x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
დედამ შვილი ღუმელში შეწვა - რა მოხდა შემდეგ?!
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად მილიონობით დანაშაულს და დაზიანებას აქვს ადგილი. არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე მკვლელობა და სხეულის მძიმე დაზიანებაა, თუმცა წარმოუდგენელი და უფრო მეტად შემაშფოთებელია, როდესაც მსგავსი დანაშაული ოჯახის წევრების მიმართ ხდება.



ეს საშინელი ამბავი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, 2002 წელს ერთ-ერთ ამერიკულ ოჯახში მოხდა. ოჯახის უფროსმა და 14 თვის გოგონას, ეშლის მამამ - რობერტ სმიტმა დაინახა თუ როგორ იწვებოდა ჩართულ ღუმელში მისი პატარა. მან სასწრაფოდ გამორთო ღუმელი და გამოიყვანა იქიდან ქალიშვილი, თუმცა პატარამ მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო.


image


გოგონას დედამ Melissa Rayt-მა ღუმელიდან გამოალაგა ყველა თარო, ტემპერატურა დააყენა მაქსიმალურზე და შვილი შესვა. პოლიციის მოსვლის დროს კი მან სასაცილო განმარტება დაწერა, რომ ბავშვი ხელიდან ჩაუავარდა გაღებულ ღუმელთან და კარი თავისით დაიკეტა, თუმცა მოგვიანებით ალაპარაკდა და თქვა, რომ რაღაც ხმებმა უბრძანეს ამის გაკეთება. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გოგონას კი 10 წლის განმავლობაში 28 ოპერაციის გადატანა მოუხდა დედის ამ საშინელი საქციელის გამო.





ეშლი 15 წლის ასაკში თავს უკვე კარგად გრძნობდა და სკოლაში შესვლას გეგმავდა. ამბობდა, რომ ყველაფერი აპატია დედას, არ სძულს იგი, თუმცა არც უყვარს.



image



რაც შეეხება სასტიკ დედას, მან ფსიქოლოგიური მკურნალობა გაიარა და როდესაც გოგონა 8 წლის იყო, პატიებას და ვადამდე ადრე გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა უარი უთხრეს. საკუთარი შვილიც სრული წინააღმდეგი იყო ამ ფაქტის და ამბობდა, რომ ჯერ კიდევ ეშინია დედის და მას სრულად უნდა მოეხადა სასჯელი.




P.S. თქვენ რას ფიქრობთ, საკმარისია თუ არა ის სასჯელი, რაც მას მიუსაჯეს და უნდა გათავისუფლებულიყო თუ არა მკურნალობის და სინანულის შემდეგ ვადამდე ადრე? (ფოტოზე ეშლის დედა მელისა)


image


0
146
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0