x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკაში სიკვდილმისჯილ დამნაშავეს, სასჯელის აღსრულებამდე 20 წუთით ადრე, სიცოცხლე შეუნარჩუნეს
image

აშშ-ში სიკვდილმისჯილის დასჯა ინექციის გაკეთებამდე 20 წუთით ადრე გადაიდო.




აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დამნაშავეს სასჯელის აღსრულებამდე სულ ცოტა ხნით ადრე სიცოცხლე შეუნარჩუნა, რათა მისი შუამდგომლობა განეხილოს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.


რუბენ გუტიერესი გაასამართლეს 1998 წელს 85 წლის ქალის მკვლელობის გამო. პროკურორის თქმით, მამაკაცის მოტივი იყო 600 ათასი დოლარის (დაახლოებით 1, 6 მილიონი ლარი) დაუფლების სურვილი, რომელსაც მსხვერპლი საკუთარ საძინებელში მალავდა. გუტიერესს სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ განაგრძობდა საკუთარი უდანაშაულობის მტკიცებას.



მამაკაცმა საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად დნმ-ის ტესტი მოითხოვა. გუტიერესის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ სასამართლო პროცესის დროს სასამართლომ არ მიუღია რაიმე ნივთიერი ან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მტკიცებულება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს კანონიერად გამოასალმონ სიცოცხლეს მათი კლიენტი.

image

ადვოკატებმა შესაბამისი საჩივარი ქვეყნის უმაღლეს სასამართლოში შეიტანეს. სასიკვდილო ინექციამდე 20 წუთით ადრე გუტიერესს აცნობეს, რომ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა განეხილა მისი საჩივარი, ამიტომ აღსრულება გადაიდო.


ციხის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ამ ამბის გაგონებაზე სიკვდილმისჯილს ტირილი აუტყდა. შემდეგ კი გუტიერესმა ციხის მამაოსთან ერთად ილოცა და განაცხადა, რომ ღმერთი დიდია.


პროკურორები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან. ცნობილია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გუტიერესს სასჯელის აღსრულებიდან ვადა გადაიდო. ბრალდების მხარის განცხადებით, ადვოკატები განზრახ აჭიანურებენ საქმის დასრულებას.

0
453
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0