x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5 ლოგიკური გამოცანა ჰოლმსებისთვის (პასუხები აქვს)

ამ ნაკრების გამოცანები, არც ისე სერიოზულებია. ასე, რომ, ჩართეთ საკუთარი ლოგიკა, ფანტაზია და არაორიგინალურად იაზროვნეთ... შესაძლოა, თქვენი პასუხები, უფრო საინტერესოც კი იყოს, ვიდრე ორიგინალურია...


1. მოლაპარაკე თუთიყუში


ზოომაღაზიაში გამყიდველი ამტკიცებდა, რომ თუთიყუში ყველა მოსმენილ სიტყვას იმეორებდა. მყიდველმა გაიხარა და ეს სასწაული ფრინველი შეიძინა. მაგრამ, სახლში რომ მივიდა, აღმოაჩინა, რომ თუთიყუში არ ლაპარაკობდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, გამყიდველს მაინც არ მოუტყუებია მყიდველი. ეს როგორ არის შესაძლებელი?


2. უძილობა


ერთი მამაკაცი, დიდი ხნის მანძილზე, ვერ იძინებდა... შემდეგ, ტელეფონი აიღო, სადღაც დარეკა, დაელოდა რამდენიმე ზუმერს, ყურმილი დადო და მშვიდად დაიძინა. მანამდე რატომ ვერ შეძლო დაძინება?


3. შავი ფორდი


ჰენრი ფორდის ცნობილი სლოგანს: «თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ფერის ავტომობილი "ფორდი", იმ პირობით, რომ შავი იქნება» – სავსებით ლოგიკური ახსნა აქვს და ეს, უბრალოდ ფერის ამოჩემება, ან სხვა საღებავის დეფიციტი სულაც არ არის... როგორ ფიქრობთ, რატომ უშვებდა ფორდი, უპირატესად შავი ფერის ავტომობილებს?


4. სატვირთო და ქვეითი


მამაკაცი დიდ სატვირთო მანქანას მართავდა. ფარები არ ენთო. ლამპიონები არ ანათებდა. ცა მოღრუბლული იყო და მთვარეც არ ჩანდა. ქალმა გზის გადაკვეთა, სწორედ მანქანის წინ დაიწყო, მძღოლმა ის დაინახა და გაჩერდა. ეს როგორ მოახერხა?


5. «გენერალური თაგვი»


გერმანელებს არ უნდოდათ იმის აღიარება, რომ ისინი სსრ კავშირის ტერიტორიაზე, წითელმა არმიამ დაამარცხა. ამის ნაცვლად, ამბობდნენ, რომ ომი «გენერალმა ყინვამ», «გენერალმა ტალახმა» და «გენერალმა თაგვმა» მოიგო. ყინვა და ტალახი გასაგებია... თაგვი რა შუაშია?


image


პასუხები:


1. თუთიყუშს მართლაც შეეძლო მოსმენილი სიტყვის გამეორება — ამაში გამყიდველი არ იტყუებოდა. მაგრამ, თუთიყუში ყრუ იყო, ვერაფერს იგებდა და ამიტომ, არაფერს იმეორებდა.


2. მამაკაც არ აძინებდა მეზობლის ხვრინვის ხმა, რომელიც კედლის მიღმა ისმოდა. ტელეფონზე დარეკვით, მან ის გააღვიძა... და როგორც კი ხვრინვის ხმა შეწყდა, სიჩუმეში, მშვიდად დაიძინა.


3. როგორც ცნობილია, ჰენრი ფორდმა მანქანების კონვეიერული წესით წარმოება გამოიგონა. მის საწარმოში ავტომობილების წარმოება სწრაფად ხდებოდა. იმ დროს კი, ყველაზე სწრაფად, იაპონური წარმოების, შავი საღებავი შრებოდა... მიზეზიც სწორედ ეს იყო – ვიდრე ავტომობილი კონვეიერიდან ჩამოვიდოდა, ის გაშრობას ასწრებდა.


4. უბრალოდ, დღე იყო და ყველაფერი კარგად ჩანდა...


5. გერმანული ტანკების გაყვანილობა თაგვებმა გადაღრღნეს. imageimage

არხის სხვა სიახლეები:


* 20 საინტერესო ფაქტი ჩვენი სამყაროს შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ

* მათ არ იცოდნენ რა იყო ბორბალი და ქვის ქალაქები ააშენეს?! ზეციდან მოსული ინდიელთა "ღმერთები"

* უცხოპლანეტელების მთავარი უძველესი კოსმოდრომი ჩვენს პლანეტაზე

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
175
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0