x
image
თამილა გურაშვილი
ვინ ახსნის ფარდას ეშერის ლაბორატორიის საიდუმლოს?

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

"1972 წელს საქართველოში უცნაური რამ მოხდა. ეშერას ლაბორატორიაში ჩაუშვეს კომისია, რომელშიც მეცნიერებიც იმყოფებოდნენ. ცნობილია ამ მეცნიერების ვინაობაც: ჯუმბერ ლომინაძე; ვახტანგ აბაშიძე; გერმანე გობეჯიშვილი.
მეცნიერებმა მიწისქვეშ რაც ნახეს, ეს ნამდვილი შოკი იყო. გერმანე გობეჯიშვილი უცნაური დაავადებით დაავადდა და მალე გარდაიცვალა, ვახტანგ აბაშიძეს კიბო გაუჩნდა, ერთადერთი მხოლოდ ჯუმბერ ლომინაძე გადარჩა და თავადაც უკვირდა ეს ამბავი. როგორც ჯუმბერ ლომინაძემ პირად საუბრებში აღნიშნა, საქართველოს ქვეშ არის გიგანტური ლაბორატორია, სადაც ტარდებოდა გენეტიკური ექსპერიმენტები რამოდენიმე ათეული წლის უკან, რომელიც არის დაკონსერვებული და წყლით ამოვსებული.
ამ ლაბორატორიაში რამდენიმე ჩასასვლელი ყოფილა, ეს ჩასასვლელები ყველას სმენია, მაგრამ ადამიანებს იმდენად აქვთ გონება დახშული, რომ მსგავსი საკითხები სასაცილოდ არ ჰყოფნით. როგორ დაიწყო ყველაფერი?
1965 წელს მოსკოვმა დაიწყო გეოლოგიური დაზვერვითი სამუშაოები კავკასიაში ნავთობის აღმოსაჩენად. საქართველოში ისინი ხარაგაულის მიდამოებში აწარმოებდნენ დაბურღვით სამუშაოებს და მოხდა უცნაური რამ; ბურღვის დროს ბურღი სიცარიელეში ჩავარდა. ჩაუშვეს სპეციალური აპარატი და იქ წყალი აღმოჩნდა. ბურღი სხვა ადგილას გადაიტანეს და იქაც იგივე განმეორდა. ყველგან წყალი და სიცარიელე იყო ახლო ტერიტორიაზე.
ეს ამბავი იქვე არსებულ სოფელშიც გაიგეს და ხალხმა მეცნიერებს აჩვენა გამოქვაბულები, საიდანაც ჩადიოდა ხვრელები მიწისქვეშ. რამდენიმე მკვლევარი ჩავიდა და სენსაციური ამბავი ამოიტანეს. მათ მიწისქვეშ აშკარად ხელოვნური ზემოქმედების კვალი აღმოაჩინეს. როგორც ისინი ამბობდნენ, მიწისქვეშ არის გიგანტური მეგალითური ბლოკებით ამოყვანილი შახტები, რომელიც სიღრმეში მიემართება. სასწრაფოდ დააკონსერვეს სამუშაოები და იქაურობა აკრძალულ ზონად გამოაცხადეს.
რამოდენიმე წლის შემდეგ მოსკოველმა მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევები და დაადგინეს, რომ საქართველოს ქვეშ არის გიგანტური სიცარიელე, რომელიც წყლით არის ამოვსებული და ყველა ჩასასვლელი დალუქულია. ჩასასველელები რამდენიმე ადგილას არის, ესენია: ეშერა; მარტვილის მიმდებარე კლდეებიდან; ხომლის მთიდან; ხარაგაულის ნაკრძალიდან; რაჭის სოფელ ღებიდან და იალბუზის მთიდან, იქ არის ხეობა, რომელსაც ჰქვია ბაქსანი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უამრავი საიდუმლო მასალა იქნა გაყიდული საზღვარგარეთ. ერთ-ერთი მოხვდა მედია საშუალებებში და ამიტომაც "დისქავერმა" დაგეგმა გადაეღო საქართველოში არსებული საიდუმლო ადგილები. გადამღები ჯგუფის უფროსმა მთაში რაღაც უცნაურობა აღმოაჩინა და ამ საკითხზე რატომღაც ხმას არ იღებდა. არც ის ფილმი გასულა, რომელიც გადაიღეს. მიზეზი უცნობია. სავარაუდოდ, ფილმი ძალიან დიდი სკანდალის გამომწვევი შეიძლებოდა გამხდარიყო. რა სახის სკანდალზეა საუბარი, უცნობია თუმცა ერთი ფაქტია, რომ საქართველოს ქვეშ არის ძალიან დიდი საიდუმლო, რომელმაც შეიძლება მსოფლიოს წარმოდგენები ბევრ რამეზე თავდაყირა დააყენოს. ვინ აღმოჩნდება ის, ვინც ამ საიდუმლო ფარდას ახდის, უცნობია."
0
29
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0