პოლიტიკა არგენტინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან დაითხოვა მინისტრის მოადგილე, იმის გამო, რომ მესის რასისტული სიმღერის გამო ბოდიშის მოხდა მოთხოვა 18 ივლისი, 18:04 როგორც მილეის ადმინისტრაციამ განმარტა, ჩინოვნიკებს არ აქვთ უფლება ვინმეს თავიანთი მოსაზრება მოახვიონ. თავისი აბსურდულობით წარმოუდგენელი მსოფლიო საფეხბურთო სკანდალი, პოლიტიკურ სკანდალში გადაიზარდა. და ეს ყველაფერი საფრანგეთის ნაკრების მიმართ შეურაცხმყოფელი და რასისტული სკანდირების გამო დაიწყო. სკანდალი, რომელსაც ჩინოვნიკები თანამდებობა შეეწირა და გამოძიება უმაღლეს დონეზე დაიწყო, მოხდა მას შემდეგ, როდესაც არგენტინის ნაკრებმა - 15 ივლისის ღამეს მოიგო ამერიკის თასი . ზეიმის დროს, სახლისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე ფეხბურთელმა გაიხსენა წინა ტრიუმფი საფრანგეთის ნაკრებთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და პირდაპირ ეთერში შეასრულეს ფრანგი ფეხბურთელების მისამართით შეურაცხმყოფელი სიმღერა, რომელიც გამოიგონეს არგენტინელმა გულშემატკივრებმა: „მისმინეთ და გაავრცელეთ. ისინი თამაშობენ საფრანგეთში, მაგრამ ყველა ანგოლადან არიან. კარგად დარბიან. მათი დედები ნიგერიელები არიან, მამები კამერუნელები, მაგრამ მათ პასპორტში უწერიათ „ფრანგი“, -ასეთია სიმღერის თარგმანი ტრანსლაციას ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, ჩელსის ნახევარმცველი ენცო ფერნანდესი უძღვებოდა. და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ფრანგი ლეგიონერი თამაშობს ჩელსიში (კრისტოფერ ნკუნკუ, ალექს დისი, მალო გუსტო, ბენუა ბადიაშილე, ვესლი ფოფანა, ლესლი უგოჩუკვუ, მალანგ სარი). მათ დაიწყეს ფერნანდესის პუბლიკაციის კრიტიკა.ახლა ინგლისური კლუბის გულშემატკივრები "ჩელსის" ოფიციალურ გვერდზე შტურმით უტევენ და ითხოვენ არგენტინელის გუნდიდან გარიცხვას ითხოვენ. მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არ არის . მოგვიანებით მთელი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია განაწყენდა. ორგანიზაციამ "ფიფაში" საჩივარი შეიტანა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა. არგენტინის მთავრობაში ზოგმა მხარი დაუჭირა საფრანგეთის მოთხოვნებს, ზოგი კი მტრულად შეხვდა მათ და ცეცხლზე ნავთი დაასხა. "ვერც ერთი კოლონიური ქვეყანა ვერ დაგვჩაგრავს სიმღერისთვის ან სიმართლის თქმისთვის, რომლის აღიარებაც არ უნდათ. შეწყვიტეთ მოჩვენებითი აღშფოთება, თვალთმაქცებო", - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ვიქტორია ვილარუელმა. ვიდეოს გამოქვეყნებიდან ორი დღის შემდეგ, ოთხშაბათს, არგენტინის სპორტის მინისტრის მოადგილემ ხულიო გარომ ინტერვიუ მისცა რადიო Urbana Play-ს, სადაც მან თქვა, რომ ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ლეონელ მესიმ და არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელმა ( AFA) კლაუდიო ტაპიამ ბოდიში უნდა მოეხადოდ სკანდალისთვის. „ მიმაჩნია, რომ ეს გასაკეთებელია, ასეთი სიტუაცია ცუდ სახელს ანიჭებს ჩვენს ქვეყანას, აუცილებელია ჩვენ ვიქცეთ სამაგალითოდ“, - განაცხადა ჩინოვნიკმა რადიოსადგურზე. არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი ხულიო გაროს ინტერვიუს გამოეხმაურა და თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მისი გადადგომა იმით ახსნა, რომ ქვეყანაში არც ერთ თანამდებობის პირს არ აქვს უფლება უთხრას ხალხს, როგორ იცხოვრონ და იმოქმედონ. „პრეზიდენტის ოფისი გვირჩევს, რომ არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება უკარნახოს რა კომენტარი გააკეთოს, რა იფიქროს და რა გააკეთოს არგენტინის ეროვნულ გუნდმა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი და ამერიკის ორგზის ჩემპიონია, ან თუნდაც ნებისმიერ მოქალაქეს. ამ მიზეზით, ხულიო გარო წყვეტს ქვეყნის სპორტის მინისტრის მოადგილეს ყოფნას“, - წერს არგენტინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მოგვიანებით, ენცო ფერნანდესმა მაინც ბოდიში მოიხადა თავისი ქმედებისთვის და წაშალა ვიდეო სოციალური ქსელებიდან. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი სკანდალი თავისთავად დაივიწყებას მიეცეს. "ჩელსიში" მას მინიმუმ დიდი ჯარიმა ემუქრება, თუ, რა თქმა უნდა, გულშემატკივრებმა არ მოინდომეს მისი გაყიდვა და ამის გარდა როგორ დასრულდება FIFA-ს გამოძიება, ჯერ კიდევ გასარკვევია. 232 3-ს მოსწონს |
ისე კი,ეს პრეზიდენტი მაგარი კაცი ყავთ,ლიბერტარიანელია და როგორი რეაგირება გააკეთა ფეხბურთელების მიმართ ზეწოლაზე.აქაური ლიბერტარიანელები ანუ გირჩები გამადიდებელით აკვირდებიან არგენტინას,რას იზავს ის კარგი კაცი. ბევრმა შეიძლება არ იცის,მარა ხავიერ მილეის ზედმეტ სახელი აქვს "ელ ლოკო" ანუ გიჟი:) საფეხბურთო სამყაროშიც არის ამ ზედმეტს სახელით,მარსელო ბიელსაც ეძახიან "ელ ლოკოს" კიდევ და ისიც მაგარი კაცია. გიჟები არიან,თუმცა კარგი გაგებით გიჟები.
ჩვენ ამ მხრივ არხეინად ვართ,ყველა ქართველი ან ნახევრად ქართველი თამაშობს ნაკრებში,თუმცა სიტუაცია ისე ლაგდება,რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.თუ ზანგმა ჭავჭავაძემ იბურთავა ჩვენს ნაკრებში,მერე ნახეთ ცირკი და მაიმუნობა