x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საბჭოთა კავშირის თასი ფეხბურთში- გათამაშების ისტორია
image

1936 წლის 18 ივლისს პირველად დაიწყო საბჭოთა კავშირის თასის გათამაშება ფეხბურთში, ამ თარიღთან დაკავშირებით გაგაცნობთ საინტერესო ფაქტებს ტურნირის ისტორიიდან.


გათამაშებამ იარსება 1936 წლიდან 1992 წლამდე. სსრკ ჩემპიონატთან ერთად, ის იყო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო ტურნირი.

თასის გათამაშებაში მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც ოსტატები, ასევე ფიზკულტურის კოლექტივის გუნდები.


ჯამში თასი 51-ჯერ გათამაშდა. ყველაზე ტიტულოვანი გუნდი გახლავთ მოსკოვის "სპარტაკი" - გუნდმა თასი 10-ჯერ მოიგო.

თასის პირველი მფლობელი მოსკოვის "ლოკომოტივი" იყო, უკანასკნელის კი მოსკოვის "სპარტაკი".


15 მოკავშირე რესპუბლიკიდან ამ ტურნირის გამარჯვებულები მხოლოდ სომხეთის, საქართველოს, უკრაინისა და რსფსრ-ს გუნდები გახდნენ.



თავად თასი გახლდათ მხატვრულად დამუშავებული ბროლის ვაზა ჩასმული ვერცხლის ჩარჩოში. თასს აგვირგვინებს ფეხბურთელის (ბურთთან ერთად)ბრინჯაოს ფიგურა. სახურავზე და ძირზე ამოტვიფრულია თასის მფლობელი გუნდების სახელები. თასის სიმაღლე 57 სმ-ია, წონა 6 კგ. 1992 წელს, მას შემდეგ, რაც მოსკოვის "სპარტაკმა" მოიგო უკანასკნელად სსრკ-ს თასი, თასი კლუბს სამუდამოდ გადაეცა.

image

თბილისის "დინამო" 1936 წლიდანვე მონაწილეობს გათამაშებაში, თასი მოიგო ორჯერ და ექვსჯერ იყო ფინალისტი, აქედან ხუთჯერ მოსკოვის გუნდს შეხვდა ფინალში, 1960-იანი წლების შუახანებამდე დაუწერელი კანონი იყო, აუცილებლად იმპერიის დედაქალაქის გუნდს უნდა გაემარჯვა, ამიტომ მსაჯები მაქიმალურად წყალობდნენ მოსკოვის გუნდებს.


"დინამო" პირველსავე გათამაშების ფინალში გავიდა 1936 წელს და დამარცხდა მოსკოვის "ლოკომოტივთან"0:2.

image

ჯამში სსრკ-ს თასი 14-მა გუნდმა მოიგო, ფინალში კი 21 კლუბი გავიდა.
მოსკოვის "სპარტაკმა" და "ტორპედომ" ფინალში ყველაზე მეტჯერ ითამაშეს - 15-ჯერ.
პირველი გუნდი, რომელმაც დუბლი შეასრულა, (ანუ ჩემპიონი და თასის მფლობელი ერთდროულად)იყო მოსკოვის "დინამო" 1937 წელს.
'სპარტაკი' გახდა ერთადერთი გუნდი, რომელმაც ზედიზედ ორი დუბლი შეასრულა - 1938-1939 წლებში.


არცერთ კლუბს არ მოუგია თასი ზედიზედ 3-ჯერ.


პირველი არა მოსკოვური კლუბი, რომელმაც თასი მოიგო, იყო ლენინგრადის "ზენიტი" 1944 წელს. ეს გამარჯვება ლენინგრადელებისთვის ერთადერთი აღმოჩნდა.


პირველი არარუსული კლუბი, რომელმაც გაარღვია "მოსკოვური ჯადო" და თასი აიღო, იყო კიევის "დინამო", რომელმაც 1954 წელს ფინალში დაამარცხა ასევე არარუსული გუნდი ერევნის "სპარტაკი" 2:1

imageფოტოზე:1976 წელს თბილისის "დინამო" ფინალში ამარცხებს ერევნის "არარატს" -3:0 და პირველად ისტორიაში იგებს სსრკს-თასს, მეორედ "დინამომ" 1979 წელს მოიგო თასი, როდესაც მოსკოვის "დინამო" თერთმეტმერიანებით დაამარცხა 5:4(ძირითადი დრო 0:0)

0
131
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0