x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ტოპ - 5 ფილმი, რომელშიც მსახიობები ნასვამ მდგომარეობაში თამაშობდნენ

image


ზოგჯერ ფილმის გადაღების პროცესი იმდენად რთული და დამღლელია, რომ გადამღები ჯგუფის წევრებს ნერვები არ ჰყოფნით. ყველა ცდილობს განტვირთვის საკუთარი გზა იპოვოს. ზოგი მაგალითად გადაღების პროცესში ან მის მერე ხსნას ალკოჰოლში პოულობს, ასე დაემართა ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირებსაც. წარმოგიდგენთ 5 მსახიობს, რომელმაც სპირტიანი სასმელი შუა გადაღების დროს მიიღო, თუმცა ამ ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის ალკოჰოლურ თრობას ხელი თავიანთი საქმის იდეალურად შესრულებაში ხელი არანაირად არ შეუშლია.



მარტინ შინი დრამაში "აპოკალიფსი ახლა" (1979)


image


ლეგენდარული ფილმი "აპოკალიფსი ახლა" სერიოზულ გამოწვევად არა მხოლოდ მსახიობებისთვის, არამედ თავად რეჟისორისთვისაც კი იქცა. მაგალითად, ფრენსის ფორდ კოპოლამ წონაში 30 კგ დაიკლო, მარტინ შინმა კი გულის შეტევა მიიღო, მიუხედავად ამისა, ალკოჰოლის გარეშე მუშაობის დაწყება მან მაინც ვერ შეძლო. მისი პერსონაჟის ყველა გიჟური გამოხტომა ფაქტობრივად სუფთა იმპროვიზაცია იყო... "მთვრალი" იმპროვიზაცია...




ბრედ პიტი და ედვარდ ნორტონი ფილმში "მებრძოლთა კლუბი" (1999)


image


დევიდ ფინჩერმა "მებრძოლთა კლუბის" გადაღების პროცესში საინტერესო მომენტი "დაიჭირა", საუბარია კადრებზე, სადაც მსახიობები ბრედ პიტი და ედვარდ ნორტონი ნასვამები არიან. "საჭირო" კონდიციაში მყოფ მსახიობებს რეჟისორმა ტექსტი მისცა და სასურველი სცენის გადაღებაც დაიწყო, ლეგენდარულმა რეჟისორმა აღნიშნული ეპიზოდის გადაღებას ერთი საათი მოანდომა. ასე მივიღეთ მთხრობელის ტაილერ დერდენთან საუბრის გენიალური ეპიზოდი.




ბილი ბობ თორნტონი ფილმში "ცუდი სანტა" (2003)


image



უნდა ვაღიაროთ რომ ფილმი "ცუდი სანტა" არ გამოვიდოდა ისეთი შთამბეჭდავი რომ არა მთავარი როლის შემსრულებელი. ბევრმა იცის, რომ ბილი ბობ თორნტონმა სანტას როლი შეასრულა, რომელიც მთელი გადაღების პროცესში ფხიზელი პრაქტიკულად არასდროს ყოფილა.




მილა კუნისი და ნატალი პორტმანი ფილმში "შავი გედი" (2010)


image


შესაძლოა, ეს მხოლოდ ფილმ "შავი გედის" რეჟისორის დარენ არონოვსკის მიერ გავრცელებული ჭორია, თუმცა მისი თქმით, ნატალი პორტმანმა და მილა კუნისმა ეროტიკულ სცენაში გადასაღებად ტეკილას მთელი ბოთლი დაცალეს. რეჟისორის თქმით, გადაღების დროს ორივე მათგანი საკმაოდ ნასვამი იყო.



მარგო რობი ფილმში "უოლ-სტრიტის მგელი" (2013)


image


როგორც ჩანს, ალკოჰოლის გარეშე ლეო დიკაპრიოსთან ერთად ეროტიკულ სცენაში თამაში მარგო რობიმაც ვერ შეძლო. მსახიობის თქმით, მან "გამბედაობისთვის" მხოლოდ სამი ჭიქა ტეკილა დალია, მისი მტკიცებით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნის ეს ერთადერთი შემთხვევა იყო მთელი ფილმის გადაღების განმავლობაში.







0
281
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
281