x
მეტი
  • 17.07.2024
  • სტატია:136026
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510297
"ტერაქტი, თუ დადგმული სცენარი?" ლელა კაკულია დონალდ ტრამპის ინციდენტის შესახებ

image


ცნობილი ნათელმხილველის ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ვრცელდება მისი 2007- 2012 წლებში წარმოთქმული წინასწარმეტყველება, რომელსაც ქარდის სახით გთავაზობთ.


image


მის პირად გვერდზე ასევე ვრცელდება 46 წამიანი ვიდეო, სადაც წინასწარმეტყველი გარკვევით აცხადებს, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმა მის მიერ დადგმული არ ყოფილა. აღნიშნული ვიდეოს ნახვის მსურველები მიჰყევით ქვემოთ მითითებულ ლინკს.


https://www.facebook.com/ProphetLelaKakulia/videos/832221788849326



შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრისას თავდასხმა მოხდა. ყოფილმა პრეზიდენტმა დაზიანება სახის არეში მიიღო. როგორც გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, ტრამპის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან მაშინ ისროლეს, როცა ის ტრიბუნასთან სიტყვით გამოდიოდა. როგორც საგამოძიებო სამსახურებში ამბობენ, თავდამსხმელი 20 წლის მამაკაცი იყო, რომელმაც იქვე მდებარე შენობის სახურავიდან ისროლა. ტრამპმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მას ესროლეს და ტყვია „მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში" მოხვდა. საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად უსაფრთხოდ არის.






0
87
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
87