხოვება არ სურდა, თუმცა როცა მერაბი ხელის სათხოვნელად მივიდა, ის, მშობლების რჩევით, დათანხმდა ვაჟის წინადადებას, თუმცა, როგორც ამბობენ, არც იმ დროს და არც შემდეგ მომღერალი მერაბის მიმართ ძლიერ გრძნობას არ განიცდიდა. ნანის დედამ მერაბს პირობა ჩამოართვა, რომ ის გოგონას სიმღერას არ დაუშლიდა, თუმცა მან მოგვიანებით პირობა დაარღვია, მეტიც შემდგომ მისმა მეუღლენ ეჭვიანობაც დაიწყო, ქალიშვილ ეკას(1960წ.) დაბადების შემდეგ მეუღლეს ულტიმატუმი წაუყენა ან - მე, ან - შენი ანსამბლიო. ნანი მზად იყო ოჯახის შესანარჩუნებლად უარი ეთქვა კარიერაზე, თუმცა ანსამბლის ხელმძღვანელმა დაარწმუნა მერაბი, ბოლოჯერ გაეშვა მეუღლე კონცერტზე... მორიგი სიმღერის დასრულების შემდეგ, მერაბი მისულა ნანისთან და უთქვამს: "შენ უნდა იმღეროო!" მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში ნანი დაიღალა ეჭვიანობის სცენებით და მათი ქორწინება დასრულდა. მერაბ მამალაძე და ნანი ბრეგვაძე ამასობაში ნანი საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი. პირველი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება – 1964 წლის გასტროლი მოსკოვის მიუზიქ-ჰოლთან ერთად პარიზში. მაშინ ნანი პირველად გამოვიდა მსოფლიო მნიშვნელობის დარბაზ ‘ოლიმპიაში’, სადაც ორი თვის განმავლობაში მღეროდა. ამ მოვლენამ საბოლოოდ განსაზღვრა ნანი ბრეგვაძის, როგორც მომღერლის ბედი. პარიზიდან დაბრუნებული ნანი მიიწვიეს “ორერაში”, სსრკ-ს მასშტაბით 60-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ანსამბლში სადაც 15 წელი ითანამშრომლა. 1980 წლიდან ნანი ბრეგვაძე სოლო კარიერას იწყებს. ის რუსული რომანსების ერთ-ერთი ყველაზე უბადლო შემსრულებლად ითვლებოდა მთელს საბჭოთა კავშირში. ამი გარდა ნანი სიმღერით ახმოვანებდა ფილმებს და თავადაც გადაღებულია რამდენიმე მხატვრულ ფილმში: „ორერა, სრული სვლით!“ (კამეო, რეჟ. ზაალ კაკაბაძე, 1970), „სამკაული სატრფოსთვის“ (აიშა, რეჟ. თენგიზ აბულაძე, 1971), „მე, პელეს ნათლია!“ (მაკა, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი (უმცრ.), 1991), „სიყვარული აქცენტით“ (რეჟ. რეზო გიგინეიშვილი, 2012), „მხატვრის მუზები“ (რეჟ. შოთა კალანდაძე, 2014, მხატვრულ-დოკუმენტური) და სხვა. კადრი ფილმიდან: „სამკაული სატრფოსთვის“(1971) 149 2-ს მოსწონს
|