x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"გავიხადე ბიუსტჰალტერი... მან ის მიიღო, რაც სურდა და მეც... " - რა გადაიტანა ქეით მოსიმ?
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.




image




როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.





მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ძალიან კარგად იცნობენ ვიქტორია სეკრეტის სააგენტოს. მის კოსმეტიკურ პროდუქციას თუ ქალღმერთ მოდელებს, რომლებიც თითქმის უანალოგოები არიან და ეკრანებიდან თუ ჟურნალებიდან მათი ცქერა გვაფიქრებინებს, რომ შორს ვართ მათი იდეალურობისგან. თუმცა, არც ასეა საქმე.




image



ვიქტორია სეკრეტის ერთ-ერთი ანგელოზი ქეით მოსის ყველაზე საყვარელი დევიზია «Never complain, never explain» (არასოდეს ინანო და არსოდეს განმარტო). მოდელს მართლაც არასოდეს უსაუბრია იმაზე, თუ რა სირთულეებს ხვდებოდა მოდელად მუშაობის პერიდოში. რადიო გადაცემაში Desert Island Discs ის გაიხსნა და მოგვიყვა თავისი კარიერის დასწისისას გადამხდარ უსიამოვნო ინციდენტზე.




"ცუდი გამოცდილება მქონდა იმ დროს, როდესაც თეთრეულის კატალოგისთვის გადაღებებზე მიმიწვიეს. სულ რაღაც 15 წლის ვიყავი. ფოტოგრაფმა მკაცრად მომთხოვა, რომ მაისური გამეხადა და მე მისი მოთხოვნა შევასრულე. ძალიან მრცხვენოდა, თუმცა ცოტა დავძლიე. მან არ იკმარა და შემდეგ ბიუსტჰალტერის გახდა მთხოვა, რაზეც ძალიან გავბრაზდი, ავიღე ჩემი ნივთები და გავიქეცი. ვფიქრობ, ამ ფაქტმა უფრო გაამძაფრა ჩემი ინტიქტები".




image



მოდელმა ასევე ისაუბრა ჟურნალთან The Face. "მაშინ 16 წლის ვიყავი, როდესაც ფოტოგრაფ კორინ დეისთან კემბერ სენდსის სანაპიროზე ჟურნალი Elle-სთვის გადაღებებზე ვმუშაობდი. მან მითხრა, თუ არ გავიხდიდი ბიუსტჰალტერს, ის შეწყვეტდა Elle-სთვის ჩემს გადაღებას. ძალიან მეწყინა და ტირილი დავიწყე, ის ჩემი მეგობარი იყო, ამიტომ ძალიან მრცხვენოდა და მწყინდა, თუმცა მისი თხოვნა შევასრულე. ფოტოები საოცარი იყო. მან ის მიიღო, რაც სურდა და მეც... ფოტოებმა შეცვალეს ჩემი კარიერა".



image




შეგახსენებთ, რომ ქეით მოსი 1990-2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი იყო. 14 წლის ასაკში იგი ნიუ-იორკის აეროპორტში შენიშნა Storm-ის სააგენტოს დირექტორმა სარა დუკასმა, რომელმაც მოსი მიიწვია, რომ თავი მოდელად გამოეცადა. ორი წლის შემდეგ ქეითი გამოჩნდა ჟურნალ Face-ს გარეკანზე. 2007 წელს ჟურნალმა Time-მა იგი დაასახელა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის.



image



0
841
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
841
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0