x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მათ ზღვარგადასულ ფუფუნებას ქველმოქმედება არჩიეს – ყველაზე მოკრძალებული ვარსკვლავები

ბევრი ჩვენგანი ადევნებს თვალს ცნობილი ადამიანების ცხოვრებას: ისინი ხშირ შემთხვევაში, ინდივიდუალურად დაკვეთილი ავტომობილებით დადიან, მხოლოდ ცნობილი დიზაინერების ძვირად ღირებულ სამოსს ატარებენ, ცხოვრობენ ძვირად ღირებულ ვილებში...
მაგრამ, ყველა ვარსკვლავი ასე არ იქცევა. არიან ისეთებიც, უფრო მოკრძალებული ცხოვრების წესით რომ ცხოვრობენ, ხოლო ჰონორარების დიდ ნაწილს ქველმოქმედებაზე, ან საინტერესო პროექტების დაფინანსებაზე ხარჯავენ.

ეს სტატიაც სწორედ ამ ადამიანებზეა — მათზე, ვინც ფულის ყადრი კარგად იცის:


ანჯელინა ჯოლიimage


2001 კამბოჯაში ჩასულმა მსახიობმა ნახა, თუ როგორ გაჭირვებაში ცხოვრობენ მესამე სამყაროს ქვეყნებში ადამიანები და აქტიურად დაიწყო მათთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა და მათ დასახმარებლად, არაერთი საქველმოქმედო ფონდი დააარსა.

2013 წელს ანჯელინა ჯოლიმ ჰუმანიტარული «ოსკარი» მიიღო, ქველმოქმედებისთვის გაღებული ღვაწლისთვის.


ლეონარდო დიკაპრიოimage


მსახიობი კარიერის დასაწყისშივე მიხვდა, რომ ფულის დაგროვება ბედნიერებას ვერ მოუტანდა და უკვე 1998 წელს შექმნა საქველმოქმედო ფონდი Leonardo DiCaprio Foundation.
ამჟამად, ის აქტიურად არის დაკავებული ეკოლოგიის საკითხებით. მან კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთარი ფილმიც კი გადაიღო.

არის გაეროს კეთილი ნების ელჩი.


კირა ნაიტლიimage


კირამ თავისთვის ყოველკვირეული თანხის ლიმიტი დააწესა და თუ რამე ნივთის არაგეგმური შეძენა არა მოუხდა, არასდროს აჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ბიუჯეტს.
მსახიობი ამბობს, რომ ლუქსს კლასის ცხოვრება მისთვის არ არის, — რადგან ასე, ის ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობას ვეღარ შეძლებდა.


რიზ უიზერსპუნიimage


რიზს არ უყვარს შვილების განებივრება და მათთვის მხოლოდ იმას ყიდულობს, რაც აუცილებელია. ის ასევე მონაწილეობს მზრუნველობას მოკლებული ამერიკელი და კანადელი ბავშვებისთვის სათამაშოების, წიგნების და სხვა საჭირო ნივთების შეგროვებაში.
მსახიობი — საქველმოქმედო ფონდის Avon-ის თავმჯდომარეა და აქტიურად გამოდის მკერდის კიბოს პროფილაქტიკის მოწოდებებით.


კიანუ რივზიimage


რივზი არ ყიდულობს სასახლეებს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს. «მატრიცაში» აღებული ჰონორარის (80 მლნ. დოლარი) 90 % მან გრიმიორებს და ფილმზე მომუშავე სხვა ტექნიკურ პერსონალს დაურიგა, რადგან ჩათვალა, რომ მათ მეტისმეტად დაბალი ხელფასი ჰქონდათ.
მსახიობმა კიბოს დაავადებებთან ბრძოლის ფონდი დააარსა და კატეგორიული უარი თქვა მისთვის საკუთარი სახელის დარქმევაზე.


სარა ჯესიკა პარკერიimage


მსახიობი მხოლოდ თვითონ კი არ აკეთებს ეკონომიას, – ბავშვებიც მიაჩვია ცხოვრების ამ სტილზე. ის ხშირად სტუმრობს მეორადების მაღაზიებს, ხოლო ქალიშვილებს სამოსს თავად უკერავს.
პარკერი — გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩია და ჰოლივუდის ქალთა პოლიტიკური კომიტეტის წევრი.


რასელ კროუimage


კროუს თავისუფლად შეეძლო ფუფუნებაში ცხოვრება, მაგრამ ავსტრალიაში პატარა რანჩო იყიდა და ძველი ჯიპით დადის.
ის რეგულარულად, მხოლოდ საქველმოქმედო ფონდებს კი არ აფინანსებს, ასევე ეხმარება თაყვანისმცემლებსაც, რომლებსაც ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.


კრისტიან ბეილიimage


მსახიობი ფუფუნებით ცხოვრების თაყვანისმცემელი არ არის და გამომუშავებულ ჰონორარებს აქტიურად რიცხავს სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებში. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღიარა, რომ სიმდიდრე მისთვის არაფერს ნიშნავსო.


ჯესიკა ალბაimage


ჯესიკა — ეკონომიური დედა და ბავშვის ეკოლოგიური საფენების კომპანიის დამაარსებელია. ის ჩვეულებრივ, მას-მარკეტში შეძენილ სამოსს ატარებს და ხანდახან, საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც სარგებლობს.
მსახიობი ხშირად მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში: ეხმარება აფრიკელ ბავშვებს, აფინანსებს დაკარგული ბავშვების ძებნის და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის პროექტებს.


სანდრა ბალოკიimage


მსახიობს ჰუმანიტარული გრემი აქვს მიღებული, სტიქიური უბედურებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისთვის. გარდა ამისა, ის ეხმარება სკოლებს და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, აწყობს აუქციონებს და ამოღებულ თანხას, სოციალურად დაუცველი ბავშვების ფონდში რიცხავს. მან წითელი ჯვრის ფონდში, 1 მლნ. დოლარი, უკვე არაერთხელ გადარიცხა.


ჯენიფერ გარნერიimage


ჰოლივუდის ვარსკვლავის ნახვა ხშირად შეიძლება ბაზარში. მას ძალიან უყვარს ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობა. მსახიობი აქტიურად თანამშრომლობს Save the Chidren ფონდთან, რომელიც განვითარებადი ქვეყნების სოციალურად დაუცველ ბავშვებს ეხმარება.


ჯენიფერ ლოურენსიimage


პოპულარული მსახიობი, ჩვეულებრივი, სერიული წარმოების, Volkswagen Eos მარკის ავტომობილი ჰყავს და როგორც თავად ამბობს, იაფფასიანი გართობის მოყვარულია – გემრიელობა და ტელევიზორი, სულ ეს არის. ხოლო, გამომუშავებული თანხის უდიდეს ნაწილს ქველმოქმედებაზე ხარჯავს.


კვენტინ ტარანტინოimage


ყველასთვის ცნობილ რეჟისორს, სრული ბედნიერებისთვის, ძვირად ღირებული ავტომობილები არ ესაჭიროება. მისი ინტერესის ობიექტი — კინო რეკვიზიტებია და მას ამ ნივთების კარგი კოლექცია აქვს. გარდა ამისა, ტარანტინო რეგულარულად ეხმარება სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულ მოსახლეობას.


ისინი უარს ამბობენ ბრილიანტებზე და ლამაზ ცხოვრებაზე, ქველმოქმედების სასარგებლოდ. და ამ ადამიანებით აღფრთოვანება, ნამდვილად რომ, მუდმივად შეიძლება.


imageარხის სხვა სიახლეები:


* ვინ ასწავლიდა უძველეს ხალხებს ბრინჯაოს და რკინის გამოდნობა და დამუშავება?

* ფეხბურთელების 10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი და ყველაზე ძვირიანი მანქანის მფლობელი

* უცნაური მოვლენები მთვარეზე, რომელსაც მეცნიერებმა ახსნა ვერ მოუძებნეს

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
66
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0