x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
როგორ განასხვავებდნენ ნაცისტები ებრაელ ქალებს

image


ებრაელი მამაკაცების გერმანელებისგან გასარჩევად ბევრ ოხუნჯს შეუძლია საკმაოდ მარტივი და ელეგანტური გზის შეთავაზება, თუმცა ქალებისთვის მათი სხეულის სპეციფიკური აგებულებისდა გამო სამწუხაროდ აღნიშნული მეთოდი არაეფექტურია, ამიტომ მესამე რაიხის ხელისუფლების წარმომადგენლებს უფრო მეტი წინადახედულება და სხვადასხვა მეთოდის მოფიქრება უწევდათ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც მათი კლანჭებისგან დაძვრენა და გადარჩენა მაინც მოახერხა. "ისრაელის" შვილები პატიოსანი ბიურგერებისგან რომ განესხვავებინათ (განურჩევლად სქესისა) ნაცისტები განვითარებულ გერმანულ ბიუროკრატიას იყენებდნენ, რაც გულისხმობდა ინფორმატორებისგან მიღებულ ინფორმაციას და "ტიპური გარეგნობის მახასიათებლების" აღმნიშვნელ ცნობარებს. მოდით, დავიწყოთ ყველაზე პირველით, მით უმეტეს, რომ ეს მეთოდი ყველაზე მარტივად და საიმედოდ ითვლებოდა.


image


1933-1945 წლებში ერთადერთი, მმართველი პარტიის "ნსდაპ"-ის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მან თავისი "ბინძური" ხელები ყველა შესაძლო ებრაული ორგანიზაციის არქივს შეახო: კერძო სკოლებს (როგორც საერო, ასევე რელიგიურს), საქველმოქმედო საზოგადოებებს, მოხუცთა თავშესაფრებს, სინაგოგებს, ორგანიზაციებს, რომლებიც დაკრძალვის მომსახურებას უზრუნველყოფდნენ. მთელს მსოფლიოში ასეთი ოფისები აგროვებდნენ დეტალურ დოსიეებს მათი სერვისების მომხმარებლების შესახებ, მათ შორის ინფორმაციას მათივე ნათესავების შესახებ. ამა თუ იმ ადამიანს იუდეურ რელიგიასთან საერთო რომ არც არაფერი ჰქონოდა და თავი უბრალო გერმანელად მიეჩნია მისი იდენტიფიცირებაც კი უპრობლემოდ შეიძლებოდა.


image


განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანი იყო იმ მიზეზით, რომ გერმანელებმა უარყვეს ეროვნების განსაზღვრის რელიგიური მიდგომა, რომელიც მიღებული იყო ძველ ევროპაში. ისინი ებრაელობას წმინდა რასობრივი თვალსაზრისით უყურებდნენ, ამიტომ ითვლებოდა ამ ხალხის წარმომადგენელად სამი ებრაელი ბებია-ბაბუის მქონე პირი. ებრაული წარმოშობის ორი წინაპრის ყოლის შემთხვევაში, ის ნახევრად ებრაელად ითვლებოდა - რაც სიცოცხლის ერთგვარი გარანტი იყო, თუმცა პირს გარკვეული უფლებების დაკარგვისგან მაინც ვერ იცავდა. გერმანელი ებრაელების დიდი ნაწილი ბანაკებში სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე წავიდა - ყველაფერი იმდენად აშკარა იყო, რომ ისინი არაფრის უარყოფას არ აპირებდნენ, მაგრამ ზოგიერთმა ადამიანმა სამუდამოდ გაწყვიტა კავშირი საკუთარ ხალხთან, ზოგმა კი ყალბი დოკუმენტები გამოიყენა. სწორედ ამიტომ იყო მეორე მეთოდი ასეთი მნიშვნელოვანი "დევიატორების" იდენტიფიცირებისთვის. ამ შემთხვევაში, ეს იყო ინფორმატორების მოზიდვა.


image


მესამე რაიხის ისტორიკოსები უზარმაზარ ციფრებს ასახელებენ - სამი გერმანელიდან თითქმის ორი ნებაყოფლობით ხდებოდა გესტაპოს ინფორმატორი. ამიტომ, თუ ადამიანი ოდესმე სტუმრად იღებდა რაბინს, რომელიც უარს იტყოდა ღორის ფარშისგან მომზადებულ ღვეზელზე, ან თუ შაბათობით ნებისმიერი სამუშაოს გაკეთებისგან თავს იკავებდა, "პატიოსან" გერმანელს შეეძლო ამის შესახებ საჭირო ადგილას შეეტყობინებინა, რომელსაც მალევე მიაკითხავდნენ. სხვათა შორის, გესტაპო აქტიურად იზიდავდა პროვოკატორებსაც - ებრაულ თემში არსებულ მჭევრმეტყველ და კარგი კავშირების მქონე ადამიანებს. საკუთარი სიცოცხლის ან საყვარელი ადამიანების გადასარჩენად მათ შეეძლოთ იპოვათ და ხელისუფლებისთვის გადაეცათ ის თანამემამულეები, რომლებმაც თავიანთი ნამდვილი წარმოშობის დამალვა შეძლეს. ცნობილია, რომ გაქცევის მცდელობამდე გერმანიის პოლიტიკური პოლიციის უფროსმა ჰაინრიხ მიულერმა პირადად დაწვა ასობით, თუ არა ათასობით მისი ებრაელი აგენტების პირადი საქმე.


image


გარდა ამისა, აქტიურად გამოიყენებოდა არიული და არაარიული გარეგნობის ამსახველი სხვადასხვა საცნობარო წიგნებიც. იმ დროს ისინი ისეთივე პოპულარობით სარგებლობდა, როგორც ახლა ჰოროსკოპები და მსგავსი სისულელეები. ყველა დიასახლისმა მშვენივრად იცოდა, როგორი ცხვირი და ყურის ბიბილოები ჰქონდათ ებრაელებს, თუმცა უხამსი იყო ფიურერის ყურის ბიბილოების ფორმაზე საუბარი. პრობლემა იმაში მდომარეობდა, რომ "ტიპური ფიზიკური მახასიათებლების" იდეა არამეცნიერულად მიიჩნეოდა, ამიტომ შეცდომები ხშირად ხდებოდა. ამრიგად, "იდეალური არიელი ჯარისკაცი" ვერნერ გოლდბერგი ნახევრად ებრაელი იყო, ხოლო ჰიტლერის მუქკანიანი პირადი ექიმი, თეო მორელი - გერმანელი გახლდათ. ასევე ებრაელი იყო გოგონა ჰესი ლევინსონიც, რომელიც სპეციალურ კონკურსზე გადაღებული ფოტოს საფუძველზე "იდეალურ არიელ ჩვილად" იქნა აღიარებული, მოხუცი მიულერის პროვოკატორი ქერათმანი სტელა გოლდშლაგიც ებრაელი იყო, ისევე როგორც ებრაელი გახლდათ თავად ფიურერის პატარა მეგობარი, ბერნი ნინაუც.









0
620
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
620