ფეხბურთი საბჭოთა კავშირის თასი ფეხბურთში- გათამაშების ისტორია 2024, 18 ივლისი, 11:43 ![]() გათამაშებამ იარსება 1936 წლიდან 1992 წლამდე. სსრკ ჩემპიონატთან ერთად, ის იყო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო ტურნირი. თასის გათამაშებაში მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც ოსტატები, ასევე ფიზკულტურის კოლექტივის გუნდები. ჯამში თასი 51-ჯერ გათამაშდა. ყველაზე ტიტულოვანი გუნდი გახლავთ მოსკოვის "სპარტაკი" - გუნდმა თასი 10-ჯერ მოიგო. თასის პირველი მფლობელი მოსკოვის "ლოკომოტივი" იყო, უკანასკნელის კი მოსკოვის "სპარტაკი". 15 მოკავშირე რესპუბლიკიდან ამ ტურნირის გამარჯვებულები მხოლოდ სომხეთის, საქართველოს, უკრაინისა და რსფსრ-ს გუნდები გახდნენ. თავად თასი გახლდათ მხატვრულად დამუშავებული ბროლის ვაზა ჩასმული ვერცხლის ჩარჩოში. თასს აგვირგვინებს ფეხბურთელის (ბურთთან ერთად)ბრინჯაოს ფიგურა. სახურავზე და ძირზე ამოტვიფრულია თასის მფლობელი გუნდების სახელები. თასის სიმაღლე 57 სმ-ია, წონა 6 კგ. 1992 წელს, მას შემდეგ, რაც მოსკოვის "სპარტაკმა" მოიგო უკანასკნელად სსრკ-ს თასი, თასი კლუბს სამუდამოდ გადაეცა. ![]() "დინამო" პირველსავე გათამაშების ფინალში გავიდა 1936 წელს და დამარცხდა მოსკოვის "ლოკომოტივთან"0:2. ![]() მოსკოვის "სპარტაკმა" და "ტორპედომ" ფინალში ყველაზე მეტჯერ ითამაშეს - 15-ჯერ. პირველი გუნდი, რომელმაც დუბლი შეასრულა, (ანუ ჩემპიონი და თასის მფლობელი ერთდროულად)იყო მოსკოვის "დინამო" 1937 წელს. 'სპარტაკი' გახდა ერთადერთი გუნდი, რომელმაც ზედიზედ ორი დუბლი შეასრულა - 1938-1939 წლებში. არცერთ კლუბს არ მოუგია თასი ზედიზედ 3-ჯერ. პირველი არა მოსკოვური კლუბი, რომელმაც თასი მოიგო, იყო ლენინგრადის "ზენიტი" 1944 წელს. ეს გამარჯვება ლენინგრადელებისთვის ერთადერთი აღმოჩნდა. პირველი არარუსული კლუბი, რომელმაც გაარღვია "მოსკოვური ჯადო" და თასი აიღო, იყო კიევის "დინამო", რომელმაც 1954 წელს ფინალში დაამარცხა ასევე არარუსული გუნდი ერევნის "სპარტაკი" 2:1 ![]() 162 3-ს მოსწონს
|