x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"საინტერესოა, რამ შეაცვლევინა ბატონ ჩა**ის პოლიტიკური ორიენტაცია?"-გელა ზედელაშვილი
image

"გაცვეთილი “პლასტინკა''!

ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო!



ეს დაფხაჭნილი დუპლეტი აქამდე იძახდა, ჩაგიფსით ღვინოში, რუსეთი საერთოდ არ გვჭირდება, სხვაგან გაყიდეთ ღვინოც და “ბორჯომიცო'', ახლა იძახის, არც ფრენების აღდგენაა პრობლემა, არც ღვინის გაყიდვაა პრობლემა, არც რუსი ტურისტების შემოსვლაა პრობლემაო.

ესა, კაცო, ცოტა ხანში წითელ მოედანზე სურათსაც გადაღებს.


უყვართ ამათ “მაიდნები'', ხან წითელი, ხან ნარინჯისფერი, ხან კიდე შოკოლადისფერი. როცა რომელი აწყობთ, იმ კუთხიდან უბერავენ.

ისე, საინტერესოა, რამ შეაცვლევინა ბატონ ჩაჯვის პოლიტიკური ორიენტაცია? ის ხომ გაცოფებული პრო...ჭი კი არა, ის ხომ გავარვარებული პრო... ევროპიელი იყო? ნუთუ ვარაუდზე მობარბაცე ჯოს გადაჩეხვამ იმოქმედა ასე? ნუთუ ტრამპის ტრიუმფმა ამცნო ახალი სიოს წამობერვა?


მე არ ვიცი, ეს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს თუ არა ერთმანეთს, მაგრამ ფაქტია, ამათ დაობებულ ტვინში რაღაც მოხდა, რაღაც გადატრიალების მსგავსი. შეიძლება სულ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე, შეიძლება ბატონი ჩაჯვი ფიქრობს, რომ ასეთი პრო...ჭუჭულიკური საქციელით ამ არჩევნებში რამეს მოიგებს, თავის უაღრესად მწირ ელექტორატს გაამდიდრებს.

თუმცა!

ახლა რასაც არ უნდა ჩალიჩობდეს, ამაოა!

გვახსოვს, გვახსოვს, ყველას კარგად გვახსოვს, რეები იკადრა წინა არჩევნების დროს, რეები იკადრა 2012 წლიდან მოყოლებული და ისიც კარგად ვიცით, როგორი მყრალი ბალღამი ტრიალებს მის გულ-მუცელსა და გონებაში.

ამას ჰგონია, საქართველოს მოსახლეობას ამნეზია სჭირს და ამიტომაც მოირგო ცხვრის ტყავი. ამ დროს ვერც თუ არც გრძნობს, როგორ სასაცილო მდგომარეობაშია წაკუზული!

არაო, კაცო, რას ლაპარაკობო, - ჩააბარა ახლებური აღსარება თავისსავე ბინძურ ტელევიზიას, - თუ ხალხს უნდა რუსეთთან ურთიერთობა, თუ ფრენებიც საჭიროა, თუ ღვინისა და სხვა პროდუქტების გატანა მომგებიანია, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვსო.

ჩვენო, მრავლობითში ლაპარაკობს, გეგონება ბევრნი არიან.

ისე, პერიოდულად სხვა ეჭვიც მიჩნდება - დავიჯერო, მოსკოვიდან მიიღო მორიგი დავალება?

რავი, ზოგიერთი “დაკაცებული'' ოპოზიციონერი თუ რუბლებს იღებს პირდაპირ კრემლიდან, რატომ არ შეიძლება, ამან დავალება მიიღოს?

არა, რაააააა!

აეგეთი “ჩორტიკო ზნაეტები'' თუ მენახოს ცხოვრებაში, მე ვიყო პარტიიდან გაგდებული კურკუმალ ვაითი!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.


0
155
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0